გაამრავალფეროვნე მენიუ – გემრიელი პელმენის მომზადების 4 მეთოდი

43

ალბათ, პელმენი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კერძია სადილის სწრაფად მოსამზადებლად. ხშირად მაღაზიაში ნაყიდ ნახევარფაბრიკატებს ვიყენებთ. ვაღიარებ, ეს კერძი არ მომწონდა მანამ, სანამ ჩემმა მეგობარმა საწინააღმდეგოში არ დამარწმუნა. მან მასწავლა ნამდვილად გემრიელი პელმენების მომზადება.

მისი საფირმო კერძია შემწვარი პელმენები, რომლის გარეშეც ჩვენი კომპანიის არც ერთი მეგობრული შეკრება არ სრულდება. საკმარისია, ერთხელ გასინჯოთ, რომ მისი გემო არასოდეს დაგავიწყდეთ. ამ და კიდევ რამდენიმე გამოცდილ რეცეპტს თქვენც გიზიარებთ.

როგორ მოვამზადოთ პელმენი გემრიელად და სწრაფად?

პელმენების მოხარშვა მომზადების ყველაზე გავრცელებული მეთოდია, მაგრამ არსებობს უფრო ორიგინალური ვარიანტებიც. ასე ნაცნობი კერძის გამრავალფეროვნებას შეძლებთ.

მოხარშული პელმენი

და მაინც, დავიწყოთ პელმენის მომზადების კლასიკური ვარიანტით. აიღეთ საშუალო ზომის ქვაბი და ნახევრად წყლით გაავსეთ. ქვაბი ქურაზე დადგით და წყლის ადუღებას დაელოდეთ. შემდეგ წყალს დაუმატეთ მარილი, დაფნის ფოთოლი და შავი წიწაკის რამდენიმე მარცვალი. თუ ბულიონს კურკუმას დაუმატებთ, ოქროსფერი გახდება.

პელმენი წყალში გადაიტანეთ და აურიეთ, რომ ქვაბის ძირს არ მიეკრას. როცა პელმენები წყლის ზედაპირზე ამოტივტივდება, ჭიქა ცივი წყალი წვრილი ნაკადით ჩაასხით. ხელახლა ადუღებას დაელოდეთ და პელმენი კიდევ 5 წუთი ხარშეთ. ამ ხრიკით უფრო რბილი და ჰაეროვანი გახდება.

პელმენები მულტისახარშში

პელმენები, როგორც კერძების უმეტესობა, მულტისახარშში მორევის გარეშე შეგიძლიათ მოამზადოთ. ეს ძალიან მოსახერხებელია, რადგან ქურასთან დიდხანს დგომა არ მოგიწევთ.

მოამზადეთ სოუსი: 1 ნაწილი არაჟანი და 2 ნაწილი წყალი აურიეთ, მარილი და სანელებლები დაუმატეთ. პელმენი ჭიქის ძირში მოათავსეთ და ზემოდან სოუსი დაასხით. პელმენს 5-7 სმ-ით უნდა ფარავდეს. კერძი „ცხობის“ რეჟიმზე 20 წუთი ჩართეთ.

გახეხილი ყველი დაუმატეთ და „გაცხელების“ რეჟიმზე 10 წუთი ჩართეთ.

შემწვარი პელმენები პომიდვრით

აი, ჩემი მეგობრის ფავორიტი რეცეპტი. ინგრედიენტები შეგიძლიათ დაუმატოთ ან ამოიღოთ, მაგრამ ამ ვარიანტით აბსოლუტურად ყველას მოსწონს.

1. ტაფაზე მცენარეული ზეთი გააცხელეთ და 1 კგ პელმენი მოათავსეთ. პელმენები საშუალო ცეცხლზე ორივე მხრიდან ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით.

2. 1 ხახვი დაჭერით და პელმენს დაუმატეთ. ნარევი ტაფაზე 3 წუთი გააჩერეთ. შემდეგ დაუმატეთ კუბებად დაჭრილი 2 პომიდორი და კარგად აურიეთ. ცეცხლს მინიმუმამდე დაუწიეთ და კიდევ 3 წუთი ჩაშუშეთ.

3. ტაფაში ცოტა მდუღარე წყალი ჩაასხით, თავსახური დაახურეთ და კიდევ 5 წუთი ჩაშუშეთ. ამის შემდეგ მარილი და წიწაკა მოაყარეთ. სანელებლებთან ერთად რამდენიმე კოვზი მაიონეზი შეგიძლიათ დაუმატოთ. კერძი კიდევ რამდენიმე წუთი ჩაშუშეთ.

4. სულ ბოლოს მზა კერძს 100 გრამი გახეხილი ყველი მოაყარეთ და ისევ აურიეთ. თავსახური დაახურეთ და ცეცხლზე კიდევ 1-2 წუთი გააჩერეთ, რომ ყველი გადნეს. მზა კერძი სუფრაზე ცხელი გაიტანეთ.

ორთქლზე მომზადებული პელმენები

შესაფერისი მეთოდია მსხვილი პელმენებისთვის, რომელთაც ჩვეულებრივ დიდხანს ხარშვა სჭირდება. ორთქლსახარშში წყალი ჩაასხით, არ დაგავიწყდეთ მარილის, წიწაკის მარცვლების და დაფნის ფოთლის დამატება. გისოსებს ზეთი წაუსვით და პელმენები დააწყვეთ. კერძი 30 წუთი ხარშეთ.

როგორც ხედავთ, პელმენი ერთი შეხედვით მარტივი კერძია, მაგრამ სრულფასოვანი გემრიელი სადილი ან ვახშამი შეიძლება გახდეს. გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს