ეფექტური ვარჯიში „ჩაფხუტი“ სახის ოვალის აღსადგენად

4

სულაც არ არის საჭირო, რომ სახის ოვალის აღსადგენად პლასტიკურ ქირურგთან ან სტომატოლოგთან გაიქცეთ. ლიფტინგი სახლის პირობებში საკმაოდ რეალური პრაქტიკაა. „პაპარაცი“ გიზიარებთ საიდუმლოს, როგორ გააკეთოთ ეს. გაიგეთ, სახის ლიფტინგის რომელი ვარჯიში დაგეხმარებათ ახალგაზრდობის შენარჩუნებაში.

ვარჯიში „ჩაფხუტი“ სახის კანის დასაჭიმად

სახის ლიფტინგის ამ უნიკალურ ვარჯიშს ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს. რაც უფრო ადრე დაიწყებთ თქვენი კანის და სახის კუნთების ტონუსზე ზრუნვა, მით უფრო წარმატებით შეებრძოლებით სიბერის ნიშნებს. „ჩაფხუტის“ ტექნიკის რეგულარული შესრულება არის ჩვევა, რომელიც ყველა ქალის თავის მოვლის რუტინაში აუცილებლად უნდა იყოს.

როგორ შევასრულოთ ვარჯიში?

პირველ რიგში, დაიკავეთ სწორი საწყისი პოზიცია ვარჯიშის შესასრულებლად. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ დგომას, კუნთების დაჭიმულობას და ენის პოზიციას. ვარჯიში როგორც მჯდომარე, ასევე მდგომარე პოზიციაში შეგიძლიათ შეასრულოთ. მთავარია, ზურგი გაასწოროთ და არ მოიხაროთ. ენა უნდა იყოს მოდუნებული, წინა კბილებთან.

ტანის დაფიქსირების შემდეგ სახის ლიფტინგის ვარჯიშის შესრულება შეგიძლიათ დაიწყოთ. ვარჯიშში თქვენი თავის ქალას კუნთები უნდა ჩართოთ. ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს კუნთები უმოქმედოა, ამიტომ თავიდან გაგიჭირდებათ საჭირო დაძაბულობის შეგრძნება.

ამოცანის გასამარტივებლად გაიხსენეთ შეგრძნება, როცა თქვენი თმა მჭიდროდ შეკრულია თხემზე. მსგავსი დაძაბულობა უნდა შექმნათ. უფრო მეტიც, ხელისგულები საფეთქლებზე შეგიძლიათ დაიდოთ და ოდნავ კეფისკენ გადაწიოთ. ეს დაგეხმარებათ იგრძნოთ კუნთები, რომლებიც უნდა გააქტიუროთ.

შემდეგ ვარჯიში ხელების გარეშე შეასრულეთ. თავის ქალას კუნთები დაჭიმეთ და ყოველ ჯერზე ამ პოზიციაში 10-20 წამი გაჩერდით. რა თქმა უნდა, სახის და სხეულის ყველა სხვა ნაწილი მოდუნებული უნდა იყოს. აი, ყურების ოდნავ მოძრაობა ნორმალურია.

სახის ლიფტინგის ამ ვარჯიშის შესრულებით ბევრ პრობლემას თავიდან აიცილებთ. ტექნიკა „ჩაფხუტი“ უკვე არსებულ ნაკლოვანებებსაც უმკლავდება. თავის ქალას კუნთების ტონუსის შენარჩუნება ეფექტური პროფილაქტიკაა სიბერის ნიშნების თავიდან ასაცილებლად. კოსმეტიკას კანის მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლია, მაგრამ ვერც ერთი დაბერების საწინააღმდეგო კრემი ვერ დაგეხმარებათ სახის ოვალის ამ გზით აღდგენაში.

საკუთარ თავზე რეგულარული მუშაობა შედეგს აუცილებლად მოგცემთ და ნებისმიერ ასაკში შეუდარებელი იქნებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს