მიხაკის სარგებელი სახის კანისთვის

7

ცხოვრების თანამედროვე ტემპის გამო, სახის კანი ხშირად ზარალდება მუდმივი სტრესის და ძილის ნაკლებობის გამო. ბევრ გოგონას ახალგაზრდობაშივე უჩნდება სახის მიმიკური ნაოჭები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ადრე დაიწყოთ სახის დაბერების საწინააღმდეგო მოვლა. სალონური სილამაზის პროცედურების გარდა, შეგიძლიათ მიმართოთ სახის ვარჯიშებს ან მოამზადოთ სპეციალური სახამებლის ნიღაბი ბოტოქსის ეფექტით. ასევე, უდავო ფაქტია, მიხაკის სარგებელი კანისთვის. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გეტყვით, თუ როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ იგი.

მიხაკის სარგებელი დაბერების საწინააღმდეგო მოვლისთვის

ჩვენთვის ნაცნობი სანელებელი, სინამდვილეში, ხშირად გამოიყენება კოსმეტიკაში. კორეელ მწარმოებლებს განსაკუთრებით მოსწონთ ამ ელემენტის დამატება კრემებსა და სკრაბებში. და ეს არა მხოლოდ სასიამოვნო სუნის გამო. როგორც აქტიური კომპონენტი, მიხაკი კარგად აშორებს კანის მკვდარ უჯრედებს და აუმჯობესებს სახის ფერს.

როგორ გავაკეთოთ მიხაკის სკრაბი სახლში

დაგჭირდებათ

  • 1 მუჭა მიხაკი;
  • 1 ს.კ. წყალი;
  • 2 ს.კ. შაქარი;
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი.

მომზადება

1. პირველ რიგში, მიხაკი აქციეთ ფხვნილად. ეს შეიძლება გაკეთდეს ჩვეულებრივი ყავის საფქვავის ან ელექტრო საფქვავის გამოყენებით.

2. შემდეგ ფხვნილი ჩაყარეთ პატარა ქვაბში, დაამატეთ წყალი და ადუღეთ საშუალო ცეცხლზე – 10 წუთის განმავლობაში. მიღებული მასა გადაწურეთ საცერში ან მარლაში.

3. ამის შემდეგ შეურიეთ ყველა ინგრედიენტი პატარა კონტეინერში. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. უმჯობესია შეინახოთ ეს სკრაბი მაცივარში. გირჩევთ, გამოიყენოთ არა უმეტეს კვირაში 2-ჯერ. წაისვით ნატურალური პროდუქტი სახის და კისრის გაწმენდილ კანზე, მსუბუქად შეიზილეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

მიხაკის სარგებელი ნაოჭების მოსაშორებლად: კრემის რეცეპტი

დაგჭირდებათ

  • 2 ს.კ. სელის თესლი;
  • 1 ს.კ. წყალი;
  • 4 ს.კ. გაჯერებული მიხაკის ნაყენი;
  • 1 ს.კ. ქოქოსის ზეთი;
  • 1 ს.კ. ალოე ვერას გელი.

როგორ მოვამზადოთ

1. პირველ რიგში, მოხარშეთ სელის თესლი – 15 წუთის განმავლობაში. როდესაც ნარევი გახდება წებოვანი და ბლანტი კონსისტენციის, მიხვდებით, რომ მზად არის. მოხარშული სელი გადაწურეთ მარლაში, რომ გელი გამეყოს.

2. შეურიეთ ყველა აქტიური ინგრედიენტი მინის ჭურჭელში. ასეთი შინაურული საშუალების კონსისტენცია იქნება მაღაზიაში ნაყიდი კრემის მსგავსი.

3. გამოყენების წესი: წაისვით პროდუქტის თხელი ფენა და მსუბუქად შეიზილეთ. გაიჩერეთ კრემი კანზე 30 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. მიხაკის კრემი შეინახეთ შუშის ქილაში, მჭიდროდ დახურული თავსახურით, არა უმეტეს ერთი კვირის განმავლობაში. კონსერვანტების ნაკლებობის გამო ის დაკარგავს თავის თვისებებს და გაფუჭდება. უმჯობესია შეინახოთ პროდუქტი მაცივარში.

ეჭვგარეშეა, რომ მიხაკის სარგებელი გააუმჯობესებს თქვენი კანის მდგომარეობას. როგორც ხედავთ, ამ კომპონენტის შემცველი ეფექტური საშუალებების მომზადება ძალიან მარტივია. სცადეთ დაბერების საწინააღმდეგო კრემი და ამქერცლავი სკრაბი მიხაკით, რათა თავად დარწმუნდეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს