ბოლო ათი წლის განმავლობაში დავიწყეთ ისეთი საკვების მოხმარება, რომლის შესახებაც ჩვენს დედებსა და ბებიებს მხოლოდ წაკითხვა თუ შეეძლოთ. ეგზოტიკური ბოსტნეული და ხილი, უჩვეულო სოუსები, ქოქოსის და შვრიის რძე – ეს ყველაფერი რამდენიმე ხნის წინ ძალიან უცნაურად გვეჩვენებოდა. დღესდღეობით ერთ კაფესაც კი ვერ ნახავთ მცენარეული რძის გარეშე, ავოკადოს გამოყენება კი დიეტურ კვებაში ჩვეულებრივი ამბავია.
ეს უცხოური ხილი ახლა შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერი სუპერმარკეტის თაროებზე და სწორი კვების რეცეპტების ნახევარში. ეს გასაკვირი არ არის, რადგან მისი გემო და სასარგებლო თვისებები ნამდვილად დასაფასებელია. თუ თქვენი ყოველდღიური მენიუ ჯერ არ შეიცავს ავოკადოს, მაშინ პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებული ეს სტატია თქვენთვისაა.
ავოკადოს გამოყენება: რა სარგებელი აქვს და როგორ ავირჩიოთ
მიუხედავად იმისა, რომ ავოკადო ხილია, მას ყველაზე ხშირად მარილთან ერთად იყენებენ. უფრო მეტიც, ავოკადო არის მარადმწვანე ხეხილი, რომელიც ეკუთვნის დაფნისებრთა ოჯახს. ავოკადოს ნაყოფს ასევე ხშირად უწოდებენ “ალიგატორ მსხალს” კანის ფორმის, ფერისა და ტექსტურის გამო.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ საკვებად ვარგისია მხოლოდ ნაყოფის რბილობი, ხოლო კურკა, კანი და ფოთლები შხამიანია.
ავოკადოს სარგებელი ჯანმრთელობისთვის
ავოკადოს მთავარი ღირებულება არის დიდი რაოდენობით ცხიმის არსებობა. პროცენტულად ცხიმები 14%-ზე მეტს შეადგენს. მათი უმეტესობა მონოგაჯერებული ცხიმოვანი მჟავეებია. ისინი სწრაფად შეიწოვება ჩვენი ორგანიზმის მიერ. სწორედ ცხიმები ანიჭებენ ავოკადოს სპეციფიკურ ცხიმიან გემოს და ტექსტურას.
ავოკადოს კალორიული შემცველობა მერყეობს 160 კკალ-დან 100 გრამზე, მიუხედავად ამისა, ავოკადო დიეტურ პროდუქტად ითვლება, მასში შემავალი ჯანსაღი ცხიმებისა და ვიტამინების სიმრავლის გამო.
ავოკადო შეიცავს ოლეინის მჟავას და უჯრედისს. სწორედ უჯრედისი კვებავს ნაწლავებში ბაქტერიებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან წონის დაკლებაზე.
ავოკადოს მირთმევით ორგანიზმს ვაჯერებთ A, B, C ვიტამინებით და ფოლიუმის მჟავათი. ეს უკანასკნელი, დადებითად მოქმედებს ქალის ჯანმრთელობაზე. ფოლიუმის მჟავა განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს ორსული ქალის ჯანმრთელობაზე და ბავშვის ორგანიზმის ფორმირებაზე.
ავოკადო ასევე შეიცავს კალიუმს, რომელიც წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია გულის ჯანმრთელობისთვის.
ავოკადო ხელს უწყობს ცუდი ქოლესტერინის დონის შემცირებას და ზრდის კარგი ქოლესტერინის დონეს. ეს ხელს უწყობს არა მხოლოდ გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაძლიერებას, არამედ სიცოცხლის გახანგრძლივებას.
ავოკადოს მიღების სასიამოვნო ბონუსებს მიეკუთვნება მისი, როგორც აფროდიზიაკის მოქმედების ეფექტი. უფრო მეტიც, ავოკადო ასეთ გავლენას ახდენს როგორც ქალებზე, ასევე მამაკაცებზე.
როგორ ავირჩიოთ ავოკადო
ავოკადო ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან საკვებს შორის, რომელიც შეიძლება მომწიფდეს ხიდან მოკრეფის შემდეგ. სუპერმარკეტების თაროებზე შეგიძლიათ იპოვოთ ავოკადო, რომელიც მწვანეა ან თითქმის შავია. უმჯობესია აირჩიოთ მუქი ფერის ხილი, მაგრამ ჩაღრმავებებისა ან სხვა დაზიანების გარეშე.
სიმწიფის შესამოწმებლად, შეგიძლიათ დააჭიროთ ნაყოფს ხელი. თუ პატარა ორმო გაჩნდება, მაშინ ნაყოფი შესაფერისია მოხმარებისთვის. თუ ძალიან დიდი ორმო გაჩნდება ან საერთოდ არ გაჩნდება ის, მაშინ ნაყოფი ჯერ არ არის მომწიფებული.
მწიფე ავოკადოს კიდევ ერთი გამორჩეული თვისება: როდესაც ნაყოფს შეანჯღრევთ, შიგნიდან კურკის კაკუნის ხმა უნდა გაიგონოთ.
მაგრამ, თუ მაღაზიიდან მოუმწიფებელ ხილს მოიტანთ, ის ადვილად მომწიფდება სახლში. დატოვეთ ავოკადო ოთახის ტემპერატურაზე და რამდენიმე დღეში მომწიფდება.
თუ ხილს დაჭრით და მისი რბილობი იქნება მოყვითალო და არა კაშკაშა მწვანე, მაშინ მაინც უნდა დატოვოთ იგი მოსამწიფებლად. იმისთვის, რომ არ გაშავდეს, შეგიძლიათ დაასხით ლიმონის წვენი. არ დაგავიწყდეთ კურკის დატოვება ავოკადოს შიგნით.
როგორ გამოვიყენოთ ავოკადო კულინარიაში
ავოკადო შეიძლება მიირთვათ როგორც უმი, ასევე თერმულად დამუშავებული. უმი სახით, ავოკადო შედის ბევრი ხემსის, სალათებისა და სოუსების შემადგენლობაში. ავოკადოს გამოყენების ყველაზე პოპულარული ვარიანტია – გუაკამოლეს სოუსი.
ავოკადოს რბილობი შესანიშნავ გემოს აძლევს ტოსტებსა და სენდვიჩებს. და თუ ასეთ სენდვიჩს დაუმატებთ კვერცხს ან მარილიანი თევზის ნაჭერს, შესანიშნავ საუზმეს მიიღებთ.
ავოკადოსგან ამზადებენ უგემრიელეს რძის კოქტეილებს და მწვანე სმუზის – ჯანსაღი კვებისთვის. გარდა ამისა, ავოკადო შეიძლება შეურიოთ ბოსტნეულს და მწვანილს, ასევე ხილსა და კენკრას.
ავოკადოს რბილობი შეიძლება დაემატოს კერძებს მომზადების პროცესში. ის შეგიძლიათ ჩაშუშოთ, შეწვათ, გამოიყენოთ სხვა პროდუქტებთან ერთად ან ცალკე.
იმისთვის, რომ ავოკადოს რბილობი ქერქიდან ამოიღოთ, ნაყოფი ორად გაჭერით სიგრძეზე და ამოიღეთ კურკა. ამის შემდეგ, აიღეთ ჩაის კოვზი და გაატარეთ ნაყოფის კანქვეშ, თითქოს მის გასუფთავებას ცდილობდეთ. თუ რბილობი საკმარისად რბილია, ის ადვილად მოშორდება ქერქს.
თუ სალათებისთვის ზომიერად რბილი ავოკადოს გამოყენებას გეგმავთ, შეგიძლიათ ჯერ კანი მოაშოროთ, შემდეგ კი დაჭრათ და ამოიღოთ კურკა.
სხვათა შორის, მისი კურკიდან შეგიძლიათ გაზარდოთ საკუთარი ავოკადოს ხე.