პოლიციელებმა 11 წლის გოგონას სახელით სოც.ქსელი გახსნეს, 45 წლის წინანდელი საქმის გასახსნელად

0
657

ცსამწუხაროდ, დანაშაულთა გარკვეული და საკმაოდ დიდი პროცენტი გაუსნელი რჩება, თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ, წლებთან ერთად, ეს ციფრი შეუჩერებლად მცირდება, რადგან პოლიციის განკარგულებაში სულ უფრო მეტი და სასარგებლო ტექნოლოგია ჩნდება, დამნაშავეთა საძებნელად.

და, დროთა განმავლობაში, ახალი ტექნოლოგიები ძველი დახურული საქმეების გახსნაში გვეხმარება. ასე იფიქრეს ნიუპორტ ბიჩის პოიციელებმაც და ხელი მოჰკიდეს 45 წლის წინანდელ საქმეს, როცა 7 ივლისს 11 წლის ლინდა ო’კიფი მოკლეს. მკვლელი აქამდე ვერ იპოვეს.

-“გამარჯობა, მე ლინდა ო’კიფი (ან ლინდა ენ ო’კიფი, თუ არ გინდათ, რომ დედაჩემში აგერიოთ) ვარ. 45 წლის წინ, ამ დღეს, მე ნიუპორტში დავიკარგე. მე მომკლეს, ჩემი სხეული კი მდინარის პირას იპოვეს. ჩემი მკვლელი ვერ იპოვეს. დღეს ვაპირებ, მთელ ჩემს ისტორიას მოგიყვეთ.” – ასეთი შეტყობინება გაჩნდა ნიუპორტ ბიჩის პოლიციის გვერდზე.

მოკლე თვითებში, გოგონას სახელით, პოლიციელები იმ დღის მოვლენებს წერდნენ. დილით გაღვიძებულმა ლინდამ ცისფერყვავილებიანი კაბა აირჩია ისაუზმა და საგაზაფხულო მუსიკალურ სკოლაში წავიდა. ეს მისი ბოლო დილა იყო.

-“მე მიყვარს ფორტეპიანოზე დაკვრა. სანამ ფორტეპიანოს გაკვეთილებზე დავიწყებდი სიარულს, ორღნის სტუდიაში მინდოდა წასვლა, ჰამონდში, იქ კი ორგანსა და ფორტეპიანოზე დაკვრა უნდა მესწავლა. კიდევ, მიყვარს ხატვა და ხელსაქმე. დედაჩემი მეუბნება, რომ ხელოვანი ვარ.”

-“მე მორცხვს მიწოდებენ, ხოლო მშობლები კი მეუბნებიან, რომ მე მგრძნობიარე ვარ. ეს იმას ნიშნავს, რომ ტირილს მარტივად ვიწყებ.”

თვითმხილველი ჯანინი ამტკიცებდა, რომ იმ დღეს ლინდა სკოლის შორიახლოს დაინახა. მის გვერდით იდგა ფურგონი, რომლის მძღოლიც გოგონას ელაპარაკებოდა. ჯანინს ეს საეჭვოდ მოეჩვენა და მოშორებით გაჩერდა, მანქანის ნომერი რომ დამახსოვრებინა, როცა იგი გვერდით ჩაუვლიდა. თუმცა, ფურგონი სხვა მიმართულებით წავიდა, სავარაუდოდ, ლინდასთან ერთად.

-“მან არ იცის, რომ მეორე დილით მე მკვდარი ვიქნები. რომ მისი სახლიდან რამდენიმე იარდის დაშორებით მიპოვიან.” – ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა გაიგონა ყვირილი შუაღამისკენ, მისი სიტყვებით, ვიღაც ითხოვდა, რომ მისთვის არაფერი დაეშავებინათ. თუმცა, ქალმა ამას ყურადღება არ მიაქცია, რადგან გოგონას გაუჩინარების შესახებ არაფერი იცოდა.

დილით გოგონას სხეული ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ვაჟთან ერთად იპოვა. გაგუდული გვამი პლაჟზე, ბუჩქებში ესვენა. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, ექსპერტებმა შეძლეს მკვლელის გარეგნობის აღდგენა, დნმ-ის გამოყენებით, რაც საქმის განახლების მიზეზად იქცა.

-“ესაა მცდელობა, ავუჩუყოთ გული მათ, ვინც ეს საქმე დიდი ხნის წინ დაივიწყა. ჩვენ ვთვლით, რომ ლინდა იმსახურებს ხსოვნას.” – ხსნის ამ მიდგომას ნიუპორტ ბიჩის პოლიციის დეპარტამენტის პრეს-მდივანი, ჯენიფერ მანზელა.

ახლა მთელი მსოფლიო დაძაბული ადევნებს თვალ-ყურს ამ პროფილს იმ იმედით, რომ მკვლელს იპოვიან. უკვე ბევრმა მედია-საშუალებამ გაავრცელა მკვლელის პორტრეტი. დარწმუნებული არავინაა, თუ რამდენად გამართლებულია ასეთი გულისამაჩუყებელი მიდგომა, თუმცა ორ რამეში პოლიცია სავსებით მართალია: ლინდას დავიწყება არ შეიძლება და მკვლელი აუცილებლად უნდა დაისაჯოს.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი