ღუმელში გამომცხვარი ფარშირებული წიწაკა ნახევრებად

63

ალბათ ყველას გაუსინჯავს ბრინჯით და ფარშით მომზადებული წიწაკა. ამ კერძს ხშირად ამზადებენ დღესასწაულებზე და სადილისთვისაც შესანიშნავია. მაგრამ, როგორ მოვიქცეთ, თუ ამდენი წლის შემდეგ მისი გემო მოსაწყენი გახდა და რაღაც ახალი გვინდა? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გეტყვით, თუ როგორ მოამზადოთ განსაკუთრებული ფარშირებული წიწაკა ნახევრებად. შეინახეთ ორიგინალური რეცეპტი!

ფარშირებული წიწაკა ნახევრებად: უნივერსალური რეცეპტი

ამ ფარშირებული წიწაკის თავისებურება ის არის, რომ ქვაბში მომზადება არ სჭირდება. ის ცხვება ღუმელში. ყველა ინგრედიენტი იდეალურად ერწყმის ერთმანეთს და ქმნის დელიკატური გემოს მქონე კერძს. უფრო მეტიც, წიწაკა მშვენივრად გამოიყურება სადღესასწაულო სუფრაზე. რა თქმა უნდა, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ჩვეულებრივ დღეებშიც მოამზადოთ.

ინგრედიენტები

  • 6 ცალი ბულგარული წიწაკა;
  • 500 გ ქათმის ფილე;
  • 1 ხახვი;
  • 4 პატარა პომიდორი;
  • 1 ს.კ. არაჟანი;
  • მარილი გემოვნებით;
  • დაფქული წითელი და შავი წიწაკა გემოვნებით;
  • 1 ჩ.კ. ხმელი ნიორი;
  • 50 გ კარაქი;
  • 1 ს.კ. მაიონეზი;
  • 120 გ მყარი ყველი;
  • მცენარეული ზეთი ფორმისთვის;
  • მწვანილი მოსართავად.

მომზადება

1.გარეცხილი წიწაკა გაჭერით 2 ნაწილად. კუდების მოჭრა არ არის საჭირო, რათა მომზადების პროცესში შიგთავსმა არ გაჟონოს. შემდეგ გაასუფთავეთ თითოეული წიწაკა ტიხრებისა და თესლისგან და ასევე შიგნიდანაც გარეცხეთ. იმისათვის, რომ ბოსტნეული არ იყოს შიგნიდან სველი, გასაშრობად მოათავსეთ ხელსახოცზე.

2. ამასობაში მოამზადეთ შიგთავსი. ამისათვის პომიდორი და ქათმის ხორცი დაჭერით პატარა კუბებად. პომიდორი შეგიძლიათ დაჭრათ კანით ან, სურვილისამებრ, კანი მოაშოროთ. ასევე დაჭერით ხახვი. ამის შემდეგ დაჭრილი პროდუქტები ღრმა თასში გადაიტანეთ.

3. დაამატეთ მაიონეზი, არაჟანი, მარილი, პილპილი და შეაზავეთ სხვა სანელებლებით. გარდა მითითებულისა, შეგიძლიათ დაამატოთ თქვენთვის სასურველი სანელებლები. საფუძვლიანად აურიეთ.

4. აიღეთ ნახევარი წიწაკა და მასში შიგთავსი გადაიტანეთ კოვზით. მნიშვნელოვანია, რომ შიგთავსი ბევრი არ იყოს და წიწაკაზე გროვად არ იდოს, რადგან ამ შემთხვევაში წვენი ამოვა და კერძი მშრალი გამოვა. იგივე გაიმეორეთ დარჩენილ ნახევრებზე.

5. საცხობ ფირფიტას წაუსვით მცენარეული ზეთი და წიწაკის ნახევრები ზედ გადაიტანეთ. თითოეულ ნაჭერს დაადეთ კარაქის პატარა ნაჭერი. ეს კერძის გემოს უფრო დელიკატურს გახდის. წიწაკა თანაბრად მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე, დახრის გარეშე. შეგიძლიათ, მოათავსოთ ერთმანეთთან ახლოს. ბოლოს მოაყარეთ გახეხილი ყველი.

6. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე და მოათავსეთ წიწაკა 40–45 წუთის განმავლობაში. სანამ მზა კერძს მიირთმევთ, სურვილისამებრ, შეგიძლიათ გააფორმოთ მწვანილით. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დაამატოთ გვერდითი კერძიც.

დარწმუნებულები ვართ, რომ ასე მომზადებული წიწაკის ნაზი გემო გულგრილს არ დატოვებს თქვენი ოჯახის არცერთ წევრს და ასევე სტუმარს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს