შემოდგომა-ზამთრის პერიოდში აქტიურად ვეძებთ საშუალებებს იმუნიტეტის გასაძლიერებლად. ვინაიდან დღეს აფთიაქები გვთავაზობენ უფრო და უფრო მეტ იმუნოსტიმულატორ საშუალებებს, ადამიანების უმეტესობა მათ მიმართავს დახმარებისთვის. არიან ისეთებიც, რომლებიც ხალხურ საშუალებებს იყენებენ. ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა ამოსოვის პასტა.
ამოსოვის პასტის შესახებ ხანშიშესული მეზობლისგან, ნონასგან გავიგე. 30 წელი საავადმყოფოში მედდად მუშაობდა. როცა ცივ სეზონზე პაციენტების რაოდენობა იზრდებოდა, ნონა ამოსოვის ჯადოსნურ ნარევს იღებდა იმუნიტეტის გასაძლიერებლად. მისი წყალობით არც ერთი ავადმყოფობა არ აშინებდა. ეს გამახსენდა და გადავწყვიტე, მეც მოვამზადო ამოსოვის პასტა ჩემი ოჯახისთვის.
ამოსოვის პასტა იმუნიტეტის გასაძლიერებლად
პირველად ამ სამკურნალო ნარევის გამოყენება აკადემიკოსმა ნიკოლაი ამოსოვმა შემოგვთავაზა. იგი იყო ცნობილი კარდიოქირურგი, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე იხსნა. ამასთან, გამუდმებით ეძებდა მეთოდებს პაციენტების მდგომარეობის სწრაფად გასაუმჯობესებლად.
ერთხელაც ექიმმა შენიშნა, რომ პაციენტები, რომლებიც კაკალს და ჩირს მიირთმევდნენ, უფრო სწრაფად ახერხებდნენ გამოჯანმრთელებას ოპერაციების შემდეგ. ასე დაიბადა კაკალი-ხილის ნარევის შექმნის იდეა.
ამოსოვის პასტა გულ-სისხლძარღვთა სისტემას აძლიერებს, ასევე აუმჯობესებს იმუნიტეტს ცივ სეზონზე სურდოს დროს და ხელს უწყობს სწრაფად აღდგენას გაციების შემდეგ.
სიტყვაზე, ამოსოვის პასტა ძალიან გემრიელია. ცალკე ან სხვა პროდუქტებთან ერთად შეგიძლიათ მიირთვათ. მაგალითად, იდეალურად ავსებს ფაფას, იოგურტს, კეფირს ან მაწონს.
ამ პასტის საიდუმლოს გასაგებად მის შემადგენლობას უნდა გადახედოთ. თითოეული პროდუქტი ძალიან სასარგებლოა იმუნური სისტემისთვის. ერთად კი ნარევი ვიტამინების ბომბი ხდება.
ამოსოვის პასტის შემადგენლობა
ნიგოზი
ნიგოზი ვიტამინების და მიკროელემენტების წყაროა. კალიუმი და მაგნიუმი სისხლძარღვებს აძლიერებს და ქოლესტერინის დონეს ამცირებს. C და E ვიტამინები დაბერების პროცესს ანელებს, თავისუფალი რადიკალებისგან იცავს.
ცხიმოვანი მჟავები და B ჯგუფის ვიტამინები ტვინის მუშაობას ხელს უწყობს. თუ კაკალს რეგულარულად მიირთმევთ, შფოთვა შემცირდება, ხოლო კონცენტრაციის და ყურადღების დონე გაიზრდება. შემადგენლობაში დიდი რაოდენობით რკინა ანემიასთან ბრძოლას ხელს უწყობს.
ქიშმიში
ქიშმიში, რომლის შემადგენლობაშიც B ჯგუფის ვიტამინებია, სტრესს ებრძვის. გარდა ამისა, ქიშმიში მდიდარია კალიუმით, რომელიც ასე სასარგებლოა გულისთვის. უფრო მეტიც, კალიუმი ღვიძლის მუშაობას აუმჯობესებს და ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას ხელს უწყობს.
ქიშმიშის მიღებისას უმჯობესდება ტვინის მუშაობა და ჰემოგლობინის წარმოება.
გარგარის ჩირი
გარგარის ჩირი შეიცავს A ვიტამინს დიდი რაოდენობით, ამიტომ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებს ებრძვის. გარგარის ჩირი მდიდარია უჯრედისით, რომელიც აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას და გამოდევნის წიდებს და ტოქსინებს ორგანიზმიდან.
რეკომენდებულია, გარგარის ჩირი ჩართოთ გასახდომ მენიუში, რადგან კარგად გამოდევნის ზედმეტ სითხეს ორგანიზმიდან.
შავქლიავი
შავქლიავის შემადგენლობაში ბევრი ვიტამინი და მიკროელემენტია, რაც მას სუპერ საკვებად აქცევს. კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი და ფოსფორი დადებითად მოქმედებს კანზე, თმაზე, ფრჩხილებზე და ძვლებზე.
A, B, C და E ვიტამინები იმუნიტეტს აძლიერებს და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას აუმჯობესებს. შავქლიავს მსუბუქი საფაღარათო ეფექტი აქვს, ამიტომ რეკომენდებულია მისი მიღება საჭმლის მომნელებელი სისტემის კარგი მუშაობისთვის.
ლეღვის ჩირი
ლეღვი კალიუმის და კალციუმის წყაროა, ამიტომ სასარგებლოა ქალებისთვის მენსტრუაციის და ორსულობის დროს. გულის დაავადებებთან ბრძოლაში გვეხმარება და იმუნიტეტს აძლიერებს. ლეღვი სიცხის დამწევ ძლიერ საშუალებად ითვლება, ამიტომ გაციებისას თავს უკეთ იგრძნობთ.
ლიმონი
ლიმონი ასკორბინის მჟავის წყაროა, ამიტომ ერთ-ერთ მთავარ პროდუქტად ითვლება სურდოს სამკურნალოდ. გარდა ამისა, ლიმონი ანტიბაქტერიული საშუალებაა.
ლიმონში შემავალი ფოლიუმის მჟავა ორსულობის მიმდინარეობას აუმჯობესებს. რკინა და კალიუმი სისხლძარღვების კედლებს აძლიერებს, გულის მუშაობას აუმჯობესებს.
თაფლი
თაფლი ცნობილია, როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება. შემადგენლობა მდიდარია A, B, C, E, K ვიტამინებით, რომლებიც ერთმანეთის მოქმედებას აძლიერებენ. თაფლში შემავალი ფენოლის მჟავები თავისუფალ რადიკალებს ებრძვის. თაფლი აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას და ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას.
ამოსოვის პასტის რეცეპტი
ინგრედიენტები:
- 0,5 კგ ქიშმიში
- 0,5 კგ გარგარის ჩირი
- 2 ჭიქა ნიგოზი
- 500 გ შავქლიავი
- 500 გ ლეღვის ჩირი
- 1 ლიმონი
- 1,5 ჭიქა თაფლი
მომზადების წესი:
1. ჩირები კარგად გარეცხეთ. თუ შავქლიავს კურკები აქვს, მოაშორეთ. რეკომენდებულია, უფრო გლუვი შავქლიავი შეარჩიოთ. ის უფრო სასარგებლოა, ვიდრე მბზინვარე.
2. ლიმონი გარეცხეთ და კანიანად ნაჭრებად დაჭერით. კურკები მოაშორეთ.
3. ჩირი, კაკალი და ლიმონი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ ან სამზარეულოს კომბაინით დააქუცმაცეთ.
4. მიღებულ ნარევს თაფლი დაასხით და კარგად აურიეთ.
5. მზა ნარევი მინის ქილაში გადაიტანეთ და მაცივარში შეინახეთ.
6. 1 სუფრის კოვზი ამოსოვის პასტა დღეში 3-ჯერ მიიღეთ.
ამ მარტივად მოსამზადებელი პროდუქტით გააძლიერებთ ორგანიზმს გაციების და სურდოს პერიოდში.