თუ დარბაზში ვარჯიშით სასურველ პრესს ვერ იღებთ, გამოშრობა გჭირდებათ – 2 კვირის მენიუ

4

თითოეულ ჩვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უცდია წონაში დაკლება, სანაპიროზე ლამაზად რომ გამოჩენილიყო. პრობლემა ის არის, რომ ხშირად, აქტიური ვარჯიშის შემთხვევაშიც, წონა იკლებს, მაგრამ სასურველი რელიეფი არ ფორმირდება. მეც მსგავს პრობლემას ვაწყდებოდი, სანამ მწვრთნელმა გამოშრობა არ მირჩია. მიამბო, როგორი უნდა იყოს კვება სხეულის გამოშრობის დროს.

მწვრთნელმა ჩემთვის შექმნა მენიუ, რომელიც უნდა დამეცვა 14 დღის განმავლობაში. საკმაოდ მოქნილი და მრავალფეროვანი დიეტაა, რაც მის დაცვას ამარტივებს. შედეგმა გამაოგნა, მხოლოდ 2 კვირაში ჩემი სხეული საგრძნობლად დაიჭიმა და რელიეფი გამოჩნდა. გიზიარებთ კვების მენიუს.

კვება სხეულის გამოსაშრობად: წესები და პროდუქტების ნაკრები

გამოშრობა კვების და სპორტული დატვირთვის კომპლექსია, რომელიც მიზნად ისახავს ცხიმოვანი დეპოზიტების შემცირებას და ზედმეტი სითხის გამოდევნას. გამოშრობის ხარჯზე შეგიძლიათ შექმნათ ლამაზი რელიეფი და დაიკლოთ ჭარბი წონა, ამასთან შეინარჩუნოთ კუნთოვანი მასა. ასეთ კვებას ხშირად იცავენ სპორტსმენები, ასევე ფიტნეს ბიკინის მოდელები.

გამოშრობის დროს კვების საფუძველია ცილოვანი საკვები ნახშირწყლების მაქსიმალურ შემცირებასთან ერთად. ყურადღება მიაქციეთ, რომ ასეთი კვება შესაფერისია მხოლოდ მათთვის, ვინც სპორტით დაკავებულია და ცხიმის ზომიერი პროცენტი აქვს. მოუმზადებელი ორგანიზმისთვის გამოშრობამ სერიოზული მეტაბოლური დარღვევები შეიძლება გამოიწვიოს.

გამოშრობის ეს ვარიანტი შესაფერისია საშუალო და სუსტი ფიზიკური აქტივობის მქონე ქალებისთვის კუნთოვანი და ჰორმონალური სისტემების დარღვევის გარეშე. ცხიმოვანი ქსოვილების რაოდენობიდან გამომდინარე საშუალოდ დღეში 0,5-1 კგ-ს დაიკლებთ.

პროდუქტების ნაკრები 14 დღეზე

  • 0,5-0,5 კგ მარცვლეული – წიწიბურა, ფეტვი, ოსპი (ყავისფერი ბრინჯით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ)
  • 1 კგ ქათმის გულმკერდი
  • 1 კგ უცხიმო ზღვის თევზი
  • 20 კვერცხი
  • ახალი ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით (კიტრი, პომიდორი, მწვანე სალათა, ბოლოკი, სტაფილო, თეთრი კომბოსტო და ბროკოლი)
  • 1 კგ მჟავე კომბოსტო
  • 2 კგ 5 %-იანი ხაჭო
  • 1 კგ მწვანე ვაშლი
  • 1 კგ გრეიპფრუტი
  • 4 ლ 1 %-იანი კეფირი
  • 150 გ კაკალი
  • 300 გ შავქლიავი
  • 3 ლიმონი

წესები და რეკომენდაციები

1. უმჯობესია დილა დაიწყოთ ჭიქა თბილი ლიმონიანი წყლით. ის ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას და კალორიების წვას.

