გულძმარვის საწინააღმდეგო ხალხური საშუალებები. 6 დადასტურებული რეცეპტი

763

გემრიელი კერძების მოყვარულებს, გულძმარვამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაუფუჭოს შთაბეჭდილება სხვადასხვა კერძზე. ეს შეგრძნება ძნელია აგვერიოს სხვა რამეში: წვის შეგრძნება გულმკერდის არეში საყლაპავის გასწვრივ, რომელიც არ გაძლევს უფლებას სხვა რამეზე იფიქრო. და თუ ეს პრობლემა ხშირად გაწუხებთ, მაშინ აუცილებლად უნდა მოძებნოთ მიზეზი. ამავდროულად, გულძმარვის ხალხური საშუალებები აფთიაქის საშუალებებზე არანაკლებ ეფექტურია.

 

მე გულძმარვა მაწუხებდა ბევრი ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ. დიდხანს ვიტანჯებოდი, სანამ ჩემმა მეზობელმა, რომელიც მედდად მუშაობს, არ გამანდო რამდენიმე საიდუმლო. აღმოჩნდა, რომ არ არის საჭირო აბების მიღება, რომ თავი უკეთ იგრძნოთ. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გეტყვით, როგორ უნდა მოიქცეთ.

გულძმარვის საწინააღმდეგო დროში გამოცდილი ხალხური საშუალებები

გულძმარვა მაშინ იჩენს თავს, როდესაც მჟავა, კუჭის წვენის სახით, აღწევს საყლაპავის ლორწოვან გარსს. მიზეზი კუჭისა და საყლაპავი მილის დამაკავშირებელი სფინქტერის არასრულად დახურვაშია. გარდა ამისა, საყლაპავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება შეიძლება გამოიწვიოს ნივთიერებების შეღწევამ თორმეტგოჯა ნაწლავიდან. გულძმარვა შესაძლოა სხვა პრობლემებზეც მიუთითებდეს: წყლულები, გასტრიტი, თიაქარი, კუჭის კიბო და სხვა.

ამ პრობლემების მიზეზი შეიძლება იყოს ჩვენივე საკუთარი შეცდომები ჩვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

  • ჭამა ძილის წინ.
  • ზედმეტად ცხელი ჩაის ან ყავის დალევა.
  • მომატებული მჟავიანობა.
  • ძლიერი მედიკამენტების მიღება.
  • ალკოჰოლის ხშირი გამოყენება.
  • მოწევა.
  • ცხიმიანი და შემწვარი საკვების მიღება.
  • მუდმივი სტრესი.
  • ორსულობა.
  • მჭიდრო ტანსაცმელი, რომელიც აწვება კუჭს.

თუ დისკომფორტი ერთ-ერთმა ზემოხსენებულმა მიზეზმა გამოიწვია, შეგიძლიათ თავად შეამსუბუქოთ მდგომარეობა. დაამატეთ შედარებით მსუბუქი კერძები თქვენს რაციონს, არ ივარჯიშოთ ჭამის შემდეგ, შეწყვიტეთ მოწევა და შეამცირეთ ალკოჰოლის მიღება. თუ გულძმარვა არ გაქრება, მიმართეთ ტრადიციულ მეთოდებს.

პიტნის ჩაი

1 ჩ.კ. ხმელ პიტნას დაასხით ჭიქა მდუღარე წყალი. დააყოვნეთ ჩაი 10-15 წუთის განმავლობაში. ეს სასმელი არა მხოლოდ გულძმარვის თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს, არამედ დამამშვიდებელი ეფექტიც ექნება.

ვაშლის ძმარი

ამ მეთოდის მთავარი პირობაა მხოლოდ ვაშლის ძმრის გამოყენება. ნებისმიერი სხვა ტიპის ძმრის ან ძმრის ესენციის გამოყენებამ შეიძლება მხოლოდ გააუარესოს პრობლემა. 2 ჩ.კ. ვაშლის ძმარი დაამატეთ 1 ჭიქა წყალში. ეს სასმელი ააქტიურებს კუჭის წვენის გამომუშავებას, რაც გააუმჯობესებს მდგომარეობას.

რძე

თუ არ გაქვთ ლაქტოზას აუტანლობა, შეგიძლიათ გამოიყენოთ რძე, როგორც ხალხური საშუალება გულძმარვის დროს. შემადგენლობაში შემავალი ცილის წყალობით, რძე საყლაპავის კედლებიდან ჩამორეცხავს მჟავას და შეამსუბუქებს ზოგად მდგომარეობას.

სცადეთ ასევე რძის მიღება იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

ალოეს წვენი

ყველამ ვიცით, რომ ალოეს წვენს ამატებენ თმისა და კანის მრავალ კოსმეტიკურ პროდუქტში. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ სასწაულებრივ კომპონენტს გულძმარვის შემსუბუქებაც შეუძლია. ალოეს წვენი ხსნის კუჭის წვენის ლორწოვან გარსში მოხვედრით გამოწვეულ ანთებას.

ალოეს ფოთოლს გააცალეთ კანი და დააქუცმაცეთ ჩანგლით ან ბლენდერით. დაასხით 200 მლ წყალი და მიიღეთ უსიამოვნო შეგრძნებების გაჩენისას.

ჯანჯაფილი

გახეხეთ ჯანჯაფილი და გამოწურეთ 1 ჩაის კოვზი ჯანჯაფილის წვენი. წვენს დაასხით 200 მლ წყალი და დალიეთ, თუ უკვე შეგაწუხათ გულძმარვამ.

პროფილაქტიკისთვის შეგიძლიათ დალიოთ ჯანჯაფილის ნაყენი. მის მოსამზადებლად 2 ჩ.კ. დაფქულ ჯანჯაფილს დაასხით 1,5 ს.კ. მდუღარე წყალი და დააყოვნეთ 2 საათის განმავლობაში. მიიღეთ ამ ინფუზიის 50 მლ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 3-ჯერ დღეში. რამდენიმე დღე საკმარისია იმისთვის, რომ გულძმარვამ დაგტოვოთ და აღარ დაბრუნდეს.

სოდა

გულძმარვისგან თავის დასაღწევად ყველაზე მარტივი და პოპულარული მეთოდია – საცხობი სოდის გამოყენება. თუმცა, ამ საშუალების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მოზრდილებში. 1 ჩ.კ. სოდას დაასხით 0,5 ჭიქა თბილი წყალი. ეს ხსნარი უნდა დალიოთ და შემდეგ წამოწვეთ 20 წუთის განმავლობაში.

თვალყური ადევნეთ თქვენს ჯანმრთელობას, თუ გულძმარვის ხალხური საშუალებები არ მოგცემთ შედეგს, მაშინ არ უნდა გადადოთ ექიმთან მისვლა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს