დეტალური ინსტრუქცია, როგორ გარეცხოთ საბანი სარეცხ მანქანაში 

583

თეთრეულის რეცხვა საკმაოდ მარტივი ამოცანაა. ყველამ იცის, როგორ გააკეთოს ეს სწორად. აი, საბნის რეცხვისას პრობლემები იწყება. „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ გარეცხოთ საბანი სარეცხ მანქანაში.

როგორ გავრეცხოთ საბანი სარეცხ მანქანაში ისე, რომ არ გაფუჭდეს?

ბევრისთვის საბნის რეცხვა საიდუმლოდ რჩება. სარეცხ მანქანაში მისი გარეცხვა, როგორც ქურთუკის შემთხვევაში, სარისკოა. თუ რეჟიმს არასწორად შეარჩევთ, ნივთი უბრალოდ გაფუჭდება, ბუმბული ან სხვა შემავსებელი ერთად შეგროვდება. ამის გამოსწორება ძალიან რთულია. და მაინც, ასეთი წმენდის რეგულარულად ჩატარება მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება გაჩნდეს საწოლის ტკიპა, გამრავლდეს ბაქტერიები. უდავოდ, ეს აისახება ადამიანის სხეულზე ალერგიის და გაღიზიანების სახით. საბნის რეცხვისას რამდენიმე ნიუანსი უნდა გაითვალისწინოთ. სამრეცხაოს თანამშრომელმა მასწავლა, როგორ გავრეცხო საბანი სარეცხ მანქანაში. რამდენიმე მარტივი წესი უსიამოვნო შედეგებს თავიდან აგაცილებთ.

დეტალური ინსტრუქცია, როგორ გარეცხოთ საბანი სარეცხ მანქანაში

1. სანამ რეცხვას დაიწყებთ, გაითვალისწინეთ თქვენი სარეცხი მანქანის ზომა და ტევადობა. რეცხვა შეუძლებელია, თუ თუ საბანი იმაზე მძიმეა, ვიდრე ტექნიკას შეუძლია გაუძლოს. ეს პუნქტი დეტალურად გადაამოწმეთ ეტიკეტზე. როგორც წესი, საბნების უმეტესობა 3-4 კგ-ზე მეტს არ იწონის. ასე რომ, დიდი ალბათობით, თქვენი მანქანა გაუმკლავდება. ამ პროცედურისთვის რეკომენდებული არ არის კაფსულების გამოყენება. პირადი გამოცდილებით, კაფსულები საბანზე ლაქებს ტოვებს.

2. ტემპერატურის და ბრუნვის არჩევისას ეტიკეტს დააკვირდით. იქ ტემპერატურის დასაშვები დონე უნდა იყოს მითითებული. საბანი 90 გრადუსზე საუკეთესოდ ირეცხება. თუ ეს ტემპერატურა თქვენი მასალისთვის შესაფერისი არ არის, აირჩიეთ 60 გრადუსი, რომ საბანი არ გაფუჭდეს.

3. ძირითადი რეცხვის შემდეგ აუცილებლად ჩართეთ დამატებითი გავლება და გაწურვა. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ფხვნილი ან გელი საბნიდან ამოირეცხოს.

4. ამის შემდეგ საბანი გასაშრობად გაფინეთ. რეკომენდებული არ არის მისი აივანზე გაკიდება, რადგან ვერტიკალურ მდგომარეობაში ბუმბული ქვემოთ ჩაიყრება და შემდეგ გასწორება გაგიჭირდებათ. ამასთან, უსიამოვნო სუნი შეიძლება გაჩნდეს იმ მიზეზით, რომ გარკვეულ ადგილებში ჰაერი ცუდად მოძრაობს. თუ საშრობს იყენებთ, აუცილებლად აჩეჩეთ და გადაატრიალეთ საბანი. ასე სწრაფად და თანაბრად გაშრება.

5. ასეთ პირობებში გარეცხილი საბანი დაახლოებით 10-12 საათში გაშრება.

დარწმუნებული ვართ, რომ ამ რჩევების გათვალისწინებით წარმატებით გარეცხავთ საბანს სარეცხ მანქანაში. მით უფრო, ქიმწმენდაზე ფულის დახარჯვა არ მოგიწევთ. ამის შემდეგ თქვენი ძილი უფრო კომფორტული და ჯანსაღი გახდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს