კიტრის მწნილი წითელი მოცხრით – რეცეპტი

324

კიტრს სხვადასხვაგვარად ამწნილებენ. კლასიკურ ვარიანტში, მას ასხამენ სხვადასხვა მცენარისა და სანელებლისგან მომზადებულ მარინადში. ჩვენ კი მრავალფეროვნებას წითელი მოცხარი დავუმატეთ.

იგი კიტრს განსაკუთრებით მომჟავო-მომწკლარტო გემოს დაუმატებს და ვიტამინებით აავსებს მარინადს, რომელშიც სასარგებლო ნივთიერებათა უმეტესობა გადადის. იგი შეგიძლიათ წამლის სახითაც დალიოთ, დღეში ერთი ჭიქა.

კიტრის მწნილი

ინგრედიენტი

  • 600 გ კიტრი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 თავი ხახვი
  • 1.5 ჭიქა წითელი მოცხარი
  • 3 მარცვალი შავი პილპილი
  • 3 კვირტი მიხაკი
  • 1 ლ წყალი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 2.5 ს.კ. მარილი

მომზადება

1. გარეცხეთ კიტრი, დაასხით ცივი წყალი და დატოვეთ მასში 3 საათით.

2. ქილის ფსკერზე მოათავსეთ მოცხრის ბუჩქის ფოთლები. შემდეგ, მთელ სიგრძეზე, მჭიდროდ ჩაალაგეთ კიტრები. არც დაჭრათ და არც ბოლოები მოაჭრათ.

3. კიტრებს შორის დარჩენილ სივრცეში ჩაალაგეთ გარეცხილი მოცხრები.

4. ჩაასხით ქილაში მდუღარე წყალი, 10 წუთში გადაასხით იგი ქვაბში. დაუმატეთ მარილი, შაქარი, შავი პილპილის მარცვლები, მიხაკი და წამოადუღეთ. ადუღებული მარინადი გადაასხით ქილაში, რის შემდეგაც მაშინვე მოხუფეთ მეტალის თავსახურით.

5. ჩააბრუნეთ ქილა. მეორე დღეს, როცა იგი უკვე გაციებული იქნება, გადმოაბრუნეთ და შეინახეთ.

ამ რეცეპტში დასაშვებია უკვე გავსებული ქილის სტერილიზაცია მოხუფვამდე 10 წუთით ადრე, სურვილისამებრ.

გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს