ხრიკი, როგორ შეინახოთ მინის ქილები – დაზოგავთ დროს და ადგილს

389

კონსერვების სეზონი დასასრულს უახლოვდება. ბევრმა დიასახლისმა უკვე მოასწრო პომიდვრის, კიტრის და სხვა სახის კონსერვების მომზადება ზამთრისთვის. ნათელია, რომ მზა კონსერვებს მაცივარში ან სარდაფში ვინახავთ. ჩნდება კითხვა: როგორ შევინახოთ გამოუყენებელი მინის ქილები? თუ სამზარეულოში დატოვებთ ან უბრალოდ აივანზე გაიტანთ, მუდმივად ხელს შეგიშლით. “პაპარაცი” გასწავლით მეთოდს, რომელიც ქილების შენახვას უფრო მოსახერხებელს გახდის. გიამბობთ, რა გჭირდებათ ამისთვის.

ხრიკი, როგორ შეინახოთ მინის ქილები

წელს სერიოზულად განვეწყვე კონსერვების მომზადებისთვის. ბაზარში ვიყიდე რამდენიმე ქილა, რომ ყველაფრისთვის საკმარისი მქონოდა. მაგრამ დროის უქონლობის გამო იმდენი კონსერვი ვერ მოვამზადე, რამდენსაც ვგეგმავდი. ჯერ ზედმეტი ქილები აივანზე შევინახე, მაგრამ მუდმივად ხელს მიშლიდა. ამ ქილების რამდენჯერმე გადაწევა მიწევდა, რომ თაროდან რაიმე ამეღო. სამზარეულოშიც თავისუფალი ადგილი ვერ ვიპოვე.

მეზობელს ვკითხე, რას უხერხებს ქილებს, რომლებიც კონსერვების მომზადების შემდეგ დარჩა. თურმე მოიგონა მოსახერხებელი მეთოდი მინის ქილების შესანახად. სახლში ყოველთვის წესრიგი აქვს, ხელს არ უშლის და მცირე ადგილს იკავებს. გარდა ამისა, მომავალ წელს ტონა მტვრის ჩამორეცხვა არ უწევს. დაგჭირდებათ მხოლოდ ერთი რულონი შესაფუთი პარკი.

მოქმედების წესი:

1. პირველ რიგში, ქილები შესაფუთად მოამზადეთ. მინის ქილები კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ, რომ ზედმეტი ტენი არ ჰქონდეს.

2. თითოეული ქილა 2-3 ფენა პარკით შეფუთეთ. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ქილები ერთმანეთს არ შეეჯახოს და იკაკუნოს. ასე ქილებზე მცირე ბზარებს და დაზიანებას თავიდან აიცილებთ.

3. ამის შემდეგ ქილები ერთმანეთთან შეაერთეთ და პარკით შეახვიეთ. ერთ შეკვრაში 6-9 ქილა მოათავსეთ.

4. შეკრული ქილები გაშლილ შესაფუთ პარკზე მოათავსეთ და მთლიანად შემოახვიეთ ისე, რომ ქილის პირები დაიხუროს.

5. შეფუთული ქილები მოათავსეთ შესაფერის ადგილას, მაგალითად, კარადაში. ვერტიკალურად დადეთ, რომ კარადაში უფრო მეტის შენახვა შეძლოთ.

როგორც ხედავთ, სულაც არ არის რთული, ქილების შენახვა უფრო მოსახერხებელი გახადოთ. ქილები უსაფრთხოდ იქნება. არანაირი ტენი და ჭუჭყი მასში არ მოხვდება, ანუ გამოყენებამდე ხელახლა გარეცხვა არ მოგიწევთ. უდავოდ, ასე დაზოგავთ დროს და ძალას. ქილების შენახვის ეს ხრიკი აუცილებლად გამოიყენეთ.