რამდენიმე დღის წინ ბუნებაში ვისვენებდი და შევნიშნე, რომ მეგობარი დიდხანს დადიოდა ხეებს შორის და ზოგიერთს ეხუტებოდა კიდეც. ამ უცნაური ქცევის მიზეზით დავინტერესდი. მეგობარმა საიდუმლო გამიმხილა, რომ არსებობს ვამპირი და დონორი, იგივე მკურნალი ხეები.
მეგობრის თქმით, თითოეული ხე ჩვენს სასარგებლოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ. მთავარია, იცოდეთ, რომელი ენერგია ჭარბობს მასში. მისი სიტყვების არ მჯეროდა, სანამ თავად არ გამოვცადე. მართლაც, ბუნების ძალა იგრძნობა!
ვამპირი ხეები: როგორ გამოვიყენოთ ბუნების ძალა
ძველად სჯეროდათ, რომ ყველა ხეს და მცენარეს აქვს ჯადოსნური ძალა, რომელიც ჩვენს სასარგებლოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ. თუ მკურნალ ხეს ენერგიით გამოკვების უნარი აქვს, ვამპირი ხე მას შთანთქავს. მისი მოქმედების არ უნდა შეგეშინდეთ. ვამპირ ხეს ნეგატიური ენერგია მიაქვს. ეს ეფექტი გამოგადგებათ ავადმყოფობის, მძიმე სტრესის ან უსიამოვნო შეგრძნების დროს.
ხემ თქვენი ნეგატიური ენერგია რომ წაიღოს და ტკივილისგან გაგათავისუფლოთ, ჩრდილოეთ მხარეს დადექით და ღეროს ზურგით მიეყრდენით. თქვენს შეგრძნებებზე კონცენტრირდით, ტკივილი შემცირდება. თუ მდგომარეობა არ შეიცვალა ან ტკივილი გაძლიერდა, უბრალოდ ხე არ არის შესაფერისი.
ალვის ხე
ალვის ხე უარყოფითი ენერგიის ერთ-ერთ უძლიერეს შთამნთქმელად ითვლება. ამცირებს თავის და კბილის ტკივილს, ასევე შფოთვას. მასთან კონტაქტი უნდა იყოს ზომიერი, რადგან ხანგრძლივი ურთიერთქმედება საპირისპირო შედეგს გამოიწვევს.
მთრთოლავი ვერხვი
მთრთოლავი ვერხვი ყველაზე ძლიერ ენერგეტიკულ ვამპირად ითვლება ხეებს შორის. კარგად უმკლავდება ენერგეტიკული არხების ბლოკებს, დეპრესიას და თავის ტკივილს აქრობს. გახსოვდეთ, რომ ვერხვთან კომუნიკაცია საჭიროა მხოლოდ მძიმე ემოციური დისკომფორტის შემთხვევაში. თუ ვერხვთან კარგი განწყობით მიხვალთ, მაშინვე გუნებას გაგიფუჭებთ.
ტირიფი
ტყუილად არ არის, რომ ხალხური ზღაპრების გმირების უმეტესობა, დიდი გასაჭირისა და შოკის მომენტებში, ტირიფის ხესთან მიდიოდა სატანჯველად. ქალის ხედ ითვლება და ყველაზე უკეთ ქალებს ეხმარება. ტირიფი კურნავს სულიერ ჭრილობებს, ადამიანს ეხმარება შეეგუოს საყვარელი ადამიანის დაკარგვას, იძლევა ნათელი მომავლის იმედს.
ტირიფს არ მიმართოთ, თუ თქვენი პრობლემები უკავშირდება სამსახურს, რადგან სიტუაცია უფრო შეიძლება გაამწვავოს. ტირიფის მახლობლად დიდხანს არ უნდა დარჩეთ, 5-10 წუთი საკმარისია, რომ ხემ მოქმედება დაიწყოს.
ნაძვი
ნაძვის ხე ნაზად შთანთქავს ნეგატიურ ენერგიას. მოგაშორებთ დეპრესიას, დაღლილობას და გაღიზიანებას. ძილის გასაუმჯობესებლად რამდენიმე წუთი ნაძვის ხის ქვეშ დადექით და ღამით მშვიდად და ღრმად დაიძინებთ.
წაბლი
წაბლი გავლენას ახდენს ბიოველზე, რის წყალობითაც მტკივნეული მიჯაჭვულობისგან გვათავისუფლებს. ხე გვეხმარება თვითდაკვირვების და დაბალი თვითშეფასების პრობლემებთან გამკლავებაში. ამ ხესთან დიდხანს ურთიერთობა არ ღირს, რადგან შეუძლია ისტერიული განწყობა გამოიწვიოს.
შოთხვი
შოთხვი ახალგაზრდების მიმართ მეგობრული მცენარეა. თუ თქვენ ცხოვრებაში სასიყვარულო იმედგაცრუება მოხდა, შოთხვთან მიდით. ხე ფიზიკურ ტკივილს ვერ შეამცირებს, მაგრამ სულიერ პრობლემებს განკურნავს, პატიებასა და მის გაშვებაში დაგეხმარებათ.
დონორი ხეები
მკურნალ ხეებს მიმართეთ დადებითი ენერგიის შესავსებად. ამისთვის შესაფერისია დიდი და განვითარებული ხეები, რომლებიც ძლიერად და ჯანსაღად გამოიყურებიან. დონორ ხეებთან სამხრეთის მხრიდან და სახით დადექით. ხეს შეეხეთ თავით და გულმკერდით, ღეროს ხელები შემოხვიეთ. ხეს დახმარება სთხოვეთ და განეწყვეთ ძალის მომატებაზე, რომელსაც იგრძნობთ.
ხეს შეგიძლიათ ესაუბროთ, დაუსვათ კითხვები, რომლებზეც პასუხს ვერ პოულობთ. პასუხი ფიქრების სახით მოვა.
როგორც კი იგრძნობთ, რომ საუბრის დასრულება გსურთ, ხეს მადლობა გადაუხადეთ და დამშვიდობების ნიშნად ხელი გადაუსვით.
თუ დაორსულებას გეგმავთ, თხოვნით აკაციას მიმართეთ. ეს ხე ნაყოფიერების სიმბოლოა, მოაქვს მხნეობა, ენერგია და სიბრძნე.
ვაშლის ხე ქალური ძალის ხეა. ხელს უწყობს განახლებას და მგრძნობელობის გაღვიძებას. ვაშლის ხე კეთილდღეობას აღვიძებს და დოვლათს იზიდავს.
არყი ენერგეტიკულად ძლიერი ხეა. ხეს ამ ენერგიის გაზიარება შეუძლია. არყის გავლენა ძალიან ნაზია, რის გამოც მასთან ახლოს დიდხანს შეგიძლიათ დარჩეთ.
ნეკერჩხალი სულიერი წონასწორობის და სიმშვიდის პოვნაში დაგეხმარებათ. ნეკერჩხლის ფოთლების მსუბუქი შრიალი ემოციური აფეთქებების პერიოდში დაგიცავთ.
სოჭი ადამიანს თავდაჯერებულობას მატებს და ახალი მწვერვალების დაპყრობაზე განაწყობს.
არ დაგავიწყდეთ, რომ თითოეული ხე, ვამპირი თუ დონორი, უნდა შეიგრძნოთ. ხშირად გაისეირნეთ და გარანტირებულად იგრძნობთ განწყობის ამაღლებას და ცხოვრების ხარისხის შეცვლას.