დროთა განმავლობაში ყველაზე ლამაზი ფარდაც გვბეზრდება. ინტერიერის განახლების და ახალი ფარდის შეძენა გვინდა, მაგრამ სად წავიღოთ ძველი ფარდა? რა თქმა უნდა, კარგი ქსოვილის გადაგდება დასანანია. „პაპარაცი“ გიზიარებთ შესანიშნავ იდეას, როგორ შეკეროთ ხალიჩა ძველი ნივთებისგან. ამ მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ იგივე მობეზრებული ფარდა.
ხალიჩა ძველი ფარდისგან
ინსტრუმენტები:
- ძველი ფარდები (სასურველია, ორი ფერის იყოს)
- მაკრატელი
- ქინძისთავები
- ატლასის ლენტი
- უთო
- საკერავი მანქანა
მოქმედების წესი:
1. პირველ რიგში, ერთი ფარდა ზოლებად დაჭერით. ზოლების სიგრძე 65 სმ და სიგანე 10 სმ უნდა იყოს. თუ გინდა უფრო დიდი ხალიჩის შეკერვა, ზომა გაზარდეთ პროპორციების დაცვით.
2. მიღებული ზოლების კიდეები შიგნით გადაკეცეთ და ქინძისთავებით დაამაგრეთ. შემდეგ საკერავ მანქანაზე კიდეები გაკერეთ. მზა ზოლები აუცილებლად დააუთოვეთ, რომ ფორმა უკეთ შეინარჩუნოს. ეს საჭიროა ხალიჩის შემდგომი შექმნისთვის.
3. ფარდის ზოლები ერთი მხრიდან ლენტზე დაამაგრეთ ქინძისთავებით. შემდეგ გაკერეთ.
4. როცა ხალიჩის შექმნის პირველი ნაწილი დასრულდება, სხვა ფერის ფარდაზე გადადით. ზოლებად დაჭერით. მისი ზომა ოდნავ მცირეა – 52X10 სმ. გაიმეორეთ ყველა მანიპულაცია, როგორც პირველი ფარდის ზოლების შემთხვევაში: გადაკეცილი კიდეები გაკერეთ და დააუთოვეთ.
5. ახლა ორივე ფერის ზოლები შეაერთეთ, ერთმანეთში გაატარეთ ჭადრაკისებურად.
6. ზოლები ქინძისთავებით დაამაგრეთ და ისევ გაკერეთ საკერავ მანქანაზე. ეს აუცილებელია, რომ ხალიჩამ ფორმა შეინარჩუნოს და არ დაიშალოს. ზედმეტი ნაჭერი მაკრატლით მოაჭერით.
7. მას შემდეგ, რაც ზოლების წნული მზად იქნება, ფარდის ნაწარმს კიდეების გასწვრივ ატლასის ლენტი მიაკერეთ. ხალიჩა ძველი ნივთებისგან მზადაა! უკვე შეგიძლიათ დააფინოთ შემოსასვლელში ან სააბაზანო ოთახში.
როგორც ხედავთ, ძველი ნივთებისგან ხალიჩის შეკერვა სულაც არ არის რთული. მცირე შეუპოვრობით და ძალისხმევით უსარგებლო ფარდა სასარგებლო ნივთად გადაიქცევა. ვიმედოვნებთ, ეს მეთოდი მოგეწონათ.