მულტისახარში ქვაბის ფუნქციები, რომელთა შესახებ შესაძლოა არ იცოდეთ

6

თანამედროვე დიასახლისების ცხოვრების გასამარტივებლად, ყოველწლიურად მაღაზიებში უფრო და უფრო მეტი ახალი საყოფაცხოვრებო ტექნიკა ჩნდება. მაგრამ თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ ასეთი ხელსაწყოები სამზარეულოში, მაშინ გირჩევთ დაიწყოთ მულტისახარში ქვაბის შეძენით. გარდა ცნობილი ფუნქციებისა, მას აგრეთვე გააჩნია ფუნქციები, რომელთა შესახებაც შესაძლოა მისმა მფლობელმა არც კი იცოდეს.

ჩემმა მეგობარმა ზაფხულში აგარაკზე მხოლოდ მულტისახარში ქვაბი გაიყოლა. წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როდესაც მან მხოლოდ მულტისახრშ ქვაბში მომზადებული კერძებით გაშალა ძალიან მდიდრული სუფრა. მისი თქმით, მულტისახარში შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ კერძების მოსამზადებლად, არამედ სხვა საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის. მე ეს არ ვიცოდი!

მულტისახარში ქვაბის უჩვეულო ფუნქციები

მულტისახარში ქვაბის მთავარი მახასიათებელია ის, რომ მასში მარტივია პროდუქტების მოთუშვა, მოხარშვა, შეწვა და გამოცხობა. შეგიძლიათ დატოვოთ იგი უყურადღებოდ და არ შეგეშინდეთ, რომ ფაფა გადმოვა ან ნამცხვარი დაიწვება. არსებობს მულტისახარში ქვაბის ფუნქციები, რომლებიც ამ მოწყობილობას კიდევ უფრო პრაქტიკულს ხდის.

საკვების გალღობა

საკვების გალღობა არ არის სწრაფი პროცესი. მაგრამ თუ გაქვთ მულტისახარში ქვაბი, მაშინ შეგიძლიათ მნიშვნელოვნად დააჩქაროთ იგი. ამისათვის გამოიყენეთ “ორთქლზე ხარშვის” რეჟიმი. პროდუქტების გალღობას მხოლოდ 15 წუთი დასჭირდება.

მოათავსეთ პროდუქტი სპეციალურ განყოფილებაში და შეავსეთ თასი წყლით. ჩართეთ მულტისახარში ქვაბი და დაელოდეთ რამდენიმე წუთს. ამ გზით გაყინული ხორცი და თევზი შეინარჩუნებს მეტ საკვებ ნივთიერებებს, ვიდრე ჩვეულებრივ მიკროტალღურ ღუმელში გალღობისას.

ფონდიუ

თუ ყოველთვის გაინტერესებდათ ფონდიუს გემო, რომელსაც უცხოური ფილმების პერსონაჟები მიირთმევენ, მაშინ მის გაგებაში მულტისახარში ქვაბი დაგეხმარებათ. მულტისახარში ქვაბის თასში გაადნეთ შოკოლადი ან ყველი და მაგიდასთან მიიტანეთ პირდაპირ თასით. ამ შემთხვევაში პროდუქტი უფრო დიდხანს დარჩება გამდნარ მდგომარეობაში.

თუ თქვენს მულტისახარშს აქვს დიდი თასი, შეგიძლიათ მასში ერთდროულად გაადნოთ რამდენიმე სხვადასხვა პროდუქტი. ამისთვის თასში მოათავსეთ რამდენიმე სითბოს ამტანი ფორმა და მოათავსეთ დაქუცმაცებული პროდუქტი, რომელსაც გადნობა სჭირდება. ჩაასხით წყალი თასში ისე, რომ მიაღწიოს ფორმების სიმაღლის ნახევარს და დააყენეთ ნებისმიერი მაღალი ტემპერატურის რეჟიმი. თავსახური უნდა იყოს ღია.

გამდნარ ნარევში ჩააწეთ ხილი, კრეკერი, ბოსტნეული, თხილი და სხვა საყვარელი საკვები.

რამდენიმე კერძი ერთდროულად

მულტისახარშ ქვაბში შეგიძლიათ მოამზადოთ ორი კერძი ერთდროულად: გვერდითი კერძი და ხორცი ან თევზი. მოათავსეთ მარცვლეული ან კარტოფილი თასში. ორთქლზე მოსამზადებელი კერძების განყოფილებაში მოათავსეთ ხორცი და ჩართეთ “მოთუშვის” რეჟიმი. ეს დაზოგავს თქვენს დროს და ორთქლზე მოხარშულ ხორცსა და თევზს ნაკლებად საზიანოს გახდის ორგანიზმისთვის.

ჰაერის გამაგრილებელი

სცადეთ შექმნათ ხელნაკეთი ჰაერის გამწმენდი მულტისახარშის გამოყენებით. ის სასარგებლოა არა მხოლოდ არომატის გასაუმჯობესებლად. არომატული ნაყენი, რომელიც მულტისახრშ ქვაბში მზადდება, ხელს უშლის გაციებას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და აუმჯობესებს ძილს.

 

ნაყენის მოსამზადებლად აიღეთ 2 ჭიქა წყალი, 6 დარიჩინის ჯოხი, 2 ჩ.კ. მიხაკი, 2 საშუალო ფორთოხალი ან ლიმონი. ციტრუსები გაფცქვენით, დაჭერით მსხვილ ნაჭრებად და მოათავსეთ თასის ძირზე, დაუმატეთ სანელებლები. ინგრედიენტებს დაასხით წყალი და დააყენეთ „ორთქლის“ რეჟიმი. მოხარშეთ ნაყენი ღია სახურავით, დაამატეთ წყალი ყოველ ნახევარ საათში. იმის უზრუნველსაყოფად, რომ არომატი გავრცელდეს არა მარტო სამზარეულოში, არამედ სხვა ოთახებშიც, მოწყობილობა პერიოდულად სხვადასხვა ოთახში გადაიტანეთ.

თბილი პირსახოცები

მულტისახარში ქვაბის დახმარებით შეგიძლიათ თქვენი პირსახოცები სახსრების ტკივილის სამკურნალო საშუალებად აქციოთ. აიღეთ პატარა პირსახოცი, გადაახვიეთ და მოათავსეთ თასის ძირში. დაამატეთ ცოტა წყალი, რომ ქსოვილი ნესტიანი გახდეს. პირსახოცი დატოვეთ მოწყობილობაში რამდენიმე საათის განმავლობაში, აირჩიეთ ნელი ხარშვის რეჟიმი.

გამოიყენეთ ეს თბილი პირსახოცი, როგორც კომპრესი და მატონიზირებელი საშუალება ხელებისა და სახისთვის.

გადადებული სტარტი

ფუნქცია, რომლის შესახებაც ყველა დიასახლისმა არ იცის, საშუალებას გაძლევთ მოამზადოთ საკვები ზუსტად განსაზღვრულ დროს. საუზმე მზად იქნება ზუსტად მაშინ, როდესაც ოჯახი სუფრას მიუსხდება. თუ იცით, რომ საღამოს სტუმრები მოდიან, ჩატვირთეთ მულტისახარში ქვაბი სასურველი კერძის ყველა ინგრედიენტით და დააყენეთ ტაიმერი. თქვენ აღარ მოგიწევთ სამუშაოდან სწრაფად გამოქცევა, რადგან მულტსახარშმა ქვაბმა უკვე მოამზადა კერძი.

გახსოვდეთ, რომ მულტისახარში ქვაბის საშუალებით შეგიძლიათ მოამზადოთ უამრავი მოულოდნელი, მაგრამ ძალიან გემრიელი კერძი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს