ყველა დიასახლისი ცდილობს, სტუმრების მოსვლამდე სახლი იდეალურად მოაწესრიგოს. სააბაზანო ოთახი ერთ-ერთი ყველაზე რთულად დასასუფთავებელი ადგილია, რადგან მას ყოველდღე აქტიურად ვიყენებთ და იქ ახალი ჭუჭყი ჩნდება. უსუფთაო უნიტაზი სტუმრებზე განსაკუთრებით ცუდ შთაბეჭდილებას ახდენს. გიზიარებთ ხალხური საშუალების რეცეპტს, რომელიც უნიტაზის გაწმენდაში დაგეხმარებათ.
როგორ გავწმინდოთ უნიტაზი ქიმიის გარეშე?
ეს რეცეპტი მეზობელმა მასწავლა. მას შემდეგ არ ვყიდულობ ძვირადღირებულ საყოფაცხოვრებო ქიმიას უნიტაზის საწმენდად. ხარჯზე არ იდარდოთ, რადგან ყველა კომპონენტი იაფია. ყიდვა არც მოგიწევთ, რადგან ისინი უკვე გაქვთ სახლში.
კომპონენტები:
- 1 ს/კ საკვები სოდა
- 1 ს/კ კბილის პასტა
- 1 ს/კ სარეცხი ფხვნილი
- 1 პარკი
მომზადების წესი:
1. პირველ რიგში, აიღეთ პატარა თასი ან ფიალა ინგრედიენტების შესარევად.
2. ყველა კომპონენტი თასში მოათავსეთ და კარგად აურიეთ. ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღოთ.
3. მიღებული ნარევისთვის შეარჩიეთ სქელი პარკი, რათა არ გასკდეს გამოყენებისას. მასა პარკში გადაიტანეთ და მჭიდროდ შეკარით. ამ რაოდენობის კომპონენტებით გამწმენდი 3-4 დღე საკმარისი უნდა იყოს. თუ გსურს უფრო დიდხანს გამოიყენოთ, პროპორციები გაზარდეთ. მაგალითად, აიღეთ არა 1 სუფრის კოვზი თითოეული კომპონენტი, არამედ 2 სუფრის კოვზი.
4. ახლა პარკში პატარა ნახვრეტები გააკეთეთ. ამისთვის ნემსი ან კბილის ჩხირი გამოიყენეთ. ამ ნახვრეტებიდან საჭირო რაოდენობის გამწმენდი გამოვა. 6-7 ნახვრეტი საკმარისია.
5. უნიტაზის გამწმენდი ხალხური საშუალება თითქმის მზადაა. ისღა დაგრჩენიათ უნიტაზის ავზში დაამონტაჟოთ. პირველ რიგში, უნიტაზი მოამზადეთ, კარგად გარეცხეთ. შემდეგ ავზს თავსახური მოხსენით ან გვერდზე გაწიეთ. პარკი საშუალებით მოათავსეთ ისე, რომ მთლიანად წყალში იყოს. პარკის ბოლო გარეთ დატოვეთ.
6. თავსახური ადგილზე დააბრუნეთ და ამით პარკის ბოლო დაიჭირეთ. მზადაა! ახლა ახალი საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ. უნიტაზის გასაწმენდად ჩასარეცხ ღილაკს დააჭირეთ. მაშინვე დაინახავთ საპნიან წყალს და იგრძნობთ ინგრედიენტების სუფთა სუნს. გამწმენდი უნიტაზის ზედაპირზე ქმნის უხილავ ფენას, რომელიც დაიცავს მის სისუფთავეს.
როგორც ხედავთ, უნიტაზის გამწმენდი საშუალება მარტივად მზადდება, არ ითხოვს დიდ დროს და რესურსს. ერთხელ მაინც სცადეთ მისი გამოყენება და აღარ მოგინდებათ ძვირადღირებული ქიმიური საწმენდების შეძენა.