თუ თქვენს ოჯახში გახშირდა სკანდალი და უთანხმოება, ჯანმრთელობა შესუსტდა, თქვენი ყოფის ორგანიზებას დააკვირდით. მიზეზი შეიძლება იყოს არა მხოლოდ რეტროგრადული მერკური, არამედ ჭუჭყიანი ჭურჭელი.
ჯერ კიდევ ბავშვობაში ბებია მასწავლიდა, რომ ჭურჭელი საღამოს უნდა გაირეცხოს. მხოლოდ ახლა დავიწყე მისი რჩევის გათვალისწინება და შედეგმაც არ დააყოვნა. შესაძლოა, თქვენი პრობლემებიც სამსახურში დაკავშირებულია დასარეცხ ჭურჭელთან?
ჭუჭყიანი ჭურჭელი
ალბათ, თქვენთვის ნაცნობია სიტუაცია, როცა სტუმრების წასვლის შემდეგ გინდა ჭუჭყიანი თეფშები და ჭიქები ნიჟარაში დატოვო და დაიძინო, მაგრამ ამის გაკეთება არ შეიძლება რამდენიმე მიზეზით.
ცრურწმენები
ადრე ხალხს სჯეროდა, რომ ყველა სახლს ჰყავს თავისი სახლის ანგელოზი. ოჯახის წევრები ცდილობდნენ მასთან დამეგობრებას, რადგან ის სახლის ნამდვილ მფარველად ითვლებოდა. გაბრაზებული სახლის ანგელოზი ონავრობს: ნივთებს მალავს, ხმაურობს და ღამით აკაკუნებს, კარადაში დაუთოებულ თეთრეულს ურევს და მაგიდაზე პურის ნამცეცებს ფანტავს.
სახლის ანგელოზი რომ არ გაბრაზდეს, უნდა გახსოვდეთ, რომ მას უყვარს წესრიგი და სისუფთავე, ხოლო უწესრიგობისთვის სჯის. ამიტომაც, დასარეცხი ჭურჭლის ღამით გაჩერება გპირდებათ მშფოთვარე ძილს და ოჯახში უთანხმოებას. სახლის ანგელოზს განსაკუთრებით არ მოსწონს ღამით მაგიდაზე დატოვებული დანა.
ნიშნები
ღამით დატოვებულ ჭუჭყიან ჭურჭელთან დაკავშირებით ბევრი ნიშანი არსებობს.
- ნიშნების მიხედვით, ჭუჭყიანი ჭურჭელი იზიდავს უწმინდურ ძალებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე და მდგომარეობაზე.
- თუ მეორე დღეს მოგზაურობას გეგმავთ, ღამით დატოვებულმა ჭურჭელმა გზაზე პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს.
- გასათხოვარი ქალის სახლში ნიჟარაში ჭურჭლის დატოვებამ შეიძლება დააფრთხოს იღბალი სასიყვარულო საქმეებში. თაყვანისმცემელს მოულოდნელად სხვა საქმე შეიძლება გამოუჩნდეს და დაგეგმილი პაემანი არ შედგეს.
- ნიჟარაში დატოვებული ჭუჭყიანი კოვზები და ჩანგლები გამოიწვევს ჭორებს და პრობლემებს სამსახურში.
- ღამით დატოვებული დასარეცხი ჭურჭელი შეიძლება გახდეს ცოლ-ქმარს შორის უთანხმოების მიზეზი, ღალატიც შეიძლება მიიზიდოს.
- ხალხს სჯეროდა, რომ მაგიდაზე ჭუჭყიანი დანა ოჯახის წევრებს შორის კამათის, ჩხუბის და კონფლიქტის ნიშანი იყო. ითვლებოდა, რომ მაგიდაზე დატოვებული დანით სახლის მფლობელს შეიძლება თავს დასხმოდა სახლში შეპარული მძარცველი. ამიტომაც, სუფთა დანაც ღამით თავის ადგილზე უნდა დააბრუნოთ.
ობიექტური ხედვა
ობიექტური მიზეზებიც არსებობს, რატომ არ შეიძლება ღამით ნიჟარაში ჭუჭყიანი ჭურჭლის დატოვება.
1. პირველ რიგში, ჭუჭყიანი ჭურჭელი იზიდავს მწერებს, რომლებიც სხვადასხვა ინფექციის და დაავადების გადამტანი შეიძლება იყვნენ.
2. ჭუჭყიან ჭურჭელში საკვების ნარჩენებით კარგად მრავლდება ბაქტერიები, განსაკუთრებით ზაფხულში. ასე დილით შეიძლება მოგიწიოთ არა მხოლოდ ჭურჭლის გარეცხვა, არამედ სამზარეულოს განიავება.
3. რაც უფრო დიდხანს გააჩერებთ ჭუჭყიან ჭურჭელს, მით უფრო მეტად გახმება და ჩაჯდება ჭუჭყი. მოგიწევთ უფრო ძლიერი საწმენდი საშუალების, ჯაგრისის და ღრუბლის გამოყენება, რამაც შეიძლება დააზიანოს ჭურჭელი, განსაკუთრებით ტაფები და ქვაბები. ანტიმიწვის საფარი, მინანქარი და ტეფლონი გამოუსადეგარი გახდება, რადგან საკვებში გამოყოფს ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერებებს.
გირჩევთ, ნაკლები ყურადღება მიაქციოთ სხვადასხვა ცრურწმენას, რადგან თითოეულ მათგანს სავსებით ლოგიკური ახსნა აქვს. არ დაგავიწყდეთ, რომ სახლის დალაგება პირველი ნაბიჯია თქვენს ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებების გზაზე. თუ ბოლო დროს ყველაფერი არასწორად მიდის, სცადეთ ბინის დალაგება ან ჭურჭლის გარეცხვა მაინც.