მარტივი მეთოდი, როგორ დაარბილოთ ფეხსაცმელი, რომ კანი არ გაგიხეხოთ

27

ალბათ, ყველა ქალისთვის ნაცნობია სიტუაცია, როცა ახალმა ფეხსაცმელმა კანი ისე გადაუტყავა, რომ მზადაა, ფეხსაცმელი გაიხადოს და შუა ქუჩაში ფეხშიშველმა გაიაროს. შემდეგ ბევრი ქალი ატირებული აგრძელებს ლამაზი ფეხსაცმლის ტარებას იმ იმედით, რომ ყველაფერი გაივლის. მაგრამ ახალი ჭრილობები ისევ ჩნდება. რა ვქნათ, გადავაგდოთ ძვირადღირებული ფეხსაცმელი? არ იჩქაროთ. „პაპარაცი“ გასწავლით, როგორ დაარბილოთ ფეხსაცმელი ისე, რომ კანი აღარ აგაძროთ.

მარტივი მეთოდი ფეხსაცმლის დასარბილებლად

ადრე თითქმის ყველა ჩანთაში ლეიკოპლასტირის შეკვრას ვინახავდი. ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო, რადგან ნებისმიერი ფეხსაცმელი კანს მიტყავებდა. რაღაც ახლის ყიდვა ყოველთვის მაშინებდა, რადგან ვიცოდი, რომ ამ ტანჯვის ატანა მომიწევდა. განსაკუთრებული პრობლემური ადგილი ჩემთვის იყო ქუსლის ზემოთ. ფეხსაცმლის ან ჩექმის ტარებიდან 1 საათში სიწითლე და უსიამოვნო შეგრძნება ჩნდებოდა. დღის ბოლოს ფეხსაცმლის საქუსარი მტკივნეულ კოჟრს ხეხავდა. კიდევ რამდენიმე დღე ვერაფერს ვიცვამდი, რბილი ბოტასის გარდა.

ასე გაგრძელდა იმ დრომდე, სანამ დეიდაჩემმა არ მირჩია ერთი საინტერესო მეთოდი ფეხსაცმლის დასარბილებლად. ერთ დროს თავადაც იტანჯებოდა მსგავსი პრობლემით, მაგრამ ამ ხრიკმა სიტუაცია შეცვალა. პირადად უკვე გამოვცადე.

რა უნდა გააკეთოთ, რომ ფეხსაცმლის საქუსარი დარბილდეს

ნებისმიერი ფეხსაცმლის მყარი საქუსარის პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ აბუსალათინის ზეთი და რამდენიმე მარტივი მოქმედება.

1. პირველ რიგში, აბუსალათინის ზეთი ოდნავ შეათბეთ. ფეხსაცმლის საქუსარის დარბილება ოთახის ტემპერატურის ზეთითაც შეგიძლიათ, მაგრამ ასე ეფექტის სანახავად ლოდინი დიდხანს მოგიწევთ.

2. ზეთი წაუსვით იმ ადგილებში, სადაც ფეხს ყველაზე მეტად გტკენთ, ფეხსაცმლის შიდა მხარეს. ფრთხილად იმოქმედეთ და ძალიან ცოტა ზეთი გამოიყენეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი ზეთი შეიძლება გარეთ გამოვიდეს და ლაქა დატოვოს. ძირითადად, ეს ზამშის და ქსოვილის ნაწარმს ეხება. ტყავის ფეხსაცმელზე ასეთი რამ იშვიათად ხდება.

3. აბუსალათინის ზეთის წასმის შემდეგ ფეხსაცმელი პარკში მოათავსეთ და შეკარით. რამდენიმე საათი სითბოში გააჩერეთ, რომ საშუალებამ იმოქმედოს. შემდეგ ქაღალდი გადაუსვით ზეთიან ადგილებს, რომ ნარჩენები მოაშოროთ. ახლა ეს ადგილები ხელით კარგად დაზილეთ. მზადაა!

დარწმუნებული ვართ, ამ მეთოდის გამოყენების შემდეგ შეძლებთ ჩაიცვათ საყვარელი ფეხსაცმელი, რომელიც აქამდე დისკომფორტს გიქმნიდათ. თქვენი ფეხები მუდმივი ჭრილობით და გაღიზიანებით აღარ შეწუხდება. ამ ხრიკით კარგად დაზოგვასაც შეძლებთ, რადგან არ მოგიწევთ ფეხსაცმლის დამარბილებელი სპეციალური კრემის შეძენა, რომელიც იშვიათად არის ეფექტური. აბუსალათინის ზეთი ძალიან იაფია, მის შეძენას ნებისმიერ აფთიაქში შეძლებთ, არ იწვევს ალერგიას და გაღიზიანებას. ამ ამოცანისთვის იდეალურ საშუალებად ითვლება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს