ყველა ასაკს აქვს თავისი ხიბლი და თავისებურებები. ასაკს მოაქვს სიბრძნე და გამოცდილება. მაგრამ ხშირად ხდება, რომ ასაკთან ერთად, მოდის გულმავიწყობაც და დაბნეულობაც. ჩვენი ტვინი ბერდება, ისევე როგორც ჩვენი სხეულის დანარჩენი ნაწილი. მისი ამჟამინდელი მდგომარეობის გასარკვევად, გირჩევთ გაიაროთ პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებული იაპონური ტესტი ტვინის დაბერებაზე.
ეს მარტივი ტესტი გვიჩვენებს, რამდენად სწრაფად მუშაობს ტვინი და არის თუ არა რაიმე მიზეზი, რომ ვინერვიულოთ ისეთ დაავადებაზე, როგორიცაა დემენცია. ტესტის გავლა შეუძლიათ როგორც ზრდასრულებს, ასევე ბავშვებს. შედეგი გაგაოცებთ.
იაპონური ტესტი ტვინის დაბერებაზე
ეს ტესტი დაგეხმარებათ გაიგოთ, რამდენად სწრაფად ქმნიან ურთიერთკავშირებს ჩვენს ტვინში არსებული ნეირონული კავშირები. იმის გამო, რომ ეს პროცესი ასაკთან ერთად ნელდება, ტესტი აჩვენებს რამდენად სწრაფად მუშაობს თქვენი ტვინი.
იაპონური ტესტი დემენციაზე
ყურადღებით დააკვირდით სურათს და შეეცადეთ იპოვოთ იხვი, ღამურა და პეპელა. გაითვალისწინეთ, რომ ნახატები თითქოს დამალულია სხვა გამოსახულებებს შორის.
საქმე ისაა, რომ ჩვენს ტვინს შეუძლია სასურველი გამოსახულების პროექცია. როგორც კი სურათის რაიმე ნაწილს მაინც დაინახავთ, ტვინი გადაერთვება კონკრეტულ ამოცანაზე და თავად ასრულებს გამოტოვებულ ელემენტებს. ეს არის ტესტის მთავარი იდეა – რამდენად აქტიურად ფუნქციონირებს ტვინი.
ტესტის შედეგები:
ტესტის შესასრულებლად 15 წუთამდე დროა გამოყოფილი. თუ ამ დროში ვერ ჩაეტევით, მაშინ უნდა დაფიქრდეთ.
- თუ სამივე ნახატის პოვნა მოახერხეთ, მაშინ შეგვიძლია მოგილოცოთ – თქვენი ტვინი ახალგაზრდაა და მშვენივრად მუშაობს. რამდენი წლისაც არ უნდა იყოთ, თქვენი ტვინი თავს ახალგაზრდად გრძნობს. ეს ძალიან მაგარია!
- ორი ნახატის პოვნა მოახერხეთ? ძალიან კარგი შედეგია. თქვენი ტვინი ნორმალურად ფუნქციონირებს, მაგრამ ასაკთან დაკავშირებულმა ზოგიერთმა ცვლილებამ შეიძლება თავი შეგახსენოთ. თუმცა, ტვინს ასეთი რეაქცია შეიძლება ჰქონდეს გადაღლაზე და ავიტამინოზზე. როგორც არ უნდა იყოს, ეს არის დასვენების დაგეგმვისა და კვების დაკორექტირების მიზეზი.
- მხოლოდ ერთი ნახატის პოვნა მოახერხეთ? ეს იმის ნიშანია, რომ ტვინი უკვე გადავიდა დაბერების საწყის ეტაპებზე. როგორც წინა შემთხვევაში, ეს არის მიზეზი, რომ დაამატოთ B ვიტამინით და ცხიმოვანი მჟავეებით მდიდარი საკვები თქვენს რაციონში. ასევე სასარგებლო იქნება სავარჯიშოები ტვინისა და მეხსიერების გასავარჯიშებლად.
თუ თქვენ ვერ იპოვეთ ვერც ერთი პერსონაჟი, ეს ნიშნავს, რომ ტვინი დაბერების პერიოდშია. მაგრამ ეს არ არის დამწუხრების მიზეზი. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს ტვინს კროსვორდების ამოხსნით, ლექსების და სიმღერების სწავლით. ეს საოცრად ეხმარება ტვინის აქტივობის აღდგენაში.
სწორი პასუხი:
ეს ტესტი არ უნდა იქნას მიღებული როგორც სერიოზული კვლევა. მაგრამ თუ შედეგი თქვენთვის დამაკმაყოფილებელი არ არის, შეგიძლიათ გაზარდოთ თქვენი ტვინის ფუნქციონირების ეფექტურობა ჩვენი რჩევების გათვალისწინებით.