2. გაღვიძებიდან 30 წუთის შემდეგ ისაუზმეთ. სასაუზმოდ იდეალურია მოხარშული კვერცხი ან ხაჭო. კვირაში ერთხელ საუზმეზე შეგიძლიათ მიირთვათ წყალზე მოხარშული წიწიბურა. ძირითად კერძს აუცილებლად დაუმატეთ ხილი და ფინჯანი ყავა ან მწვანე ჩაი უშაქროდ.

3. წასახემსებლად მიიღეთ ცოტა ხაჭო კეფირით ან 1 მუჭა შავქლიავი ან კაკალი. ერთ წახემსებაზე 4 ბირთვი კაკალი და 4 შავქლიავი საკმარისია.

4. სადილი უნდა მოიცავდეს ხორცის ან თევზის ნაწილს, გარნირს და მწვანე ბოსტნეულს. ერთ კვირაზე 0,5 კგ ხორცი და თევზი მოამზადეთ. პროდუქტები შეგიძლიათ მოხარშოთ, ორთქლზე მოამზადოთ ან უზეთოდ გამოაცხოთ. თევზის და ხორცის დღეები ერთმანეთს ჩაანაცვლეთ.

5. ერთი ულუფა გარნირი სტანდარტულ ჭიქაზე მეტი არ უნდა იყოს. სადილს აუცილებლად დაუმატეთ ბოსტნეული ან მჟავე კომბოსტო. მჟავე კომბოსტოს სარგებელი გამოშრობის დროს უბრალოდ უდავოა – ის ეხმარება ორგანიზმს ცილოვანი საკვების გადამუშავებაში, რომელიც ამ პერიოდში რაციონში ძალიან ბევრია. მჟავე კომბოსტო დაბალკალორიულია, ამიტომ ნებისმიერ დიეტურ რაციონში შეგიძლიათ ჩართოთ.

6. სამხარისთვის შეგიძლიათ მოამზადოთ გამომცხვარი ვაშლი ხაჭოთი. ვაშლი უშაქროდ გამოაცხვეთ, ცოტა დარიჩინი შეგიძლიათ დაუმატოთ. დამატკბობლის როლს შეასრულებს, რის ხარჯზეც 1-2 ვაშლი ყავაზე ან ჩაიზე დესერტს ჩაგინაცვლებთ.

7. სავახშმოდ შესაფერისია ბოსტნეული, რომელიც შეგიძლიათ ჩაშუშოთ ან სალათა მოამზადოთ. მას შეგიძლიათ დაუმატოთ ულუფა ხორცი ან თევზი ან 1 კვერცხი.

8. სანელებლები და მარილი მინიმუმამდე დაიყვანეთ, უკეთესია მთლიანად ამოიღოთ.

9. გახსოვდეთ, დღის განმავლობაში რეკომენდებულია მინიმუმ 2 ლიტრი სუფთა, უგაზო წყლის დალევა. ასევე შეგიძლიათ დალიოთ ნატურალური ყავა ან მწვანე ჩაი უშაქროდ.

14 დღის შემდეგ გამოშრობიდან უნდა გამოხვიდეთ, თანდათან სხვა პროდუქტები დაამატეთ. თანდათან რაციონში შეიტანეთ ხმელი ყველი, არაჟანი და მცენარეული ზეთი საკაზმის და სოუსის სახით. მენიუ შეგიძლიათ გაამრავალფეროვნოთ ბარდით, ლობიოთი და მუხუდოთი, დაამატოთ უფრო ცხიმიანი ჯიშის თევზი და ხორცი.

გახსოვდეთ, მთავარია, რომ გამოშრობიდან თანდათან გამოხვიდეთ. ასე შედეგი დაფიქსირდება და კილოგრამები უკან არ დაბრუნდება. არ დაგავიწყდეთ, რომ კვების და სპორტული ვარჯიშის გარდა, ლამაზი და ჯანსაღი სხეულის მისაღებად აუცილებელია ძილის მოწესრიგება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს