მარჯვე კაცმა ძველი სარეცხი მანქანა შეშის ღუმლად გადააკეთა – მაყალის ორიგინალური ალტერნატივა 

203

მეგობრებთან ერთად აგარაკზე ასვლა და ხორცის და ბოსტნეულის შეწვა შესანიშნავი ვარიანტია დასასვენებლად. თანამედროვე მაყალი ძალიან ძვირი ღირს, ხოლო მისი ტრანსპორტირება რთულია. აგარაკზე მისი დატოვებაც დასანანია. მაშ, რატომ არ გავაკეთოთ მსგავსი რამ ადგილზე? მაგალითად, შეშის ღუმელი იდეალურია. ასეთი ღუმელი ძველი სარეცხი მანქანისგან შეგიძლიათ გააკეთოთ.

როგორ გავაკეთოთ შეშის ღუმელი აგარაკისთვის

ძველი სარეცხი მანქანის გამოყენება შესანიშნავი იდეაა. გადაგდების ნაცვლად შეშის ღუმლად გადააკეთეთ. რა თქმა უნდა, ახალი სახლის გვერდით უადგილოდ გამოჩნდება, მაგრამ აგარაკისთვის შესაფერისია. ასეთის შექმნას ბევრი რესურსი არ სჭირდება.

ინსტრუმენტები:

  • სარეცხი მანქანის კორპუსი
  • ცემენტი
  • აგური
  • ლითონის მილი საკვამურად
  • ფოლადის ფურცელი

მოქმედების წესი:

1. შეშის ღუმლის გასაკეთებლად ძველ სარეცხ მანქანას ზედა და წინა ნაწილები მოაჭერით. ამის შემდეგ დოლურა და შიდა კომპონენტები ამოიღეთ. ისინი არ გჭირდებათ.

2. კორპუსის ძირში ცემენტი ჩაასხით. საშუალო სისქის ფენა უნდა გამოვიდეს. საჭირო არ არის, ცემენტის გამაგრებას დაელოდოთ. აგური დააწყვეთ. ეს მომავალი ღუმლის საფუძველი იქნება.

3. ანალოგიურად, ცემენტზე აგურით ძირითადი ფორმა ააგეთ. ღუმელი ორ იარუსად, დაახლოებით შუაზე გაყავით. სარეცხი მანქანის კორპუსის პერიმეტრი აგურით დაფარეთ, წინა ნაწილში ნახვრეტები დატოვეთ. ქვედა ნაწილში შეშას შეინახავთ, ზედა იარუსში ცეცხლს შეუნთებთ. ზედა ხვრელი შეშის შემატებისთვის იქნება.

4. შეშის ღუმლის ზედა ნაწილს ამოქოლვა არ სჭირდება. აგურის წყობა ლითონის კორპუსზე უფრო მაღალი არ უნდა იყოს. უკანა კედელში ნახვრეტი გააკეთეთ საკვამურის მილისთვის.

5. ზემოდან ღუმელს შესაბამისი ზომის ფოლადის ფურცელი დაადეთ. ის კერძის მომზადების ზედაპირის როლს შეასრულებს. ასეთი ფოლადის თავსახური რამდენიმე შეგიძლიათ გააკეთოთ. მაგალითად, მეორე გამოჭერით ქვაბისთვის, ასე წვნიანის მომზადებას შეძლებთ. დამატებით ფოლადის ფურცელს მიამაგრეთ სახელურები გვერდებზე. ასე შეძლებთ მის მოხსნას და ღუმლის გამოყენებას მაყალად. ამისთვის ზემოდან შამფურები ან გისოსები ხორცით მოათავსეთ.

6. გასაფორმებლად სარეცხი მანქანის კარი შეგიძლიათ მიამაგროთ. ეს გონივრულია, თუ კორპუსი ლითონისაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პლასტმასის ელემენტები შეშის ღუმლის მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით დადნება. ისე აგურის აკურატული წყობაც ლამაზად გამოიყურება.

ძველი სარეცხი მანქანისგან დამზადებული შეშის ღუმელი ძვირადღირებული მაყალის შესანიშნავი ალტერნატივა გახდება. მისი მრავალფუნქციურობა დიდი უპირატესობაა. ღუმელი წლები უპრობლემოდ გემსახურებათ. თქვენც სცადეთ ასეთი ღუმლის გაკეთება აგარაკისთვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს