როგორ მოვხარშოთ სიმინდი, რომ ტკბილი და რბილი გამოვიდეს

11

არც ერთი ზაფხული არ გადის წვნიანი და არომატული მოხარშული სიმინდის გარეშე. პირადად ოხშივარამოსული მზიანი ტაროები მახსენებს ზღვაზე დასვენებას შორეული ბავშვობიდან. ხანგრძლივი ცურვის შემდეგ დანაყრების საუკეთესო საშუალება იყო. დღეს ბაზარში ათი ტარო სიმინდი ვიყიდე და დავინტერესდი, როგორ მოვხარშო გემრიელად მთელი ოჯახისთვის.

დამეხმარა მეზობელი, რომელმაც ახალგაზრდობის წლები ზღვისპირა საკურორტო ქალაქში გაატარა. მაშინ სიმინდს ხარშავდა და სანაპიროზე მიჰქონდა გასაყიდად, რომ დამატებითი ფული ეშოვა. დეიდა ლელა (ასე ჰქვია მეზობელს) სიმინდს ხარშავდა საიდუმლო მეთოდით, რომლის წყალობით მისი პროდუქტი სანაპიროზე ყველაზე პოპულარული იყო და, შესაბამისად, გემრიელი. მისი რეცეპტით მოვამზადე და გავოგნდი. ნამდვილად ის გემოა ჩემი ბავშვობიდან!

როგორ მოვხარშოთ გემრიელად სიმინდი?

ინგრედიენტები:

  • 10 ტარო სიმინდი
  • 2-3 ლ წყალი
  • 40 გ კარაქი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. სიმინდი ფურცლებისგან გაწმინდეთ და წყალში 2 საათი გააჩერეთ. ასე მარცვლები უფრო დარბილდება.

2. წყალი ქვაბში ჩაასხით და ცეცხლზე დადგით. როგორც კი წყალი ადუღდება, სიმინდი ქვაბში გადაიტანეთ.

3. შემდეგ წყალს კარაქი დაუმატეთ. თავსახური დაახურეთ და სიმინდი 15-20 წუთი ხარშეთ.

4. ხარშვის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ქვაბს მარილი დაუმატეთ და კერძის მომზადება დაასრულეთ. თუ მარილს ხარშვის დაწყებისას დაუმატებთ, მარცვლები ნაკლებად რბილი გახდება.

5. ქვაბიდან წყალი გადაასხით, თავსახური დაახურეთ, პირსახოცით შეფუთეთ და კიდევ 20 წუთი სითბოში გააჩერეთ. მოხარშული სიმინდი მზადაა!

როგორ მოვამზადოთ სიმინდი გრილზე?

თუ გსურთ უფრო ნაჯერი და გამოხატული გემოს მიღება, სიმინდი გრილზე მოამზადეთ.

1. აიღეთ რამდენიმე ტარო სიმინდი და 15-20 წუთი ხარშეთ. თუ სიმინდი რბილია, ეს პუნქტი შეგიძლიათ გამოტოვოთ.

2. ტაროები თანაბარ ნაჭრებად დაჭერით, კარაქი წაუსვით და ცოტა მარილი მოაყარეთ.

3. გრილის გაცხელებულ ზედაპირზე სიმინდის ნაჭრები დააწყვეთ. ყველა მხრიდან ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით.

4. ამის შემდეგ სიმინდი საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ და ღუმელში 5 წუთი აცხვეთ. სიმინდი გრილზე მზადაა!

სიმინდი შეიძლება იყოს იდეალური გარნირი ხორცის ან თევზის კერძისთვის ან დამოუკიდებელი კერძი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს