ცოტას შეუძლია თქვას, რომ გაზქურის გაწმენდა საყვარელი საქმეა დასუფთავების დროს. ჩამჯდარი ჭუჭყი და მიმწვარი ცხიმი ძნელად მოსაშორებელია. თუ გაზქურის ზედაპირი მეტ-ნაკლებად შეიძლება გავწმინდოთ, ნამდვილი პრობლემები იწყება, როცა საქმე კონფორებს ეხება. მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების გამო გაზქურის ამ ნაწილიდან ჭუჭყის მოშორება რთულია. „პაპარაცი“ გიზიარებთ ეფექტურ მეთოდს, როგორ გაწმინდოთ გაზქურის კონფორები მარტივად.
ხრიკი, როგორ გაწმინდოთ გაზქურის კონფორები
ინგრედიენტები:
- 2 ს/კ ლიმონმჟავა
- 2 ს/კ სოდა
- 1 ს/კ წყალბადის ზეჟანგი
- 1 ჩ/კ ჭურჭლის სარეცხი საშუალება
- მდუღარე წყალი
როგორ გავწმინდოთ გაზქურა ხელნაკეთი საშუალებით
1. პირველ რიგში, კონფორები ჭუჭყისგან რომ გაწმინდოთ გაზქურიდან ამოიღეთ და ღრმა თასში მოათავსეთ. არ გამოიყენოთ ჭურჭელი, რომელშიც საკვებს ამზადებთ. პატარა ტაშტი ან ძველი თასი აიღეთ.
2. კონფორებს ლიმონმჟავა მოაყარეთ. შემდეგ მდუღარე წყალი დაასხით ისე, რომ ლითონის დეტალები დაიფაროს. ბევრმა იცის, რომ ლიმონმჟავას კარგად გამწმენდი თვისებები აქვს.
3. თუ კონფორებს ძველი ჩამჯდარი ჭუჭყი არ აქვს, არამედ მსუბუქად ჭუჭყიანია, ეს საშუალება გაუმკლავდება. ლითონის დეტალები ამ ხსნარში გააჩერეთ, სანამ არ დაინახავთ, რომ ჭუჭყი მოშორებას იწყებს.
4. თუ ეს პროცედურა საკმარისი არ არის კონფორების გასაწმენდად, დამატებითი საშუალება მოამზადეთ. ცალკე თასში შეურიეთ წყალბადის ზეჟანგი, სოდა და ჭურჭლის სარეცხი საშუალება.
5. მიღებული პასტით და კბილის ჯაგრისით კონფორების ზედაპირი გახეხეთ. წყალბადის ზეჟანგის და სოდის ნარევი საკმაოდ კაუსტიკურია, ამიტომ ხელთათმანი გაიკეთეთ კანის დასაცავად. აი, ნახავთ, მიმწვარი ცხიმის კვალიც არ დარჩება.
კიდევ როგორ გამოვიყენოთ ხელნაკეთი საწმენდი საშუალება?
სინამდვილეში, სამი ინგრედიენტისგან შემდგარი საშუალება არა მხოლოდ კონფორების გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ის მრავალფუნქციურია. სოდა, როგორც კომპონენტი, უმკლავდება არა მხოლოდ ცხიმს, არამედ სხვა სახის ჭუჭყს. მას არბილებს და ზედაპირიდან სწრაფად იღებს. ჭურჭლის სარეცხი საშუალებით საჭირო ზედაპირს ადვილად გაწმენდთ და სასიამოვნო სურნელს დატოვებთ. წყალბადის ზეჟანგს ანტისეპტიკური ეფექტი აქვს.
ასეთი ხელნაკეთი საწმენდი საშუალება სამზარეულოს სხვა ადგილებში შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, სამუშაო ზედაპირის, განსაკუთრებით ძნელად მისადგომი ადგილების გასაწმენდად. ხელნაკეთი საწმენდი საშუალება გამოგადგებათ, თუ მაღაზიაში ნაყიდი სააბაზანო ოთახის ზედაპირის საწმენდი აღარ გაქვთ. ასეთი პასტა შეინახეთ ჭურჭელში, რომელსაც თავსახური მჭიდროდ ეხურება.
ახლა იცით, როგორ გაწმინდოთ გაზქურის კონფორები ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ამისთვის დაგჭირდებათ 4 ინგრედიენტი, რომელიც, ალბათ, სახლში გაქვთ. ასე ფულს კარგად დაზოგავთ. უფრო მეტიც, ხელნაკეთი საწმენდი საშუალება გამოგადგებათ არა მხოლოდ სამზარეულოს დასუფთავებისთვის. მისი გამოყენების ბევრი მეთოდი არსებობს, აუცილებლად სცადეთ.