აღმზრდელი მშობლები ეუბნებოდნენ, რომ ის ჰავაელი იყო. 30 წლის შემდეგ სიმართლე გამჟღავნდა

0
1119

რა არის მნიშვნელოვანი პატარა ბავშვისთვის? რა თქმა უნდა, ოჯახი, რადგან მზრუნველი დედ-მამა პატარას სამყაროს შეცნობასა და განვითარებაში დაეხმარება და დიდი უცნობი სამყაროში შესასვლელად მოამზადებს. მამაზე უკეთ ვინ აუხსნის ბიჭს, რომ სუსტების დაჩაგვრა არ შეიძლება? მხოლოდ დედას შეუძლია იყოს ქალიშვილისთვის სიკეთის საუკეთესო მაგალითი.

სტივენ კარტერ-უმცროსს შეუძლია ამ ყველაფრით დაიკვეხნოს. მას მზრუნველი დედა და მამა თავს ევლებოდნენ. თუმცა ამ ხალხმა ის იშვილა და როცა სიმართლე გამჟღავნდა, სტივენის სამყარო თავიდან ბოლომდე გადაყირავდა.

როცა იმ ფაქტს შეეგუა, რომ ნაშვილები იყო, ნებისმიერი გზით ბიოლოგიური მშობლების შესახებ  ინფორმაციის გაგება მოისურვა. არა იმიტომ, რომ სტივენი მადლიერი ბავშვი არ იყო, ეს უბრალოდ ადამიანური ცნობისმოყვარეობა იყო, რამაც საშინელ სიმართლეს ფარდა ახადა.

აშშ-ს ჯარის მეთაური სტივენ კარტერი 1980 წელს ჰავაიში მსახურობდა. თავის მეუღლესთან, პეტთან ერთად მან ბავშვის აყვანა გადაწყვიტა. წყვილს სამი წლის ტენზინ ამეა მოეწონათ და დაუყონებლივ თავის ოჯახში მიიღეს.

ჩანაწერების მიხედვით ბავშვი 1977 წლის 16 იანვარს დაიბადა. საბავშვო სახლში თითქმის 3 წელი გაატარა, სანამ 1980 წლის 23 სექტემბერს სტივენმა და პეტმა თან არ წაიყვანეს.

ნაშვილები ბავშვის მშობლების შესახებ პრაქტიკულად არანაირი ინფორმაცია არ იყო. მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ტენზინის მამა ადგილობრივი ჰავაელი იყო, ხოლო დედა უდარდელი გოგონა, რომელიც დააპატიმრეს, როცა ტენზინი მხოლოდ 5 თვის იყო.

ტენზინი სტივენ უმროსი გახდა და თავის ახალ ოჯახთან ერთად ქალაქ მედფორდ ლეიკსში დამკვირდა. აქ განათლება მიიღო, მეგობრები შეიძინა და ამერიკული ფეხბურთით დაკავდა. ბავშვის ჩვეულებრივი ცხოვრებაში აშშ-ში.

როცა სტივენი გაიზარდა, ფესვებით სულ უფრო და უფრო დაინტერესდა. მშობლები მას შვილად აყვანის ფაქტს არ უმალავდნენ, მაგრამ ვერც ეხმარებოდნენ. „ყველაზე მეტად გამაკვირვა იმ ფაქტმა, რომ ცისფერთვალება ქერა გავიზარდე. ამან დაარღვია მითი, რომ ჩემი მამა ჰავაური წარმოშობის იყო“ – ამბობს ბიჭი.

ერთხელ საშობაო დღესასწაულზე დნმ-ის ტესტის სახით საკუთარ თავს საჩუქარი გაუკეთა. ტესტმა აჩვენა, რომ მას სკანდინავიური გენები ჰქონდა. ისტორია სულ უფრო საინტერესო ხდებოდა.

2011 წელს კარტერმა კარლინ უაიტის ისტორია წაიკითხა, რომელიც ჰარლემიდან ჯერ კიდევ ჩვილი გაიტაცეს. გოგონამ 23 წელი არ იცოდა, რომ ნაშვილები იყო. საბოლოოდ, კი ნამდვილი მშობლები იპოვა. სწორედ მაშინ, ბიჭმა მოქმედება გადაწყვიტა.

კარლინის მაგალითით სტივენმა მშობლების მოძებნა დაიწყო. ამ საქმეში მას საიტი missingkids.com დაეხმარა, სადაც დაკარგული ბავშვების შესახებ ინფორმაცია ინახებოდა.

წარმოიდგინეთ როგორი გაოცებული იყო, როცა აქ საკუთარი თავი აღმოაჩინა. მარკს პანამა მორიარტის სახელით 1977 წელს დაბადებული ბავშვი დაკარგულად ითვლებოდა. სპეციალისტებმა ბავშვის პორტრეტი შექმნეს, თუ მოზარდობის პერიოდში როგორი იქნებოდა. ეს კი ზედგამოჭრილი სტივენი იყო!

მთავრობასთან დაკავშირებით კარტერმა გაარკვია, რომ მარკს პანამა მორიარტი და ის ერთი და იგივე ადამიანი იყო. ინფორმაციაში მითითებული იყო, რომ 1977 წლის ივნისში ვიეტნამის ომის ვეტერანი, მარკ ბარნსი ჰავაიზე ჟურნალისტად მუშაობდა. მისი შეყვარებული, მხატვარი შარლოტა მორიარტი 21 ივნისს ბავშვთან ერთად სასეირნოდ გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

მარკი პოლიციას დაუკავშირდა, მაგრამ ბავშვის და ქალის პოვნა ვერ შეძლეს. მამაკაცმა მათი ძებნა დამოუკიდებლად გააგრძელა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია.

ნარკოტიკულ მდგომარეობაში მყოფი შარლოტა ბავშვთან ერთად კუნძულის მეორე მხარეს სეირნობდა. როცა გოგონა პოლიციამ დაიჭირა, სხვა სახელი დაასახელა და ბავშვის შესახებ ცრუ ჩვენება მისცა.

ფსიქიკური პრობლემების გამო შარლოტა საავადმყოფოში, ბავშვი გამოგონილი სახელით კი ბავშვთა სახლში მოხვდა. მარკს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მისი შვილი მისგან სადღაც 30 მილის მოშორებით იმყოფებოდა.

დნმ-ს ტესტის დახმარებით სტივენმა გაიგო, რომ მასზე 8 წლით უფროსი ბიოლოგიური და, ჯენიფერი ჰყავდა. მათ ძალები გააერთიანეს, რომ მამა ეპოვნათ. გაირკვა, რომ ის კალიფორნიაში გადავიდა, მაგრამ შემდეგ უკვე კვალი დაიკარგა.

„სტივენ-უმცროსი ისე გავზარდეთ, როგორც მშობლიური. ბიოლოგიური მშობლების პოვნის მანიაკალური სურვილმა ჩვენი გაოცება გამოიწვია, თუმცა დროთა განმავლობაში შევეგუეთ“ – ამბობენ სტივენი და პეტი.

როგორც ჩანს, ისტორია ჯერ არ დასრულებულა. სტივენის ენთუზიაზმის შემხედვარე შეიძლება ითქვას, რომ თავის ბიოლოგიურ დედ-მამას საბოლოოდ მაინც იპოვის. თუმცა ამით შვებას იგრძნობს?

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი