6 მეთოდი, როგორ გაარჩიოთ ორიგინალი სუნამო ყალბისგან

3

სუნამოს გაყალბება საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. კონტროლის მიუხედავად, ყალბი ნიმუშები ხვდება ცნობილი კოსმეტიკური მაღაზიების თაროებზეც. ამავდროულად, ყალბი სუნამო ბრენდის ნამდვილ პროდუქტზე იაფი არ ღირს. ხშირად სუნამოს და ტუალეტის წყალს ირჩევენ სასაჩუქრედ, ამიტომ არავის უნდა ვინმეს ყალბი სუნამო აჩუქოს. „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ გაარჩიოთ ყალბი სუნამო ორიგინალისგან, რომ არ დაუშვათ შეცდომა შეძენისას.

მეთოდები, როგორ გაარჩიოთ ყალბი ორიგინალისგან

1. ცელოფნის შეფუთვა

როგორც წესი, სუნამოს მუყაოს შეფუთვა დამატებით ცელოფნით დაცულია. ყურადღება მიაქციეთ, როგორ არის დამაგრებული გარე შეფუთვა. ნამდვილი პარფიუმის შეფუთვაზე მასალა ყუთზე მჭიდროდ მიმაგრებულია. უფრო მეტიც, ბრენდები ცელოფნის დასამაგრებლად თერმულ მეთოდს იყენებენ და არა ჩვეულებრივ წებოს. მასალა სქელი არ უნდა იყოს.

2. მუყაოს შეფუთვა

დიზაინის მიუხედავად, ცნობილი მწარმოებლები არასდროს იყენებენ იაფ მუყაოს ყუთისთვის. ის უნდა იყოს სასიამოვნო ხელშესახები და ფორმას კარგად ინარჩუნებდეს. თუ შეფუთვა ხორკლიანი და გახეხილია, სუნამოს ავთენტურობაზე დაფიქრდით. ყურადღება მიაქციეთ ყველა წარწერას ყუთზე. ბრენდები ერთ შეცდომასაც არ დაუშვებენ თავიანთი პროდუქტის დასახელებაში. მითითებული უნდა იყოს მწარმოებელი ქვეყანა, ბოთლის მოცულობა, ვარგისიანობის ვადა და პროდუქტის შემადგენლობა.

3. ნიშანი

ნებისმიერ სავაჭრო საქონელზე ბევრი ნიშანი შეგიძლიათ ნახოთ. სუნამო გამონაკლისი არ არის. უფრო მეტიც, ამ ნიშნების ამოცნობა ერთ-ერთი მეთოდია, რომ ყალბი სუნამო ორიგინალისგან გაარჩიოთ. შეფუთვაზე აუცილებლად უნდა იყოს.

  • გადამუშავების ნიშანი (recycling). ყალბ სუნამოზე ის უხარისხოდ განთავსებულია ან საერთოდ არ არის. ყურადღება მიაქციეთ მის კონტურებს, მკაფიოდ უნდა იყოს მოხაზული.

  • შტრიხკოდი. სინამდვილეში, ეს ზოლები საჭიროა არა მხოლოდ მოლარისთვის, რომელიც გაატარებს თქვენს შენაძენს. თავადაც დამოუკიდებლად შეგიძლიათ დაასკანეროთ. ამისთვის შტრიხკოდის წამკითხველი აპლიკაცია ჩამოტვირთეთ. ასე მიიღებთ ინფორმაციას საქონლის წარმოების ადგილის შესახებ. თუ აპლიკაციიდან მიღებული ინფორმაცია შეფუთვაზე მითითებულს ემთხვევა, ეს ავთენტურობის ერთ-ერთი ნიშანია.
  • თითოეულ შეფუთვას აქვს დამატებითი კოდი, რომელიც დუბლირებულია ფლაკონზე სტიკერის სახით. თუ სუნამო ორიგინალია, აუცილებლად უნდა ემთხვეოდეს.

4. უსაფრთხოების კონსტრუქცია

ყველა მწარმოებელი მუყაოს შეფუთვაში დამატებით კონსტრუქციას ათავსებს. ის საჭიროა, რომ ფლაკონი არ დაზიანდეს გადაზიდვისას. ყალბი სუნამოს მწარმოებლები ასეთი ხარჯით თავს არ იწუხებენ.

5. სუნამოს ფერი

უმეტეს შემთხვევაში, სუნამოს ძალიან ღია ფერში არ ღებავენ. როგორც წესი, მსუბუქი შეფერილობა აქვს. საღებავების დიდმა კონცენტრაციამ ტანსაცმელზე ლაქები შეიძლება დატოვოს. ზედმეტად ფერადი სუნამო ეჭვს უნდა იწვევდეს.

6. ბოთლი და თავსახური

ეფექტური მეთოდი, როგორ გაარჩიოთ ყალბი ორიგინალისგან, დააკვირდით მის სიმეტრიას. თავსახურის და ბოთლის მრუდე ხაზები, არასწორად დაკრული ეტიკეტი ყალბ სუნამოს ააშკარავებს. ბრენდები მკაცრად აკონტროლებენ არა მხოლოდ სუნამოს ხარისხს, არამედ მის გარეგნობას. ეს მათი მარკეტინგული სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომ ასეთ შეცდომებს არასოდეს დაუშვებენ.

როგორც ხედავთ, რამდენიმე მეთოდი არსებობს, როგორ გაარჩიოთ ყალბი სუნამო ორიგინალისგან. მთავარია, დეტალებს დააკვირდეთ. ამ რჩევების გათვალისწინებით ყალბ პროდუქტს აღარ შეიძენთ. იგივე წესი სხვა პროდუქტებზეც ვრცელდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს