ნეგატიური ენერგია სახლში: 4 ნაბიჯი, როგორ გამოავლინოთ და მოიშოროთ

12

რამდენიმე დღის წინ ბებიას ვესტუმრე და შევჩივლე, რომ ჩემი ოთახის მცენარეების უმეტესობა დასუსტებული და დაავადებულია. ბებიამ რამდენიმე კითხვა დამისვა ბინის მდგომარეობასთან დაკავშირებით და განაჩენი გამოიტანა: ყველაფერში დამნაშავეა ნეგატიური ენერგია სახლში.

აღმოჩნდა, რომ სახლში ნეგატიური ენერგიის დაგროვებაზე მიუთითებს კიდევ რამდენიმე ნიშანი, რომელიც ჩემს ბინაში იყო. ბებიამ დამარიგა, როგორ გამეწმინდა სახლი და შემომეშვა ახალი პოზიტიური ენერგია სივრცეში. ვცადე და თვალებს ვერ ვუჯერებ. გასაოცარი შედეგია!

ნეგატიური ენერგია სახლში

საცხოვრებელში ნეგატიური ენერგიის დაგროვება მაშინვე აისახება ცხოვრების ყველა სფეროზე. როგორც წესი, ასეთ მომენტებში ვფიქრობთ, რომ ყველაფერი არასწორად მიდის, ძალა ნულზეა და მუშაობის სურვილი არ გვაქვს. თუ თქვენთვის ნაცნობი სიტუაციაა, შეამოწმეთ თქვენი ბინა ამ ნიშნებზე, შესაძლოა მას ცუდი ენერგიისგან განკურნება სჭირდება.

ავეჯის და ტექნიკის მუდმივი დაზიანება

აი, ახლახან შევაკეთე ონკანი სამზარეულოში, რომ მტვერსასრუტი გაფუჭდა. ახალი მაგიდა ვიყიდე და უკვე ფეხი ყანყალებს, ფენიც აღარ მუშაობს. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს სახლში ნეგატიური ენერგიის დაგროვების შედეგს.

წყალთან და მილთან დაკავშირებული პრობლემები

თუ ხშირად გიწევთ სანტექნიკოსის გამოძახება დაზიანებული ონკანის, მილის ან მრიცხველის გამო, ნიშანია, რომ სახლში ნეგატიური ენერგია დაგროვდა.

ოთახის მცენარეები ავადდება და კვდება

მცენარეები, როგორც ტექნიკა, სხვადასხვა სახის ენერგეტიკული ნაკადების მიმართ მგრძნობიარეა, რის გამოც ხშირად ავადდება იმ ადგილებში, სადაც ნეგატივი გროვდება. მწვანე მეგობრებს დააკვირდით.

ოჯახის წევრების ავადმყოფობა ან გარდაცვალება

სახლში მცხოვრები ხალხის და ცხოველების ავადმყოფობა, ასევე რომელიმე მათგანის უეცარი სიკვდილი დამაფიქრებელი ნიშანი უნდა იყოს.

თუ მუდმივად გრძნობთ დაღლილობას, სისუსტეს, ძილი არ გეხმარებათ დასვენებაში, მაშინ ეს შეიძლება მშფოთვარე ნიშანი იყოს. მძიმე სიზმრებიც გამაფრთხილებელი ნიშანი უნდა იყოს.

სახლში მწერები ჩნდებიან

ტარაკნების, ჭიანჭველების, ტკიპების და სხვა მწერების მოულოდნელი გამოჩენა უმიზეზოდ არ ხდება. ეს ერთ-ერთი ნიშანია, რომელმაც უნდა გაგაფრთხილოთ ბინის შემოწმების აუცილებლობაზე.

უსიამოვნო სუნის გამოჩენა

თუ ხშირად გრძნობთ უსიამოვნო სუნს ბინაში ხილული წყაროს გარეშე, მაშინ ამან უნდა დაგაფიქროთ.

ნივთების დაკარგვა

თუ სახლში ხშირად იკარგება გასაღები, პასპორტი,  საყურე ან  რაიმე მნიშვნელოვანი წვრილმანი, ჯობია სახლი ნეგატიური ენერგიისგან გაწმინდოთ და არ სთხოვოთ სახლის ანგელოზს დაკარგული ნივთის დაბრუნება.

როგორ გავწმინდოთ სახლი ნეგატიური ენერგიისგან?

აუცილებელი არ არის, იყოთ ბიოენერგეტიკის სპეციალისტი ან მოჩვენებებზე მონადირე, რომ სახლი ნეგატიური ენერგიისგან გაწმინდოთ. საკმარისია, შეასრულოთ რამდენიმე მარტივი მოქმედება და ნახავთ, როგორ გაუმჯობესდება თქვენი ცხოვრება.

საკუთარი თავის გაწმენდა

პირველ რიგში, საკუთარი თავი გაწმინდეთ ნეგატიური ენერგიისგან. როგორც ცნობილია, წყალი და მარილი საუკეთესო გამწმენდია. შხაპი მიიღეთ და შხაპგელის ნაცვლად სუფრის მარილი გამოიყენეთ. მარილი კანში ნაზად შეიზილეთ, შემდეგ წყლით ჩამოიბანეთ და წარმოიდგინეთ, როგორ მიაქვს მთელი ნეგატივი. მალე შვებას იგრძნობთ.

ეფექტის დასაფიქსირებლად ლოცვას ან მედიტაციას მიმართეთ, ასე გონების გაწმენდას და პოზიტიურ აზრებზე განწყობას შეძლებთ.

სივრცის გაწმენდა

შემდეგ იწყება ყველაზე მოცულობითი ეტაპი – სივრცის გაწმენდა.

1. სახლის დასუფთავება ნივთების დახარისხებით დაიწყეთ. პირველ რიგში, მოიშორეთ ნივთები, რომელთაც ერთ წელზე მეტია არ იყენებთ. ასეთ ნივთებში გროვდება სტაგნაციის ენერგია. თუ ამ პერიოდის განმავლობაში ნივთები ერთხელაც არ დაგჭირდათ, მშვიდად შეძლებთ ცხოვრების გაგრძელებას მის გარეშე. შემოწმებულია!

2. გადაყარეთ ყველაფერი, რაც გაფუჭებულია და არ მუშაობს. ტექნიკა შეაკეთეთ ან გაუშვით ნაგავსაყრელზე. იგივე ეხება გატეხილ და დაზიანებულ ნივთებს.

3. არ შეინახოთ სახლში დაბზარული ჭურჭელი, რადგან ბზარებიდან კეთილდღეობის ენერგია ჟონავს. ასეთი ჭურჭლიდან ჭამა არ შეიძლება.

4. გარდერობის გადახარისხება არ დაგავიწყდეთ. გადაყარეთ ნახვრეტიანი, გაცვეთილი და გაფუჭებული ნივთები. დაემშვიდობეთ ნივთებს, რომლებიც მინიმუმ 2 სეზონი არ ჩაგიცვამთ.

5. არ შეინახოთ ნახევარი კარადა მომავალში გახდომის იმედზე. თუ უეცრად დაიბრუნებთ ფორმებს, როგორიც სკოლის პერიოდში გქონდათ, ძველი ნივთების ჩაცმას აღარ ისურვებთ. უმჯობესია ეს ნივთები მისცეთ მათ, ვისაც ახლა სჭირდება. ასე არა მხოლოდ კეთილ საქმეს გააკეთებთ, არამედ გაათავისუფლებთ ადგილს ახალი ტანსაცმლისა და დადებითი ენერგიისთვის.

6. მოიშორეთ მაკულატურა. ძველი კონსპექტები და ჟურნალები სინდისის ქენჯნის გარეშე მიეცით ბავშვს სკოლაში, წიგნები უახლოეს ბიბლიოთეკას აჩუქეთ. თუ წიგნებთან განშორებისთვის მზად არ ხართ, არ დაგავიწყდეთ, რომ პერიოდულად უნდა გადახედოთ და მტვრისგან გაწმინდოთ. ასე წიგნის თაროებიდან დაგუბებულ ენერგიას მოიშორებთ.

სველი წმენდა

სველი წმენდა განიავებით დაიწყეთ. ფანჯარა და კარი გააღეთ, მსუბუქი ორპირი გააკეთეთ, რომელიც სწრაფად მოგაშორებთ ნეგატივს და პოზიტიური ენერგიის მოძრაობას გააქტიურებს.

ყველა ნივთი თავის ადგილზე მოათავსეთ, მტვერსასრუტით გაწმინდეთ და იატაკები მოწმინდეთ. კუთხეები ჩვრით კარგად გაწმინდეთ, რადგან აქ ყველაზე მეტი ნეგატიური ენერგია გროვდება. ამისთვის სუსტი მარილის ხსნარი შეგიძლიათ გამოიყენოთ. სარკე, ავეჯი გაწმინდეთ, მტვერი მოაშორეთ.

დადებითი ენერგიის მოზიდვა

დასუფთავების შემდეგ სახლში დადებითი ენერგია უნდა შეიპატიჟოთ. ცეცხლით ამის გაკეთება ყველაზე მარტივია. რა თქმა უნდა, შუა ბინაში კოცონს ვერ დაანთებთ. საეკლესიო სანთელი ან არომატული ნათურა საკმარისია. ბინა შემოიარეთ ანთებული სანთლით საათის ისრის მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ შემოსასვლელ კარს და კუთხეებს.

არომატული ნათურა სხვადასხვა ეთერზეთით შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, ფორთოხლის ზეთი ხელს უწყობს სახლში სადღესასწაულო ატმოსფეროს შემოტანას და განწყობის ამაღლებას.

სხვადასხვა საკმეველი და არომატული ჩხირები გამოიყენეთ. იპოვეთ თქვენი სუნი და პერიოდულად ბინა ამ არომატით გაავსეთ.

მოათავსეთ სახლში თქვენი ამულეტები, რომლებიც დაიცავს სახლს ნეგატივისგან. ფულის ხე ხელს უწყობს კეთილდღეობის ზრდას, ხოლო „ქარის მუსიკის“ საკიდი თავისი ხმით სივრცეს წმენდს და დადებით ენერგიას იზიდავს.

დახარჯეთ ცოტა დრო სახლის გაწმენდაზე და ნახავთ, რამდენად სწრაფად შეიცვლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს