გავწმინდოთ უნიტაზი ნივრის გამოყენებით

10

ყველა საყოფაცხოვრებო საქმიანობას შორის უნიტაზის გაწმენდა და რეცხვა ერთ-ერთ ყველაზე რთულ და პრობლემურად ითვლება. ამის მიზეზი არის კირქვის ნადები და ჟანგი, რომელთა მოცილება საყოფაცხოვრებო ქიმიკატების გამოყენების გარეშე ძალიან რთულია. ამ პროდუქტების უმეტესობას აქვს ძალიან მკვეთრი სუნი და შეუძლებელია მათი გამოყენება ხელთათმანების გარეშე. მაგრამ სულ ახლახან, ჩემმა მეგობარმა გამანდო თავისი საიდუმლო, თუ როგორ უნდა გაიწმინდოს უნიტაზი ნივრის გამოყენებით.

თავიდან ხუმრობა მეგონა, რადგან ჩვეულებრივი ქლორის შემცველი პროდუქტების გარეშე უნიტაზის დასუფთავების პროცესი ძნელი წარმოსადგენია. მაგრამ როდესაც ჩემი მეგობრის მეთოდი ვცადე, უნიტაზის საწმენდი საშუალებების უმეტესობა უბრალოდ გაქრა ჩემი სახლიდან. ასეთ ეფექტს არ ველოდი!

როგორ გავწმინდოთ უნიტაზი ნივრის გამოყენებით

ალბათ გახსოვთ, რომ ნიორი ძლიერი ბაქტერიციდია. ნიორში შემავალი ალიცინი იცავს მიკრობებისგან და ხელს უშლის სოკოების გამრავლებას. ამიტომ ნიორი ადვილად შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ანტიბაქტერიული საშუალება უნიტაზის გასაწმენდად.

ნივრის უნიტაზის გასაწმენდად გამოყენება ძალიან სასარგებლოა სახლში, სადაც ბავშვები ან შინაური ცხოველები არიან. თუ ოჯახში ვინმე მიდრეკილია ალერგიისკენ, მაშინ ნიორი სტანდარტული საყოფაცხოვრებო საშუალებების შესანიშნავი ალტერნატივა იქნება.

ნივრის კბილები

ეს მეთოდი ნივრის გამოყენების ყველაზე მარტივი გზაა უნიტაზის გასაწმენდად. ძილის წინ უნიტაზში ჩააგდეთ 1 ცალი გასუფთავებული ნივრის კბილი და დატოვეთ მთელი ღამით. დილით, გაწმინდეთ უნიტაზი ჯაგრისით და ჩარეცხეთ სუფთა წყლით.

ეს უნდა გაიმეოროთ 4 დღეში ერთხელ და შედეგად საერთოდ აღარ დაგჭირდებათ ძვირადღირებული საწმენდი საშუალებები.

ნივრის ნაყენი

უნიტაზის გასაწმენდად სცადეთ ხელნაკეთი ნივრის ნაყენის გამოყენება. მის მოსამზადებლად პატარა ქვაბში აადუღეთ ჭიქა წყალი. ჩაამატეთ წინასწარ დაქუცმაცებული 3 კბილი ნიორი. გადმოდგით ნაყენი ცეცხლიდან, დააფარეთ თავსახური და დატოვეთ 15 წუთის განმავლობაში.

ნაყენი ჩაასხით უნიტაზში, დატოვეთ მთელი ღამით, დილით კი ჩარეცხეთ გამდინარე წყლით.

ნივრის პასტა

ნივრის პასტა შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ უნიტაზის გასაწმენდად, არამედ აბაზანისა და სამზარეულოს გასაწმენდადაც.

დანაყეთ რამდენიმე კბილი ნიორი და შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ძმარი, დაამატეთ ცოტა ლიმონის წვენი. ამ პასტის გამოყენება შესაძლებელია სამზარეულოსა და აბაზანაში ფილებს შორის ადგილების გასაწმენდად, ასევე სახლის სხვა დაბინძურებული ადგილების გასაწმენდადაც.

ჩაი ნივრით

დააყენეთ 1 ლიტრი ჩაი და დაუმატეთ რამდენიმე კბილი ნიორი. დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ ცოტა ხნით. გაციების შემდეგ ჩაი ჩაასხით უნიტაზში და დატოვეთ მთელი ღამის განმავლობაში. დილით საკმარისი იქნება მხოლოდ უნიტაზის ჩარეცხვა.

ნივრის ჩაი შესანიშნავად უმკლავდება ჟანგს და ბაქტერიებს უნიტაზის ზედაპირზე. ასეთი დასუფთავება უნდა ჩატარდეს კვირაში ორჯერ.

თუ რეგულარულად გამოიყენებთ ნიორზე დაფუძნებულ საშუალებებს, საპირფარეშოს გაწმენდა გაცილებით გამარტივდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს