მძიმე რევმატიზმის დასამარცხებლად გამოიყენეთ ოროვანდის ნაყენი.

395

ერთ დროს ფეხის რევმატიზმი მაწუხებდა. დიდხანს ვიანჯებოდი, შემდეგ ვიღაცამ მირჩია, აგვისტოში, ფესვებიანად (ნაყოფის გარეშე) მომეკრიფა ერთწლიანი ოროვანდი, დამექუცმაცებინა ხუთსანტიმეტრიან ნაჭრებად, კარგად გამერეცხა, გამევსო ნედლეულით დიდი ჭურჭელი ნახევრამდე, პირთამდე დამესხა წყალი და, ადუღების შემდეგ, მეხარშა 8 საათით ნელ ცეცხლზე.

გაგრილების შემდეგ გადავწურე, ყოველ 5 ლ ნახარშზე დავუმატე 500 გ შაქარი და ისევ ავადუღე.

მასა უნდა გაგრილდეს მოსათმენ ტემპერატურამდე, გაზავდეს 1 ს.კ. საკვები სოდის ნახარშთან, მასში უნდა ჩაალაგოთ ფეხები, შეიხვიოთ წელამდე საბნით და დაიორთქლოთ ფეხები 20-30 წუთით.

სანამ ფეხებს ითბობთ, 36 გრადუსამდე შეათბეთ შინაური რძეც. ამის შემდეგ, ჩაალბეთ მასში მარლა ან საფენი, ოდნავ დაწურეთ და დაილაგეთ ფეხებზე.

ზემოდან დაიფარეთ კომპრესის ქაღალდი, თბილად შეიხვიეთ, დაწექით საწოლში და გაიჩერეთ დილამდე. დილით ყველაფერი მოიხსენით, საღამოს კი გაიმეორეთ პროცედურა.

ასე, ერთი და იმავე ნარაშის გამოყენებით (ყოველ ჯერზე ვაცხელებდი), 5 პროცედურის შემდეგ მნიშვნელოვანი შვება ვიგრძენი.

მომდევნო წელს, აგვისტოში, ყველაფერი გავიმეორე. 3-წლიანი მკურნალობის შემდეგ, სახსრების ხრაშუნი და რევმატული ტკივილები სამუდამოდ გაქრა.

ჩემი მეზობელიც სრულად ჰყავდა შეპყრობილი რევმატიზმს. იგი პროცედურას რკინის კასრში იტარებდა. იგი აგარაკზე ედგა, ავსებდა კასრს ოროვანდით და შიგ მთლიანად ჯდებოდა. ნახარშით კისრამდე იფარებოდა. 5-დღიანი მკურნალობის შემდეგ, მისი მდგომარეობა იმდენად გაუჯობესდა, რომ მოტოციკლის ტარებაც კი შეძლო.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს