ბინის გენერალური დასუფთავება დეპრესიასთან საბრძოლველად – რა უნდა გადაყაროთ

5

არის შემთხვევები, როცა სახლში ბრუნდები და დისკომფორტს განიცდი. განწყობა მკვეთრად უარესდება, ზოგჯერ თავიც გტკივდება. სახლში დიდხანს ყოფნისას სევდა და აპათია ჩნდება. ეს ყველაფერი ნიშანია, რომ სახლში ბევრი ნეგატიური ენერგია დაგროვდა. ყველაზე ხშირად ამას უსარგებლო ხარახურა იწვევს. ბინის გენერალური დასუფთავება ასეთი დეპრესიული სიმპტომებისგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ.

ბინის გენერალური დასუფთავება: რა საჭიროა და რა მოვიშოროთ

„პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ და რატომ აუმჯობესებს ადამიანის მდგომარეობას ბინის გენერალური დასუფთავება. გთავაზობთ ნივთების სიას, რომელთა ადგილი სახლში არ არის.

რატომ გჭირდებათ ბინის გენერალური დასუფთავება დეპრესიის დროს?

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ხარახურის დაგროვება უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. წვრილმანი ნივთები მტვერს აგროვებს და ოთახში სივრცეს იპარავს. შესაბამისად, ადამიანს ისეთი შეგრძნება აქვს, რომ საკუთარი სახლის კედლები ახრჩობს. არეულობა იწვევს დეზორგანიზაციას ცხოვრებაში. ჩნდება პრობლემები სამსახურში, ოჯახში და ა.შ. ეს ვლინდება მუდმივად დათრგუნული განწყობით, უძილობით და გულგრილობით. თავდაპირველად, ეს მხოლოდ ბინაში იგრძნობა. დროთა განმავლობაში, თუ არაფერს მოიმოქმედებთ, მდგომარეობა ცხოვრების სხვა სფეროებზეც გავრცელდება. ვსაუბრობთ დეპრესიის მსუბუქ, საწყის მდგომარეობაზე. იმ შემთხვევაში, როცა განწყობის ამაღლებას დამოუკიდებლად ვეღარ ახერხებთ და დიდხანს იტანჯებით, სპეციალისტს უნდა მიმართოთ.

გადასაყრელი ნივთების სია

1. ქაღალდების დასტა

მაშინაც კი, თუ მთლიანად ჩაფლული ხართ სამუშაოში, მთელი დოკუმენტაციის სახლში გადატანა არ ღირს. მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო საბუთების ოთახში შენახვა ცუდი იდეაა. ისინი ქმნიან დაუმთავრებელი საქმის განცდას, იწვევს გაღიზიანებას. ეს ხელს გიშლით დაისვენოთ საკუთარ სახლში. თან მიმოფანტული ქაღალდები არც ისე კარგად გამოიყურება.

2. არაპრაქტიკული საჩუქრები

სტატუეტი, არომატული სანთელი და სხვა საჩუქარი, რომელიც გაღიზიანებთ, თქვენს ბინაში არ უნდა იყოს. მაშინაც კი, თუ ადამიანმა მთელი გულით გაჩუქათ, ეს არ ნიშნავს, რომ მისი საჩუქარი თქვენს საზიანოდ უნდა შეინახოთ. მადლობა გადაუხადეთ, მაგრამ უსარგებლო ნივთი მოიშორეთ. თუ ძალიან განიცდით, ასეთი ნივთები შეგიძლიათ შეინახოთ სპეციალურ ყუთში, მაგალითად, აგარაკზე. თქვენი თვალისგან შორს.

3. ბევრი სარკე

იმ სიტუაციაში, როდესაც ისინი ყველა კედელზე გაქვთ ჩამოკიდებული. სარკეში მუდმივი ჩახედვით გარეგნობაში ნაკლოვანებებს აღმოაჩენთ. სავარაუდოდ, სხვები მას საერთოდ ვერ ხედავენ, მაგრამ თქვენ სიმშვიდეს დაკარგავთ. შედეგად, დაბალი თვითშეფასება აკვიატებულ აზრებს გამოიწვევს.

4. ტკბილეულის და მავნე საკვების მარაგი

ზოგჯერ გემრიელი სასუსნავით თავის განებივრება შეიძლება, მაგრამ არა ყოველდღე. ჭარბი შაქარი საზიანოა ორგანიზმისთვის. რა თქმა უნდა, ეს არ გააუმჯობესებს თქვენს მდგომარეობას.

5. ხარახურა მაგიდის უჯრაში

ბინის გენერალური დასუფთავება მაგიდის უჯრის დალაგებასაც მოიცავს. იქ ყველაზე ხშირად გროვდება წვრილმანი ნაგავი. დაგვეთანხმეთ, გამაღიზიანებელია, როცა უჯრაში რაღაცას ვერ პოულობთ.

6. სუვენირები

5 სტატუეტი მოგზაურობიდან, ბედნიერების ქისები და სხვა სუვენირები მხოლოდ მტვერს აგროვებს. მათი გაწმენდა რთულია, მხოლოდ დროს და ძალას გვართმევს. მათი ადგილი ნაგვის ურნაშია. ბევრად უკეთესია სამახსოვროდ ფოტოები დაბეჭდოთ.

7. დიდი ავეჯი

ისევ, სივრცის საკითხი. დიდი ავეჯი შესაფერისია, თუ სასახლეში ცხოვრობთ. აი, პატარა ბინისთვის უადგილოა.

8. გატეხილი ნივთები

უნდა გესმოდეთ, რომ თუ ნივთი გარკვეული დროის განმავლობაში არ შეაკეთეთ, უსარგებლოა. დაზიანებული ნივთების სახლში ქონას აზრი არ აქვს. მხოლოდ ქაოსის განცდას ქმნის. გადაყარეთ ასეთი ნივთები ბინის გენერალური დასუფთავებისას.

9. მიტოვებული ჰობი

სადღაც შენახული გაქვთ მძივები ნაქარგისთვის ან საქსოვი ძაფები? დაუმთავრებელი ხელნაკეთი ნივთები სახლიდან გაიტანეთ. ისინი, როგორც ქაღალდის შემთხვევაში, ემოციებზე დამატებით ზეწოლას ახდენს.

10. ძველი სერვიზი

ალბათ, ეს ნაკრები ნათესავმა გაჩუქათ ან მემკვიდრეობით გადმოგეცათ, მაგრამ მაინც არასოდეს იყენებთ. რა თქმა უნდა, ლამაზი სერვიზის გადაყრა დასანანია, თუმცა მისი შენახვაც არ ღირს. უმჯობესია, ონლაინ გაყიდოთ.

11. არეულობა კარადაში

უდავოდ, ძველი ტანსაცმლის გროვა კარგ განწყობას არ გვმატებს. მით უფრო, რომ ყველა ქალაქში არსებობს ჩასაბარებელი პუნქტები. ასე შეძლებთ გაჭირვებულებს დაეხმაროთ.

12. ჩართული ტელევიზორი

რა თქმა უნდა, ტექნიკის გადაყრას არ გირჩევთ. ამასთან ფონად მისი ჩართვა არ ღირს. მუდმივი ხმაური სტრესის დონეს ზრდის. მიეჩვიეთ სიმშვიდეს და სიწყნარეს.

ბინის გენერალური დასუფთავება სივრცეს ათავისუფლებს, სისუფთავის და განახლების განცდას ტოვებს. თავად პროცესი ცუდ ფიქრებს მოგაშორებთ. საყვარელი მუსიკა ჩართეთ, რომ ხარახურის მოშორება უფრო სახალისო გახდეს. ნახავთ, რომ სუფთა საცხოვრებელში ზედმეტი ნივთების გარეშე სიმშვიდე და ჰარმონია დაისადგურებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს