
ბევრი ანეკდოტი და ხუმრობა არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად განსხვავდებიან ქალები და მამაკაცები. რა თქმა უნდა, ჩვენი ხასიათები ნამდვილად განსხვავებულია. ამიტომ მხოლოდ ქალს შეუძლია ქალის პრობლემების გაგება. და იმისთვის, რომ ზოგიერთი მათგანი მამაკაცებსაც გააცნოთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ილუსტრაციები.
ეს სურათები ლოს-ანჯელესელმა მხატვარმა ამანდა ოლეანდერმა შექმნა. მან მიზნად დაისახა, რომ 100 დღის განმავლობაში ნახატებში აესახა თავისი ცხოვრების სცენები. მხატვარი აკვირდებოდა მეგობრებს და საყვარელ ადამიანებს და ხატავდა ცხოვრებისეულ სურათებს. ზოგიერთ მათგანში საკუთარ თავს აუცილებლად ამოიცნობთ.
ქალთა პრობლემები ილუსტრაციებში
როგორც იქნა, სახლში დაბრუნდი და დასვენებაზე ოცნებობ, მაგრამ ოთხფეხა მეგობარი შენს ყურადღებას ითხოვს.
ხანდახან, იმისთვის, რომ სრულფასოვნად დაისვენოთ, არ არის საჭირო იტალიაში წასვლა. საკმარისია იტალიური პიცა და ღვინო.
ფულის დაზოგვაში მთავარი მამოძრავებელია მოტივაცია.
რა თქმა უნდა, ბევრის შოვნისთვის, ბევრი უნდა იმუშაო. მაგრამ ზოგჯერ მძიმე დღის შემდეგ დაღლილობა ისეთ დონეს აღწევს, რომ არანაირი შემოსავალი აღარ გახარებს.
აი, ასეთია, ეს დისტანციური მუშაობა.
ეს ილუსტრაცია ყველასთვის ნაცნობია. ვინ იფიქრებდა, რომ დასვენება წიგნითან ერთადაც შესაძლებელია?
დღესდღეობით სოციალური ქსელების გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ რეალური ცხოვრება.
როდესაც ნიღაბი სახლში გავიწყდება, ბოსტნეულის განყოფილებაში დეტექტივის როლის შესრულება გიწევს, რომელიც დამნაშავეებს ეძებს.
დიახ, ჩვენ არ ვართ მხოლოდ ნაზები და ფუმფულები! მაგრამ, რა ვქნათ?
როცა წარუმატებლად დააცემინე. ესეც ხდება!
ასე როგორ ხდება? უამრავი რამ გაქვს, მაგრამ ჩასაცმელი არაფერი!
ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც განსაკუთრებით გვჭირდება მხარდაჭერა.
როცა შენში დიდი გრძნობა იბადება, თითქოს დნები შენი საყვარელი ადამიანის ხელში. ეს სურათი შესანიშნავად ასახავს ასეთ შეგრძნებებს.
თუ ძალიან გიყვართ, გსურთ მუდმივად შეეხოთ და ჩაეხუტოთ საყვარელ ადამიანს. მაგალითად, როცა გემრიელ სადილს ამზადებთ.
ბედნიერება სხვადასხვა ფორმით მოდის. შეიძლება ვერ გაუგოთ, მაგრამ არ უნდა განსაჯოთ.
ბედნიერება ასეთიც შეიძლება იყოს. ვფიქრობ, ეს ნდობის განსაკუთრებული სახეობაა.
ნამდვილი სიახლოვისთვის, ახლოს ყოფნა არც კი გჭირდებათ. თქვენ უბრალოდ იცით, რომ სადღაც შორს არის ადამიანი, რომლის გულიც თქვენი გულივით სცემს.
და არიან ადამიანები, რომლებიც ყველაზე ახლოს არიან შენს გულთან. ალბათ იმიტომ, რომ ზუსტად იციან როგორ გამოიყურება ის შიგნიდან.
ზოგ ადამიანთან სისხლით ნათესაობა არ გვაქვს, მაგრამ ოჯახის წევრივით გვიყვარს.
ადამიანებს შეუძლიათ წავიდნენ და დაბრუნდნენ, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ მთავარი ადამიანი ყოველთვის თქვენთან არის. და ეს ადამიანი თავად თქვენ ხართ.