დიდი ალბათობით, რემონტის ყველაზე უსიამოვნო ფაქტორი რთულად მოსაძიებელი თანხაა. ყველაზე ხშირად, ამ შემთხვევაში ადამიანები წელავენ რემონტს, თუმცა, არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც მზად არიან გმირობისთვის და ბინძურ სამუშაოებს საკუთარი ხელებით აკეთებენ.
იტალიელ წყვილს ჰქონდა რთული მისია – სამზარეულოს გარემონტება: ფანჯრიდან შესანიშნავი ხედი იყო, თუმცა ინტერიერის დიზაინი დაძველდა, ზოგიერთ ადგილას კი ოთახი სულაც ინგრეოდა. წყვილს, საკმარისი ფული არ ჰქონდა ამისთვის, ამიტომ გადაწყვიტეს, ოსტატებისთვის მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში მიემართათ.
რემონტი აივნიდან დაიწყო. უზარმაზარი და მოუხერხებელი აივნის ჩარჩო თანამედროვე მინაპაკეტით შეიცვალა – ასე წყვილმა უზრუნველყო სახლში დღის შუქის შემოსვლა და ფანჯრიდან შესანიშნავი ხედის ხელმისაწვდომობა. სხვათა შორის, სწორედ ამ შენაძენმა წაიღო რემონტისთვის განკუთვნილი ფულის დიდი ნაწილი, ამიტომ წყვილი იძულებული გახდა, თანხა უფრო მეტად დაეზოგა.
აივნის ჩარჩოს დემონტაჟის შემდეგ, კედელში უშნო ჭრილი გაჩნდა, რომელიც მოგვიანებით დეკორატიული პანელებით დაიფარა. ასევე, მეუღლეებმა განაახლეს საღებავი ჭერზე, ხოლო კედლის უგემოვნო ფილა ელეგანტურ თეთრად შეღებეს.
ეკონომია იატაკის გადაკეთებაზეც გააკეთეს. ძველი ფილა არ დაანგრიეს – უსწორმასწორო ზედაპირი სპეციალური ხსნარით გაათანაბრეს და ზემოდან პვქ-ფენით დაფარეს.
ეკონომია ვერ გაკეთდა ნიჟრის შეძენისას – ძველი ზომებში არ ჯდებოდა, ამიტომ მეუღლეებმა მინიმალისტური ნიჟარა იყიდეს. მეორედ, ექსპერტებს მიმართეს მაგიდის ზედაპირის, გაზისა და წყლის სადენების დამონტაჟების მიზნით.
სამზარეულოს წინსაფარი მდიდრულ წითელ ფერში გადაწყდა, ადგილებში ინდივიდუალური მწარმოებლის მკვეთრი საფარია, რომელსაც მატყუარა მოცულობითობა აქვს. ძველი კარადები არ შეუცვლიათ: წყვილმა მხოლოდ სახელურები შეცვალა, რამაც მათი იერი განაახლა.
საკმაოდ საინტერესო იყო ონკნის გადაკეთებაც. ახალი პირი წყლის ნაკადის რეგულირების საშუალებას იძლევა, რაც ეკონომიას ხელს უწყობს. მეტიც, ასე ჭურჭლის რეცხვა უფრო მოსახერხებელია.
ბოლო შტრიხი მაგიდის სურათი იყო. თბილი კუთხე კი ერთგულ მეგობარს დაუთმეს. წყვილი რემონტით კმაყოფილია, იმის გათვალისწინებით, რომ მისი ბიუჯეტი სახარბიელო ნამდვილად არ ყოფილა.
თქვენ გააკეთებდით ასეთ რემონტს საკუთარი ხელით?