სახლში ობის გაჩენა ნამდვილი თავის ტკივილია. მისი მოშორება არც ისე ადვილია. გარდა ამისა, ის ყველაზე ხშირად იმ ადგილებში ჩნდება, რომლებიც სახლში ყველაზე სუფთა უნდა იყოს – სამზარეულოში და აბაზანაში. საერთოდ არ მსურს რაიმე ქიმიკატების გამოყენება ამ უბედურებისგან თავის დასაღწევად. ობის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალების დამზადება საკუთარი ხელითაც შეიძლება. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გეტყვით, როგორ უნდა გააკეთოთ ეს.
ეფექტური ობის მოსაშორებელი საშუალება: მარტივი გზა სახლში გამოსაყენებლად
დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ მეთოდს, თუ როგორ უნდა მოიშოროთ სახლიდან ობი. ამისთვის უნდა მოამზადოთ მარტივი ხსნარი და შეასრულოთ რამდენიმე ელემენტარული მოქმედება.
დაგჭირდებათ:
- საკვები სოდა (რაოდენობა დამოკიდებულია დაობებული ადგილის ზომაზე);
- 1 ჭიქა წყალი (ხსნარისთვის);
- 1 ჭიქა ძმარი;
- 20 წვეთი ლიმონის ეთერზეთი;
- 20 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი.
ობის საწინააღმდეგო საშუალების გამოყენების ინსტრუქციები
1. უპირველეს ყოვლისა, ცალკე კონტეინერში შეურიეთ სოდა და წყალი, რომ მიიღოთ პასტის მსგავსი მასა.
2. მიღებული მასა წაუსვით დაობებულ ადგილს. დატოვეთ, რომ იმოქმედოს დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.
3. ამის შემდეგ, შესასხურებლიან ბოთლში შეურიეთ დარჩენილი ინგრედიენტები. დაახურეთ თავსახური და კარგად შეანჯღრიეთ.
3. მიღებული ხსნარი შეასხურეთ ადგილს, სადაც მანამდე გადაანაწილეთ სოდა. დატოვეთ ეფექტური ობის მოსაშორებელი საშუალება ზედაპირზე კიდევ 20 წუთის განმავლობაში.
5. აუცილებლად გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანები. დაობებული ადგილი სპეციალური ჯაგრისით დაამუშავეთ.
6. შემდეგ კვლავ შეასხურეთ ძმრისა და ეთერზეთების შემცველი ხსნარი, ეფექტის გასაძლიერებლად. გააჩერეთ პროდუქტი კიდევ რამდენიმე წუთის განმავლობაში. შემდეგ, უბრალოდ გაწმინდეთ ეს ყველაფერი ქაღალდის პირსახოცით ან სუფთა ჩვრით.
რჩევები ობის გაჩენის თავიდან ასაცილებლად
- მას შემდეგ, რაც მოახერხებთ სამზარეულოსა და აბაზანის ზედაპირებზე გამაღიზიანებელი სოკოს მოშორებას, მნიშვნელოვანია ეფექტის შენარჩუნება. ობის თავიდან ასაცილებლად, დაიცავით შემდეგი რეკომენდაციები:
- უპირველეს ყოვლისა, შეამოწმეთ ყველა მილი იმ ადგილებში, სადაც ობი ყველაზე ხშირად ჩნდება და გამორიცხეთ გაჟონვა. გაზრდილი ტენიანობის გამო სოკო მრავლდება. ნებისმიერი გაჟონვა მისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის.
- შეამოწმეთ ჰაერის ცირკულაცია. ეს განსაკუთრებით ეხება აბაზანას, სადაც ყოველთვის სინოტივეა. თუ ოთახი არ არის კარგად ვენტილირებადი, გამოიყენეთ ვენტილატორი.
- გააშრეთ აბაზანის ხალიჩები მას შემდეგ, რაც დასველდება. ფარდები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ტენიანობის ზემოქმედების ქვეშაა, ასევე უნდა გაირეცხოს სპეციალური სარეცხი საშუალებით და გაშრეს მზეზე.
- გამოიყენეთ სპეციალური აბაზანის და ნიჟარის საწმენდი, სახელწოდებით „ობის საწინააღმდეგო“. ამ გზით თქვენ შეამცირებთ მისი გაჩენის რისკს.
უდავოა, რომ ეს ეფექტური საშუალება ობისგან თავის დაცვაში დაგეხმარებათ. აუცილებლად სცადეთ ამ ხსნარის მომზადება. ის თავის დავალებას ისევე ეფექტურად უმკლავდება, როგორც მაღაზიაში ნაყიდი საშუალება.