როგორ მიხსნა ჩვეულებრივმა ბალახმა ფეხის ამპუტაციისგან

875

თითქმის მთელი ცხოვრება ფეხების ურთულესი დაავადება – ობლიტერირებადი ედარტერიიტი მაწუხებდა. რეკომენდაციებს ყველგან ვეძებდი და უცებ საჭირო რეცეპტს ერთ გაზეთში შევხვდი.

ჩემი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ექიმები ამპუტაციასაც კი მიწინასწარმეტყველებდნენ.

აღმოჩნდა, რომ ჩემი დახმარება ერთ უბრალო ბალახს – ჭაობის ბერულას შეეძლო.

ეს ბალახი გამოიყენება ფეხების აბაზანების, სასმლის, მალამოს სახით. გაზეთში მკურნალობის მთელი პროცესი დაწვრილებით იყო გაწერილი.

დავიწყოთ აბაზანებით

ტილოს ტომარაში ჩაყარეთ 100 გ ჭაობის ბერულას ბალახი და ჩაუშვით ემალირებულ ქვაბში, დაასხით 10-12 ლ წყალი და აადუღეთ. ხარშეთ 15 წუთით, შემდეგ ნელ ცეცხლზე გააჩერეთ კიდევ 20 წუთით.

ამოიღეთ ტომარა, ოდნავ დაწურეთ და დადეთ გრილ ადგილას, რადგან იგი კიდევ 3 აბაზანისთვის უნდა გამოიყენოთ (1 ტომარა 4 აბაზანაზე გამოიყენება).

თითოეული მომდევნო აბაზანისთვის, ბალახით სავსე ტომარა უნდა მოათავსოთ ამავე მზა ნახარშში და ისევ აადუღოთ.

გააგრილეთ წყალი 35-36 გრადუსამდე და ჩაალაგეთ ფეხები 25 წუთით. 4 აბაზანის შემდეგ, ბალახი შეცვალეთ და ყველაფერი გაიმეორეთ. აბაზანები უნდა მიიღოთ ყოველ მეორე დღეს. სულ 16 პროცედურაა საჭირო, დაავადების მძიმე ხარისხის დროს კი – 24-28.

იმ დღეებში, როცა აბაზანას არ იღებთ, დაიტანეთ ფეხებზე მალამო.

მალამო

50 გ ბერულას ბალახი მოათავსეთ ტომარაში, შემდეგ ემალირებულ ქვაბში დაასხით 1 ლ წყალი, ადუღეთ 15 წუთით, 20 წუთით გააჩერეთ ნელ ცეცხლზე. ტომარა კარგად დაწურეთ, ბალახები გადაყარეთ.

ნახარშში მოათავსეთ 400 გ კარაქი (უმარილო) და ისევ ადუღეთ, მუდმივად ურიეთ, სანამ წყალი არ აორთქლდება. წაისვით ფეხებზე, მუხლებამდე, თითებიდან მუხლების მიმართულებით, ზეწოლის გარეშე.

თუ ჭრილობები გაქვთ, დაიდეთ მათზე ამ მალამოთი გაჟღენთილი სტერილური მარლა, ოდნავ შეიხვიეთ, ჩაიცვით თავისუფალი, დიდი ზომის ჩულქი და შეიხვიეთ ფეხები.

ყველაფერი ეს – აბაზანებიც და მალამოც – ღამით უნდა გაიკეთოთ. არც სახვევები, არც ჩულქები არ უნდა გიჭერდეთ ფეხებზე. თუ სამსახურში ხართ წასასვლელი, სახვევები ღამის სამ საათზე მოიხსენით, რათა ფეხები დილის ექვსამდე გაგრილდეს. მკურნალობის დროს დაუშვებელია ფეხებზე შეციება.

ახლა სასმელი

1 ლ წყალზე მოდის 15 გ ჭაობის ბერულა, ასევე ტომარასა და ემალირებულ ქვაბში. ადუღეთ 15 წუთით, 20 წუთით – ნელ ცეცხლზე გააჩერეთ, კარგად დაწურეთ, ბალახი გადაყარეთ.

დალიეთ მთელი კურსის განმავლობაში, 1/2 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე. ნახარში, სასმელი და მალამო შეინახეთ მხოლოდ მაცივარში, ოღონდ არ გაყინოთ.

თუ ფეხებზე ჭრილობები გაქვთ, აუცილებლად დაიცავით სტერილურობა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს