არ გადაყაროთ ყავის ნალექი, არამედ გამოიყენეთ როგორც ძვირფასი მასალა

5

დილის ყავა არის არა მხოლოდ სასმელი, არამედ ერთგვარი რიტუალი. ფინჯანი არომატული სასმელი გამოფხიზლებაში გვეხმარება და ენერგიით გვავსებს, თავად პროცესი განწყობას გვიმაღლებს და დროს გვაძლევს დღის დასაგეგმად. როგორც არ უნდა მოამზადოთ ყავა, შედეგად, ყოველთვის რჩება ყავის ნალექი, რომელსაც ბევრი ნარჩენად მიიჩნევს, მაგრამ ასე არ არის.

ჩემმა მეგობარმა, რომელსაც თავისი დღე ამ სასმლის გარეშე ვერ წარმოუდგენია, მიამბო, როგორ გამოვიყენო ყავის ნალექი სახლში. ახლა აღარ ვყრი ამ ძვირფას პროდუქტს. თქვენც სცადეთ!

ყავის ნალექი: როგორ გამოვიყენოთ კოსმეტიკაში და საოჯახო საქმეში

ყავის ნალექით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ბევრი ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო და კოსმეტიკური პროდუქტი. ასე თანხასაც კარგად დაზოგავთ.

ტანის სკრაბი

ტანის სკრაბი ყავის ნალექის გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვარიანტია. წვრილი აბრაზიული ნაწილაკების ხარჯზე ყავის ნალექი კანს ნაზად აშორებს მკვდარ უჯრედებს.

ყავის ნალექი შეგიძლიათ გამოიყენოთ სუფთა სახით ან შეურიოთ სხვა პროდუქტებს. სკრაბის გამოყენებამდე კანი შხაპის ქვეშ ოდნავ უნდა დაორთქლოთ. ყავა ტანზე მსუბუქი მასაჟური მოძრაობით წაისვით, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და დამატენიანებელი ლოსიონი ან კრემი წაისვით.

თუ მშრალი კანი გაქვთ, ყავის სკრაბს ზეითუნის ზეთი დაუმატეთ. ის დამატებით ატენიანებს კანს და გლუვს და ხავერდოვანს ხდის.

ყავის ნალექი თაფლთან ერთად ცელულიტს შესანიშნავად ებრძვის. ამისთვის 2 ს/კ ყავის ნალექი და 2 ს/კ თხევადი თაფლი აურიეთ და ცოტა წყალი დაუმატეთ. ნარევი კანზე წაისვით, 7-10 წუთი გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ყავის სკრაბი ზღვის მარილით ყველაზე ინტენსიურად მოქმედებს. აიღეთ 3 ს/კ ყავის ნალექი და 3 ს/კ მარილი, აურიეთ და 10 მლ ნებისმიერი მცენარეული ზეთი დაუმატეთ. ნარევი კანზე წაისვით, 5 წუთი გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

სახის სკრაბი

ყავის ნალექი კოსმეტოლოგიაში შეგიძლიათ გამოიყენოთ. გახსოვდეთ, რომ ასეთმა სკრაბმა მგრძნობიარე და მშრალი კანი შეიძლება დააზიანოს. ყავის ნალექი სახისთვის არა მხოლოდ აშორებს კანს მკვდარ უჯრედებს, არამედ აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ასე კანს მოაშორებთ რუხ ელფერს და მიანიჭებთ ჯანსაღ ბზინვარებას.

ნიღაბი არაჟნით კანს კარგად ატენიანებს. 2 ს/კ ყავის ნალექი და 2 ს/კ არაჟანი აურიეთ, 1 ჩ/კ ნუშის ზეთი დაუმატეთ. მიღებული ნარევი კანზე წაისვით, 15 წუთი გაიჩერეთ და ჩამოიბანეთ. შემდეგ დამატენიანებელი ტონიკი წაისვით.

სკრაბი თმის ცვენის საწინააღმდეგოდ

თმის გასაძლიერებლად და მისი ზრდის დასაჩქარებლად გააკეთეთ სკრაბი, რომელიც თავის დაბანამდე უნდა გამოიყენოთ. ყავის ნალექის და წყლის ნარევი სველ სკალპზე წაისვით და მსუბუქად დაიმასაჟეთ. ნარევი თმაზე 10 წუთი გაიჩერეთ, შემდეგ წყლით ჩამოიბანეთ. შემდეგ თავი ჩვეული მეთოდით დაიბანეთ.

ასეთი სკრაბი კვირაში 1-2-ჯერ გაიკეთეთ. ქერა თმაზე მისი გამოყენება არ ღირს, რადგან ყავამ თმა შეიძლება შეღებოს, განსაკუთრებით გაღიავებული თმა.

ჭურჭლის სარეცხი საშუალება

მაღალი აბრაზიულობის გამო ყავის ნალექი ძალიან ჭუჭყიანი ჭურჭლის გასარეცხად შეგიძლიათ გამოიყენოთ. რა თქმა უნდა, ტაფაზე შავ ნამწვს ვერ გაუმკლავდება, მაგრამ ქვაბში ან თეფშზე მიმხმარ საჭმელს მოაშორებს. ასეთი საშუალება უფრო ეკოლოგიურია, ვიდრე ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ქიმია. განსაკუთრებით გამოგადგებათ, თუ თქვენ ან ოჯახის რომელიმე წევრს ალერგია აწუხებს.

ჰაერის გამწმენდი

თუ მაღაზიაში სუნამოები შეგირჩევიათ, იცით, რომ ყავა შესანიშნავად შთანთქავს სუნს. ეს გამოგადგებათ, თუ გადაწყვეტთ ყავის ნალექის გამოყენებას ჰაერის გამწმენდად. ამისთვის აიღეთ პატარა ნაჭრის ქისა და მშრალი ყავის ნალექით გაავსეთ.

ასეთი გამწმენდი შეგიძლიათ გამოიყენოთ სამზარეულოში, სააბაზანოში ან კარადაში, სადაც სეზონურ ტანსაცმელს ინახავთ.

საშუალება ხახვის და ნივრის სუნის მოსაშორებლად

საჭმლის მომზადების შემდეგ ვერ იშორებთ ნივრის სუნს ხელებიდან? ყავის ნალექი სუნის გაქრობაში დაგეხმარებათ. ხელები ყავის ნალექით გაიწმინდეთ და სუნი გაქრება. დამატებით, ხელების კანი უფრო რბილი და ნაზი გახდება.

ავეჯზე ნაკაწრების შემნიღბავი

თუ სახლში გაქვთ ხის ავეჯი, ალბათ, მასზე ნაკაწრების პრობლემა თქვენთვის ნაცნობია. ეს მცირე, მაგრამ უსიამოვნო შემთხვევაა, რომელსაც ავეჯის გარეგნობის გაფუჭება შეუძლია. ყავის ნალექი აქაც დაგეხმარებათ. ნალექი გააცხელეთ, სანამ წყალი ნაჯერი ფერი არ გახდება და გადაწურეთ. ხის ავეჯზე ნაკაწრები დაასველეთ, სანამ ფერი არ გათანაბრდება.

სასუქი

გამოცდილი მეაგარაკეები ხშირად იყენებენ ყავის ნალექს სასუქად. ასეთი სასუქი კიტრს განსაკუთრებით მოსწონს. ვინაიდან ყავა იზიდავს ჭიაყელებს, ისინი აუმჯობესებენ ნიადაგის ხარისხს, მას აფხვიერებენ. ეს კი დადებითად აისახება მოსავალზე.

ყავის ნალექის მოყრის შემდეგ ქერქი რომ არ წარმოიქმნას, დამატებამდე კომპოსტი ან ბალახი შეურიეთ.

ყავის ნალექი ლიპყინულის საწინააღმდეგოდ

ყავის ნალექი კარგად უმკლავდება ლიპყინულს, ამიტომ ზამთარში გზაზე შეგიძლიათ დაყაროთ. მარილის და სხვა რეაგენტებისგან განსხვავებით, ყავა არ აზიანებს ფეხსაცმელს და არ მოქმედებს კანზე კონტაქტის დროს. გარდა ამისა, ყავის ნალექი უფრო უსაფრთხოა შინაური ცხოველების თათებისთვის.

მარინადი ხორცისთვის

მოამზადეთ ხორცი ყავის ნალექში და ეს რეცეპტი თქვენი ერთ-ერთი ფავორიტი გახდება. ასეთი მარინადი ღორის ხორცისთვის იდეალურია. 2 ს/კ ყავა და 2 ს/კ კოჭის ფხვნილი აურიეთ, 1 ჩ/კ წიწაკა და მარილი გემოვნებით დაუმატეთ. ეს ნარევი ხორცს წაუსვით, პარკში გაახვიეთ და მაცივარში რამდენიმე საათი შედგით.

ხორცი მაცივრიდან გამოიღეთ, ტაფაზე რამდენიმე წუთი შეწვით მოწითალო ქერქის მიღებამდე და ღუმელში მოათავსეთ გამოსაცხობად. ცხობის დროს ხორცს ფოლგა დააფარეთ და მომზადების დასრულებამდე 15 წუთით ადრე ფოლგა მოხსენით. ხორცს მოასხით გამოყოფილი წვენი და ღუმელში დააბრუნეთ გამოყოფილი დროის ბოლომდე.

ყავას შეუძლია გაგახაროთ არა მხოლოდ სასმლის სახით, არამედ შეიძლება გახდეს თქვენი დამხმარე კოსმეტოლოგიაში და სამზარეულოში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს