როცა საქმე საწოლის თეთრეულის რეცხვას ეხება, ყველაფერი ძალიან მარტივი ჩანს, მაგრამ როგორ გავწმინდოთ მატრასი სახლის პირობებში? ესეც საწოლის ნაწილია, სადაც დროთა განმავლობაში სხვადასხვა სახის ჭუჭყი გროვდება. „პაპარაცი“ გიზიარებთ მარტივ მეთოდს, როგორ განაახლოთ მატრასი.
ხრიკი, როგორ გაწმინდოთ მატრასი სახლის პირობებში
ნამდვილად, არ უნდა დაგვავიწყდეს მატრასის გაწმენდა, რადგან ის შთანთქავს სახლის მტვერს, კანის მკვდარ ნაწილაკებს და მასში მრავლდება ბაქტერიები. მატრასის გადასაკრავიც სისუფთავის გარანტიას არ იძლევა. ჭუჭყიან მატრასზე ძილმა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ალერგია, სუნთქვის პრობლემები, კანის გაღიზიანება. განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ასთმის სიმპტომებიც.
საწოლის თეთრეულის გამოცვლისას მატრასიც ადვილად შეგიძლიათ გაწმინდოთ. ბევრს ეს მნიშვნელოვანი პუნქტი ავიწყდება. ამის გაკეთება შეგიძლიათ დამოუკიდებლად, ქიმწმენდის სერვისით სარგებლობის გარეშე. შეასრულეთ რამდენიმე მარტივი ნაბიჯი, რომ გაწმინდოთ მატრასი სახლის პირობებში.
დეტალური ინსტრუქცია, როგორ გაწმინდოთ მატრასი სახლის პირობებში
1. პირველ რიგში, მატრასს თეთრეული, ბალიში, საბანი და მატრასის გადასაკრავი მოაშორეთ. ეს მოწყობილობები კარგად გარეცხეთ და მზეზე გაიტანეთ გასაშრობად. მზის პირდაპირი სხივები ბაქტერიებს შესანიშნავად კლავს.
2. დამატებითი ნაბიჯი, როგორ გაწმინდოთ მატრასი სახლის პირობებში – მზეზე გაიტანეთ. უდავოდ, ამის შესაძლებლობა ყველას არ აქვს. მით უფრო, რომ ეს ამინდზე დამოკიდებულია. თუ ამ ეტაპისთვის შესაფერისი პირობები არ გაქვთ, გამოტოვეთ.
3. მატრასს საკვები სოდა მოაყარეთ. ეს ფხვნილი კარგი ნატურალური გამწმენდია. სოდა კარგად უმკლავდება სხვადასხვა სახის ჭუჭყს მატრასის ზედაპირზე. რაც შეიძლება დიდხანს გააჩერეთ, რომ იმოქმედოს. უმჯობესია, ეს პროცედურა დილით ჩაატაროთ და მთელი დღე გააჩეროთ, სანამ მუშაობთ.
4. მატრასი მტვერსასრუტით გაწმინდეთ. პირველ რიგში, ზედაპირს სოდისგან გაწმენდთ. მეორეც, მატრასის შიდა ფენებიდან სახლის მტვერს მოაშორებთ.
5. თუ მატრასის ქსოვილზე რაიმე ლაქაა, სპეციალური პროდუქტით მოშორება სცადეთ. ასეთი საშუალება ნებისმიერ საყოფაცხოვრებო ქიმიის მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ, თუმცა სახლის პირობებშიც მარტივად მზადდება.
- 1 ჭიქა წყალი
- 1/8 ჭიქა კასტილიის საპონი
- 2 ს/კ მცენარეული გლიცერინი
- 10 წვეთი ლიმონის ეთერზეთი
გამოყენების წესი: ყველა ინგრედიენტი სპრეის ბოთლში მოათავსეთ და აურიეთ. მიღებული ხსნარი მატრასს შეასხურეთ და 10 წუთი გააჩერეთ სამოქმედოდ. შემდეგ პირსახოცით ან ქაღალდის ხელსახოცით გაამშრალეთ.
6. კიდევ ერთხელ მტვერსასრუტით გაწმინდეთ, რომ სპრეის ნარჩენები მოაშოროთ. ამის შემდეგ მატრასი რამდენიმე წუთით გააჩერეთ, რომ კარგად გაშრეს. შემდეგ უკან დააბრუნეთ ბალიშები, საბანი და საწოლის თეთრეული.
რამდენად ხშირად უნდა გაწმინდოთ მატრასი?
მატრასის სისუფთავის შესანარჩუნებლად საკმარისია, რომ ეს პროცედურა წელიწადში 2-ჯერ ჩაატაროთ. თეთრეულის არარეგულარული შეცვლა მატრასის გაჭუჭყიანებას აჩქარებს, ამიტომ რეკომენდებულია, თეთრეული გამოცვალოთ კვირაში ერთხელ. ასე მატრასი არ დაბინძურდება.
ახლა იცით, როგორ გაწმინდოთ მატრასი სახლის პირობებში. სულაც არ არის რთული პროცედურა. ამ მარტივი დასუფთავების მეთოდით ძილის და ჯანმრთელობის ბევრ პრობლემას თავიდან აიცილებთ. აუცილებლად სცადეთ!