ბაზრის გამყიდველმა მასწავლა, როგორ შევინახო ახალი და წვნიანი მწვანილი დიდხანს

6

ყველამ იცის, რომ მწვანილი ჩვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. ვიტამინების შემცველობის გარდა მწვანილი იდეალურად ავსებს სხვადასხვა კერძის გემოს. სამწუხაროდ, ნაყიდი მწვანილი შეძენიდან მეორე დღესვე ჭკნება. მეც მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი. შემდეგ კი მეგობარმა, რომელიც შეფმზარეულია, გამიმხილა საიდუმლო, როგორ შევინახო ახალი და წვნიანი მწვანილი დიდხანს.

ამ მეთოდებს ხშირად იყენებენ არა მხოლოდ მაღაზიებში და ბაზრებში. ბევრი რესტორნის და კაფეს მენიუში არის კერძი ახალი მწვანილით, რომლის დიდხანს შენახვა უნდა იცოდე. მეგობრის რჩევა გავითვალისწინე და ახლა ოხრახუშს და კამას კვირაობით ვინახავ!

როგორ შევინახოთ მწვანილი: პროფესიონალის რჩევები

მეთოდი 1

პირველ რიგში, ქორფა მწვანილი შეგიძლიათ შეინახოთ რამდენიმე დღის განმავლობაში წყლის გამოყენებით. კონა კამა ან ოხრახუში ჭიქა წყალში ღეროებით ქვემოთ მოათავსეთ, ზედა ნაწილზე პარკი ჩამოაცვით. ასე მწვანილს წყალში შეინახავთ, რის ხარჯზეც სწრაფად არ დაჭკნება.

მეთოდი 2

აიღეთ დიდი კონტეინერი, წყლით აავსეთ და მასში მწვანილი მოათავსეთ, მტვერი კარგად მოაშორეთ. გარეცხილი მწვანილი ქაღალდის ხელსახოცზე გადაიტანეთ და გაამშრალეთ. დიდ კონტეინერში მშრალი მწვანილი მოათავსეთ, თავსახური დაახურეთ და მაცივარში შეინახეთ.

ამ მეთოდით მწვანილს 7-10 დღე შეინარჩუნებთ.

მეთოდი 3

ოდნავ მომჭკნარი მწვანილი სითხით რომ შეავსოთ, კონა მწვანილი ცივი წყლით სავსე კონტეინერში მოათავსეთ და რამდენიმე საათი გააჩერეთ. ასე ფოთლები წყლის ბალანსს შეივსებს. შემდეგ კონტეინერიდან წყალი გადაასხით, მაგრამ ნესტიანი დატოვეთ. სველი მწვანილი კონტეინერში დააბრუნეთ და მაცივარში შეინახეთ.

ამ მეთოდით მწვანილი გამოცოცხლდება და კიდევ 1 კვირა ქორფა დარჩება.

მეთოდი 4

ამ მეთოდს „მძიმე არტილერია“ შეგიძლიათ უწოდოთ, რადგან სწორედ მას იყენებენ გამოცდილი გამყიდველები, რათა მწვანილს ახალდაკრეფილის იერი ჰქონდეს.

დახლზე გატანამდე მწვანილს ძმრის ხსნარის გამოყენებით უჩვეულო მეთოდით რეცხავენ. ხსნარის მოსამზადებლად ჭიქა ცივი წყალი და 1 სუფრის კოვზი ძმარი აურიეთ. კონტეინერში მოათავსეთ მწვანილი და დაასხით ხსნარი ისე, რომ ყველა ფოთოლი წყალში იყოს. ფოთლები ამ ხსნარში 1 საათი გააჩერეთ. ესეც ასე, მწვანილი ახალივითაა!

სახლის პირობებში მწვანილს პერიოდულად ძმრის ხსნარი გადაავლეთ და მაცივარში შეინახეთ.

გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი მწვანილი შეგიძლიათ გაყინოთ, რაც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ მისგან სარგებელი მთელი წლის განმავლობაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს