ამ ტკბილეულის გემო ახსოვს ყველა ადამიანს საბჭოთა ბავშვობიდან. ნამცხვარი „კარტოფილი“ გამოჩნდა ბისკვიტის ფენების ნარჩენების გადასამუშავებლად. ასეთი დესერტის გემო საბჭოთა ხალხს მოსწონდა, ამიტომ დაიწყეს მისი მომზადება ჩვეულებრივი პროდუქტებისგან. ჩვენს ოჯახში ნამცხვარს „კარტოფილი“ ორცხობილებისგან აკეთებდნენ.
დესერტს მთელი ოჯახი ერთად ვამზადებდით, ასე პროცესი იყო უფრო სწრაფი და სახალისო. „კარტოფილი“ გვახარებდა როგორც დღესასწაულებზე, ასევე ისე უბრალოდ, როცა რაღაცით თავის განებივრება გვინდოდა. ამ რეცეპტით ვამზადებ დელიკატესს ჩემი ოჯახისთვის. თქვენც სცადეთ!
ნამცხვარი „კარტოფილი“ ორცხობილასგან
ინგრედიენტები:
- 600 გ ვანილის ორცხობილა
- 1 ჭიქა შაქარი
- 150 გ კარაქი
- 250 მლ რძე
- 50 გ კაკალი
- 3 ს/კ კაკაოს ფხვნილი
- 4 ს/კ კონიაკი, რომი ან ლიქიორი
მომზადების წესი:
1. პირველ რიგში, ორცხობილა დაფშვენით. ამისთვის ხორცსაკეპი მანქანა ან ბლენდერი გამოიყენეთ. ცოტა ორცხობილა დატოვეთ მზა ნამცხვრის გასაფორმებლად.
2. რძე ქვაბში ჩაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ. შაქარი დაუმატეთ და სრულ გახსნამდე აურიეთ.
3. რძე-შაქრის ნარევს კარაქი დაუმატეთ და დაელოდეთ, სანამ მთლიანად გაიხსნება. ბოლოს დაუმატეთ კაკაო და ისევ აურიეთ, რომ კოშტები დაიშალოს.
4. ნარევი ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ და ორცხობილას ნაფშვენში ჩაასხით.
5. ნიგოზი ტაფაზე გააცხელეთ და დააქუცმაცეთ. კაკალი ნარევს დაუმატეთ და აურიეთ. სულ ბოლოს დაუმატეთ კონიაკი და აურიეთ. ჩვეულებრივ, ამ დესერტში ვიყენებ კონიაკს, მაგრამ რომით ან ლიქიორით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ. გახსოვდეთ, სხვა სახის ალკოჰოლის დამატებით მზა ნამცხვრის გემოც შეიცვლება.
6. მზა ტკბილი ნარევიდან ბურთები გააკეთეთ. სველი ხელით ამის გაკეთება უფრო მარტივია. მზა ნამცხვრები დარჩენილ ნაფშვენში ამოავლეთ. ნაფშვენი კაკაოთი ან ქოქოსის ფანტელით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ. ამის გაკეთება ბავშვებს შესთავაზეთ, დაინტერესდებიან.
7. ნამცხვარი „კარტოფილი“ ორცხობილისგან 1 საათით მაცივარში შეინახეთ. დესერტი მზადაა. გემრიელად მიირთვით!