გამოცდილი მეთოდები – როგორ მოვაშოროთ ტანსაცმელს ბუსუსები

161

დროთა განმავლობაში, მაღალი ხარისხის ტანსაცმელზეც ბუსუსები შეიძლება გაჩნდეს. მნიშვნელობა არ აქვს, სად შეიძინეთ, ძვირადღირებულ მაღაზიაში თუ ბაზრობაზე. ეს გარკვეული ქსოვილების ბუნებრივი მიდრეკილებაა. რა თქმა უნდა, ბუსუსებიანი ტანსაცმელი ნაკლებად მიმზიდველად გამოიყურება. გიამბობთ, როგორ მოაშოროთ ტანსაცმელს ბუსუსები სულ რამდენიმე წუთში.

ხრიკი, როგორ მოაშოროთ ტანსაცმელს ბუსუსები

შალის ბუსუსების მოსაშორებლად სპეციალური ინსტრუმენტი შეგიძლიათ შეიძინოთ. საკმაოდ ეფექტურ საშუალებად ითვლება, თუმცა ასეთ შენაძენზე ფულის დახარჯვა მოგიწევთ. „პაპარაცი“ გიზიარებთ მარტივ ხრიკს, როგორ მოაშოროთ ტანსაცმელს ბუსუსები. ეს მეთოდი ორ სხვადასხვა მასალას შეიძლება მოიცავდეს. ნამდვილად დროში გამოცდილია, რადგან იყენებდნენ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ყველა ამ გაჯეტის გამოგონებამდე. უფრო მეტიც, ეს იდეები დასავლეთ ევროპაშიც გავრცელდა და იქ დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებოდა. საჭირო მასალას სახლში მარტივად იპოვით.

არსებობს ორი ხელმისაწვდომი მასალა, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ბუსუსების მოსაშორებლად. თუ ტანსაცმელზე ცოტა პრობლემური ადგილია და ბუსუსები მცირე ზომისაა, ზუმფარის ქაღალდი გამოგადგებათ. უფრო დიდი ზომის ბუსუსებზე და დიდ ფართობზე პემზა გამოიყენეთ.

როგორ მოვაშოროთ ტანსაცმელს ბუსუსები ზუმფარის ქაღალდით?

1. უხეში, მსხვილმარცვლოვანი ზუმფარის ქაღალდი აიღეთ. ასე ბევრ პრობლემურ ბუსუსს მოაშორებთ. ბუსუსებიანი ადგილი ცოტათი გახეხეთ ზუმფარის ქაღალდით რამდენიმე წუთის განმავლობაში. ფოროვანი ზედაპირი ბუსუსებს მოეჭიდება და ქსოვილს მოაშორებს.

2. პროცედურის დასრულების შემდეგ ქსოვილი ტანსაცმლის ჯაგრისით გაწმინდეთ. ჩვეულებრივი ჯაგრისი შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ წებოვანი უკეთესია. ასე ზედმეტ ბუსუსებს მოაშორებთ.

როგორ მოვაშოროთ ტანსაცმელს ბუსუსები პემზით?

1. პემზა ითვლება უფრო ეფექტურ საშუალებად ბუსუსების წინააღმდეგ. ამისთვის იდეალურია მსხვილი ნახვრეტების მქონე მასალა.

2. როგორც ზუმფარის ქაღალდის შემთხვევაში, ქსოვილზე ბუსუსებიანი ადგილი პემზით ოდნავ გახეხეთ, სანამ ყველა პრობლემური ადგილი არ გასუფთავდება.

3. მეთოდი ძალიან ეფექტურია, მასალა კი ძალიან იაფი. მის შეძენას ნებისმიერ საყოფაცხოვრებო მაღაზიაში შეძლებთ. შედარებით ძვირადღირებული აპარატისგან განსხვავებით პემზა გაცილებით დიდხანს გაძლებს. მოწყობილობა ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაზიანდეს ან მისი პირი დროთა განმავლობაში დაბლაგვდეს. ასე ფული გადაყრილი დარჩება.

ეს ორი მეთოდი ტანსაცმელზე ბუსუსების მოსაშორებლად დროში გამოცდილია. თავად დარწმუნდებით მათ ეფექტურობაში, როგორც კი გამოიყენებთ. ერთ-ერთი უპირატესობა არის ის, რომ მასალები იაფია. არ მოგიწევთ სპეციალური აპარატის ინტერნეტით მოძებნა და რამდენიმე დღე ლოდინი, სანამ მოგაწვდიან. ყველა საჭირო მასალა უკვე ხელთ გაქვთ. ეს ხრიკები აუცილებლად გამოიყენეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს