როგორ დავიძინოთ სწრაფად აბების გარეშე. იაპონური მეთოდი

1421

ადამიანის ორგანიზმს ძილის გარეშე შეუძლია გაძლოს არა უმეტეს 7 დღისა. თუმცა, ჯანმრთელობის პრობლემები კიდევ უფრო ადრე დადგება – 4 დღეში. სწორედ ამიტომ ითვლება ძილი ნორმალური ჯანმრთელობის ერთ-ერთ პირობად. მაგრამ ისეც ხდება, რომ ვერ იძინებ და თითქოს ჯიბრზე, თავში სხვადასხვა აზრები გიტრიალებს და ძილს კიდევ უფრო მეტად გიფრთხობს. სწორედ მაშინ ხდება აქტუალური კითხვა: როგორ დავიძინოთ სწრაფად?

იმისათვის, რომ უფრო სწრაფად დაიძინოს, ბევრი ადამიანი სვამს საძილე აბებს. მაგრამ თუ არსებობს შესაძლებლობა, რომ თავიდან აიცილოთ მედიკამენტების მიღება, მაშინ ამით უნდა ისარგებლოთ. ამ მეთოდის შესახებ მითხრა ბიძაჩემმა, რომელიც ხშირად ღამის ცვლაში მუშაობს. თუ ცოტა დრო უჩნდება დასაძინებლად, ის სწრაფად ჩაძინების ტექნიკას იყენებს. ამ მეთოდის საკუთარ თავზე გამოცდით, შემიძლია დავადასტურო, რომ ის მუშაობს!

როგორ დავიძინოთ სწრაფად: იაპონური მეთოდი

თუ სწრაფად ჩაძინების პრობლემა გაწუხებთ, მაშინ დათვლა ნამდვილად არ არის ის, რაც გჭირდებათ. არ არის საჭირო ცხვრების ან სხვა ცხოველების დათვლა. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს სრულიად საპირისპირო ეფექტს იძლევა. საქმე ისაა, რომ ტვინი კონცენტრირდება დავალებაზე, იღვიძებს და ძილი კიდევ უფრო გშორდებათ.

ამ მეთოდის თავისებურება ის არის, რომ ის საშუალებას გაძლევთ დაიძინოთ სულ რამდენიმე წუთში. გარდა ამისა, ეს მეთოდი გაცილებით უსაფრთხოა და ორგანიზმისთვისაც სასარგებლო. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც თავის ტკივილი აწუხებს.

1. გაშალე საწოლი, მაგრამ ჯერ არ დაწვე. კომფორტულად მოთავსდი საწოლის კიდეზე. ღრმად ჩაისუნთქე და ამოისუნთქე რამდენჯერმე. აცადე, რომ პულსი მოწესრიგდეს.

2. შემდეგ დახუჭე თვალები. თუ ნიღბით გძინავს, ახლა მისი გაკეთების დროა.

3. ახლა კი მთავარი ეტაპი. დაიწყე თავის ნელა გადატრიალება, თითქოს რაღაცაზე უარს ამბობ. ნელა გადაატრიალე სხვადასხვა მხარეს. გააკეთე 100 -150 გამეორება.

4. ძალიან მალე იგრძნობ სუსტ თავბრუსხვევას. მიზეზი არის სისხლის მკვეთრი ავარდნა თავში და, შესაბამისად, ჟანგბადის უფრო ინტენსიური მიწოდება.

5. როგორც კი სუსტ თავბრუსხვევას იგრძნობ, შეგიძლია დაწვე დასაძინებლად. ძალიან მალე ჩაგეძინება. ეს ხდება ბავშვის რხევის ანალოგიურად. მხოლოდ ამ შემთხვევაში აძინებ საკუთარ თავს.

გახსოვდეს, რომ ძილი ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა. იმისთვის, რომ შესანიშნავად იგრძნო თავი, იძინე მინიმუმ 7 საათი ღამით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს