გამოცდილი მეთოდი, როგორ იცავენ ფინელები სახლს ობისგან

2

ფინეთის კლიმატი საკმაოდ არასტაბილურია. ცივი ზამთარი, თბილი ზაფხული, მათ შორის კი წვიმების სეზონი. ასეთი გადასვლა განსაკუთრებით იგრძნობა სამხრეთ რეგიონებში, სადაც ჩვეულებრივ მაღალი ტენიანობაა. ერთი შეხედვით, ასეთ პირობებში სახლის სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნება რთულია, თუმცა ამ ქვეყნის საზრიანმა მაცხოვრებლებმა მოიფიქრეს მეთოდი, როგორ დაიცვან სახლი ობისგან და სხვა პრობლემებისგან და გაზარდონ შენობის ცეცხლმედეგობა.

საშუალება, რომლითაც ფინურ სახლებს ობისგან იცავენ

„პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ იცავენ ფინურ სახლებს ობისგან და სხვა გავლენისგან მარტივი ხალხური საშუალებით. მასში შემავალი ყველა კომპონენტი თეთრები ღირს.

 ინგრედიენტები:

  • 10 ლიტრიანი ჭურჭელი
  • მოცულობითი სარევი
  • მდუღარე წყალი
  • 1,8 კგ მარილი
  • 100 გ ბორის მჟავა ფხვნილის სახით
  • 100 გ კარბამიდი
  • 30 გ ჟანგმიწა შესაღებად

მომზადების წესი:

1. პირველ რიგში, დაგჭირდებათ ათლიტრიანი ჭურჭელი. ნებისმიერი ვედრო ან დიდი ქვაბი აიღეთ. ასევე დაგჭირდებათ სარევი. თუ არ გაქვთ, დრელით ჩაანაცვლეთ.

2. შესაბამისი მოცულობის წყალი ცალკე აადუღეთ. გახსოვდეთ, რომ ამ საშუალებისთვის, რომლითაც ფინელები სახლებს ობისგან იცავენ, მდუღარე წყალია საჭიროა. გირჩევთ, საშუალების ყველა კომპონენტი წინასწარ მოამზადოთ და წყალი დადგათ ასადუღებლად მომზადების დაწყებისას. თუ წყალი საკმარისად ცხელი არ იქნება, კომპონენტები ბოლომდე არ გაიხსნება, რის გამოც საშუალება ეფექტურობას დაკარგავს. მდუღარე წყალი ჭურჭელში ჩაასხით.

3. წყალში მარილი ჩაყარეთ. მარილის რაოდენობა ზუსტად გაზომეთ. მეტის ჩაყრისას ხსნარში ნალექი წარმოიქმნება და საშუალება ისე არ იმოქმედებს, როგორც საჭიროა. აურიეთ, სანამ მარილი წყალში ბოლომდე არ გაიხსნება.

4. ბორის მჟავის ფხვნილი ხსნარს დაუმატეთ. ეს კომპონენტი აფთიაქში იყიდება. რა თქმა უნდა, ბორის მჟავა არა მხოლოდ ფხვნილის სახით, არამედ თხევადიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ბევრი ბოთლი დაგჭირდებათ. ფხვნილის გამოყენება უფრო მოსახერხებელია.

5. შემდეგი ეტაპი – კარბამიდი. სწორედ ის იცავს ფინურ სახლებს სოკოსგან. ეს სასუქი ხშირად გამოიყენება მცენარეებისთვის ბოსტანში. მცენარეების მაღაზიაში იპოვით.

6. მომზადების ბოლო ეტაპი – საღებავის დამატება. ხშირად მოგზაურები, რომლებიც ფინეთის სიღრმეებს სტუმრობენ, აღნიშნავენ, რომ ფინური სახლების უმეტესობა ერთნაირად წითელია. ეს ყველაფერი ჟანგმიწის დამსახურებაა, რომელიც ხსნარს უნდა დაუმატოთ. ეს კომპონენტი მხატვრების მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ. ძალიან ცოტა დაგჭირდებათ, ამიტომაც იაფ ნატურალურ საღებავად ითვლება.

7. კომპონენტებს კარგად აურიეთ, რომ წყალში გაიხსნას. ახლა საშუალება, რომელიც ფინურ სახლებს ობისგან იცავს, შეგიძლიათ წაუსვათ იმ ზედაპირებს, რომლის დაცვაც გსურთ.

როგორც ხედავთ, ამ ხსნარის მომზადება მარტივია. ამ საშუალებით თქვენი შენობა საიმედოდ იქნება დაცული ისევე, როგორც ფინური სახლები. უდავოდ, მათი გამოცდილება დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ სახლი კარგ მდგომარეობაში, ნებისმიერი ამინდის პირობებში. აუცილებლად სცადეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს