ბევრ ადამიანს ერთხელ მაინც უწევს გაჭედილი კანალიზაციის პრობლემასთან შეჯახება. მნიშვნელობა არ აქვს, პრობლემა იქნება სააბაზანოში თუ სამზარეულოში. თითქოს, გამოსავალი ერთია – სანტექნიკოსის გამოძახება. „პაპარაცი“ გიზიარებთ მარტივ ხრიკს, როგორ გაწმინდოთ გაჭედილი ნიჟარა დამოუკიდებლად.
მეთოდები, როგორ გაწმინდოთ გაჭედილი ნიჟარა
ეს ხრიკები მასწავლა მეზობელმა ვანომ, რომელიც მრავალი წელი სანტექნიკოსად მუშაობდა და იცის, როგორ გაუმკლავდეს ასეთ პრობლემებს. ახლა მეზობელი პენსიაზე გასულია, მაგრამ ხშირად მივმართავ დახმარებისთვის გაჭედილი მილის გამო. ვანომ მასწავლა, როგორ გავწმინდო გაჭედილი მილი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. სპეციალური ქიმიის გამოყენების მოწინააღმდეგეა, რადგან ასეთი საშუალებები მილებს აზიანებს. კარგია, თუ სახლში გაქვთ პროფესიონალური მილების გამწმენდი მოწყობილობა, საკანალიზაციო გვარლი. მაგრამ დაგვეთანხმეთ, ყველას არ აქვს მსგავსი მოწყობილობა სახლში.
დიასახლისები ხშირად გვირჩევენ ტრადიციულ მეთოდებს ძმრით და სოდით, მაგრამ ისინი ნიჟარაში დიდ ბლოკირებას ვერ გაუმკლავდებიან. მილიდან ჭუჭყის საცობის მოშორებას მტვერსასრუტით და პირსახოცით შეძლებთ. ეს პირველივე ცდაზე გამომივიდა. თქვენც ყველაფერი გამოგივათ.
მოქმედების წესი:
1. პირველ რიგში, ნიჟარიდან ფილტრი ან ბადე ამოიღეთ. თუ ასეთი მოწყობილობა არ გაქვთ, სანტექნიკოსი მის შეძენას გირჩევთ. ასე ბლოკირების რისკს შეამცირებთ.
2. ნიჟარაში ან აბაზანაში ცოტა წყალი ჩაასხით და მასში პირსახოცი ან ნებისმიერი სხვა ჩვარი მოათავსეთ. წყლით სრულად უნდა გაიჟღინთოს.
3. მტვერსასრუტს თავაკი მოაშორეთ და მხოლოდ მილი დატოვეთ. მტვერსასრუტის მილი ნიჟარის სანიაღვრეს მიადეთ და პირსახოცი შემოახვიეთ. ქსოვილი მილს მჭიდროდ უნდა შემოეხვიოს, რომ ვაკუუმი შეიქმნას. თუ მტვერსასრუტის მილსა და ნიჟარის სანიაღვრეს შორის ჰაერი იქნება, მეთოდი არ იმუშავებს. მტვერსასრუტი ჩართეთ და რამდენიმე წუთით გააჩერეთ.
4. თუ ნიჟარაში ან აბაზანაში გადინების მილიც არის, ისიც დახურეთ. ამისთვის გამოიყენეთ სპეციალური საცობი. თუ არ გაქვთ, კიდევ ერთი სველი ჩვარი გამოიყენეთ.
5. მტვერსასრუტი გამორთეთ და დააკვირდით, თუ გადის წყალი. ძლიერი ბლოკირების შემთხვევაში პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ, შესვენებებით.
6. იმ შემთხვევაში, თუ მეთოდმა არ იმოქმედა, სანტექნიკოსი გამოიძახეთ. შესაძლოა ბლოკირება მილში სადღაც ღრმად არის წარმოქმნილი და იქ მტვერსასრუტის შეწოვის ძალა ვერ აღწევს.
ახლა აღარ ინერვიულებთ ნიჟარის მილზე, რადგან იცით, როგორ გაწმინდოთ ბლოკირება. გამოცდილი სანტექნიკოსის ამ მარტივი ხრიკით ფულს დაზოგავთ და მოიშორებთ ჭუჭყს მილში ძვირადღირებული, მწვავე ქიმიის გარეშე. აუცილებლად სცადეთ ეს მეთოდი!