წელს ვაშლის მოსავალმა გაგვაოცა. დიახ, უჩვეულოდ ბევრი ხილი მივიღეთ, მაგრამ მათი ზომა და გარეგნობა საუკეთესოს სურვილს ტოვებს. რა თქმა უნდა, ყველაზე ლამაზი ვაშლები საჭმელად გადავარჩიეთ, მაგრამ გაუგებარი იყო, როგორ მოვქცეულიყავით დანარჩენის შემთხვევაში. საყვარელმა ბებიამ გამოსავალი შემოგვთავაზა. თურმე, უშნო ნაყოფისგან ქარვისფერი ვაშლის ხილფაფის მომზადება შეიძლება.
ასეთი ხილფაფა შეგიძლიათ შეინახოთ მთელი წლით. იდეალურია როგორც არომატული ცომეულისთვის, ასევე ზამთრის საღამოებზე ჩაის თბილი წვეულებისთვის.
ვაშლის ხილფაფა ზამთრისთვის: გამოცდილი რეცეპტი
ამ რეცეპტით ხილფაფის მოსამზადებლად მჟავე ვაშლი საუკეთესო არჩევანია. ასე მზა ტკბილეულის გემო უფრო საინტერესო და მრავალმხრივი გამოვა.
ინგრედიენტები:
- 1 კგ ვაშლი
- 800 გ შაქარი
- 0,5 ლ სუფთა წყალი
მომზადების წესი:
1. ვაშლი გადაარჩიეთ და კარგად გარეცხეთ. თუ დროში შეზღუდული არ ხართ, ვაშლი წყალში 10 წუთი ჩაალბეთ. ასე არა მხოლოდ გასუფთავდება, არამედ წყლით გაივსება და უფრო წვნიანი გახდება.
2. ვაშლი შუაგულისგან გაწმინდეთ და ნაჭრებად დაჭერით. ვაშლი გადაიტანეთ ჭურჭელში, რომელშიც მოამზადებთ. უმჯობესია ხილფაფა სქელძირიან ქვაბში მოხარშოთ.
3. ვაშლს შაქარი დაუმატეთ. შაქარი ნაწილ-ნაწილ დაუმატეთ, რომ ხილფაფა ძალიან ტკბილი არ გამოვიდეს. ქვაბში წყალი ჩაასხით და ქურა ჩართეთ. ვაშლი ადუღებამდე მიიყვანეთ და ხარშვა მინიმუმ 20 წუთი გააგრძელეთ.
4. შემდეგ ხელის ბლენდერით ვაშლი დააბლენდერეთ. აკონტროლეთ, რომ ვაშლის ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.
5. ხილფაფა ქვაბით ქურაზე დააბრუნეთ და 1 საათი ხარშეთ. ცოტა მეტი დრო შეიძლება დასჭირდეს, ამიტომ ხილფაფის სისქეს დააკვირდით. არ დაგავიწყდეთ, პერიოდულად აურიოთ ხის კოვზით, რომ არ დაიწვას.
6. ქილები და თავსახურები გაასტერილეთ. ამ რაოდენობის ინგრედიენტებიდან ორი ქილა (თითო 300 მლ) ხილფაფა გამოდის. ხილფაფა ქილებში ჩაასხით, შეფუთეთ და გააჩერეთ გაგრილებამდე. ქილები ხილფაფით ბნელ, გრილ ადგილას შეინახეთ.
თუ შემთხვევით, ცოტა ხილფაფა ქილაში არ ჩაეტია, მისგან უჩვეულო ორცხობილები დააცხვეთ.