მარტივი ტექნიკა: 3 წუთი იმუნური სისტემის მობილიზაციისათვის.

150

ექიმ ალა უმანსკაია მეთოდიკის მიხედვით, ყოველდღიური ვარჯიშებით დილით და საღამოს შესაძლებელია ავარჯიშოთ მხნეობისა და ჯანმრთელობის ბილოგიური მართვის სისტემა, ის ასევე ამაღლებს იმუნიტეტს. დაავადების ალბათობა მცირდება, რომც დაავადდეთ – ავადმყოფობა სუსტი ფორმებით გაივლის.

  • თავის ტკვილის დროს – მარცხენა ხელის გული კეფაზე დაიდეთ, ხოლო მარჯვენა – მზის წნულის წერტილზე. დახუჭეთ თვალები და იჯექით 10-15 წუთი.
  • ანგინის დროს – მარჯვენა ხელის გული უნდა მიაჭიროთ ყელს, ხოლო მარცხენა კეფაზე დაიდოთ. ეს ვარჯიში უნდა შეასრულოთ ყოველდღიურად, დღეში 15-20 წუთი.
  • სურდოს დროს – მარცხენა ხელის გული უნდა დაიდოთ ცხვირზე და შუბლზე, ხოლო მარჯვენა – მზის წნული წერტილზე. 15 წუთში სურდო გაგივლით.

მოცემულ სქემაზე თქვენ ხედავთ ალა უმანსკაია აქტიური წერტილების სისტემას, რომელთა მასაჟიც დაგეხმარებათ გაცივების თავიდან აცილებაში.

მოცემული წერტილების მასაჟი უნდა მოხდეს საჩვენებელი და შუა თითით, მბრუნავი მოძრაობებით – თავდაპირველად საათის ისრის მიმართულებით, შემდეგ – საპირისპიროდ, 3-4 წამი თითოეული მიმართულებით. უმჯობესია დაიწყოთ მსუბუქი დაჭერით და გაზარდოთ ზემოქმედების ინტენსივობა. კისრის არეს ზონის მასირება უნდა მოხდეს მსუბუქი მოძრაობებით, თითის ზევით-ქვევით მოძრაობებით.

თუ რომელიმე ზონაზე თქვენ ტკივილს გრძნობთ, უმჯობესია პროცედურა გაიმეოროთ ყოველ ნახევარ საათში, სანამ ტკივილის შეგრძნება არ გაქრება.

ორგანიზმის ძლიერი წინააღმდეგობის უნარს შეიძენთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ვარჯიშებს რეგულარულად გაიმეორებთ. უმჯობესი იქნება თუ ვარჯიშებს დილით და ძილის წინ გაიმეორებთ და რათქმაუნდა მწვავე რესპირატორულ დაავადებასთან ყოველი შემთხვევითი კონტაქტის დროს ტრანსპორტში, კინოში, მაღაზიაში.

სახლში დაბრუნების შემდეგ დახარჯეთ 3 წუთი მასაჟისთვის და მოახდინეთ იმუნური სისტემის მობილიზება.

თუკი მაინც დაავადდით, სასურველია პირველივე წუთებში ლოგინში ჩაწვეთ და გამოიძახოთ ექიმი. მკურნალობის პერიოდში მასაჟი გამოჯანმრთელებამდე საჭიროც და აუცილებელიც არის. შეათავსეთ ის მკურნალი ექიმის დანიშნულებასთან, ოღონდ არა 2-3 ჯერ დღეში როგორც პროფილაქტიკის დროს, არამედ ყოველ 30-40 წუთში.

ეძებეთ და დაიმასაჟეთ წერტილები საჩვენებელი თითით. ორგანიზმი თავად გიკარნახებთ როგორ მიაგნოთ საჭირო წერტილს რადგან ბუნებამ შექმნა შესანიშნავი ინდიკატორი – ტკივილი. იქ სადაც ფუნქციაა დაკარგული წარმოიქმნება ტკივილის არე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს