ჭარბი წყალი ორგანიზმში. როგორ მოვიშოროთ სწრაფად და უსაფრთხოდ

13

ძალიან ადვილია იმის გაგება, რომ ორგანიზმში ჭარბი წყალი გაქვთ. წყლის დისბალანსის გამოვლინება ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეუნიშნავს ყველას – ეს არის შეშუპება. შეშუპება, როგორც ასეთი, ჯანმრთელობისთვის საშიშ რამედ არ ითვლება, მაგრამ შეიძლება მიუთითებდეს სხვა უფრო სერიოზულ დაავადებებზე, ამიტომ პირველ რიგში უნდა მიმართოთ სპეციალისტს. თუ ყველაფერი კარგადაა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და გაწუხებთ მსუბუქი შეშუპება დილით ან ხანგრძლივი ჯდომის შემდეგ, მაშინ ამის მიზეზი დიდი ალბათობით ორგანიზმში ჭარბი წყალია.

რატომ ჩნდება ჭარბი წყალი ორგანიზმში და როგორ ვებრძოლოთ მას?

ორგანიზმში ჭარბი წყალი არის სითხე, რომელიც უჯრედშორის სივრცეში გროვდება. მის დაგროვებას ხელს უწყობს უმოძრაო ცხოვრების წესი და დაუბალანსებელი კვება. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გეტყვით, თუ როგორ მოიცილოთ ზედმეტი წყალი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე, დიეტოლოგების რჩევების გათვალისწინებით. წაიკითხეთ, რა დაგეხმარებათ.

სწორი კვება

დიეტოლოგები საუბრობენ მთელ რიგ პროდუქტებზე, რომლებსაც ორგანიზმში წყლის შეკავება შეუძლიათ. საკუთარი რაციონის გადახედვით, შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ შეშუპება. უპირველეს ყოვლისა, უნდა შეამციროთ მარილის მიღება, რადგან ის აქტიურად შთანთქავს სითხეს. ასევე უნდა მოერიდოთ მწნილისა და შემწვარი საკვების ჭამას. მთლიანად უარი თქვით ალკოჰოლურ სასმელებზე, თუ გაწუხებთ შეშუპება ორგანიზმში ჭარბი წყლის გამო.

სითხის დონის ბალანსის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ სწორი კვება. პირველ რიგში, წყალს ითვისებენ და რბილად გამოჰყავთ ორგანიზმიდან პროდუქტები, რომლებიც უჯრედისს შეიცავენ. მათ შორისაა მარცვლეული, ბოსტნეული და ხილი.

გასაკვირი არ არის, მაგრამ შეშუპების პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ იგივე წყალი. უბრალოდ უნდა გახსოვდეთ, რომ ზრდასრულმა ადამიანმა უნდა დალიოს 1,5-2 ლიტრი წყალი დღეში. თუ თქვენი ორგანიზმი ყოველდღიურად იღებს საკმარის სითხეს ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ის არ შეინახავს მას და თქვენ გათავისუფლდებით შეშუპებისგან.

ფიზიკური აქტივობა

მჯდომარე ცხოვრების წესი ასევე ხელს უწყობს ორგანიზმში ჭარბი წყლის დაგროვებას. საკმარისი ფიზიკური აქტივობის ნაკლებობის გამო მეტაბოლური პროცესები ნელდება, ამიტომ ჩვენი ორგანიზმი ვერ გამოიყენებს მთელ სითხეს. აქედან გამომდინარე, ჩნდება შეშუპება. არავინ გეუბნებათ, რომ ხვალვე წახვიდეთ სპორტდარბაზში და დაღლამდე ივარჯიშოთ. საკმარისია მხოლოდ 20 წუთიანი სიარული ან მსუბუქი ვარჯიში ყოველდღე, რათა დაიცვათ თავი არა მხოლოდ ზედმეტი სითხისგან, არამედ გულისა და კუნთოვანი სისტემის სხვა დაავადებებისგან.

არ დაგავიწყდეთ, რომ ნებისმიერი ვარჯიშის შემდეგ თქვენ უნდა დაასვენოთ თქვენი სხეული. ჯანსაღი ძილი – ორგანიზმში ჭარბი წყლის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ძილის წინ უმჯობესია არ დალიოთ წყალი, რადგან ძილის დროს ყველა პროცესი ნელდება, რაც ხელს უწყობს სითხის შენარჩუნებას.

სააფთიაქო პროდუქტები

აფთიაქში შეგიძლიათ ნახოთ უამრავი წამალი და ბიო დანამატი, რომელიც დაგეხმარებათ ორგანიზმიდან ზედმეტი წყლის გამოდევნაში. რა თქმა უნდა, მხოლოდ ექიმს შეუძლია დანიშნოს ისინი მთელი რიგი ანალიზების ჩატარების შემდეგ, რომელიც დაადასტურებს, რომ არ არსებობს უკუჩვენებები მათ გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს არის ძირითადად შარდმდენები, რომლებიც ასტიმულირებენ თირკმელების ფუნქციონირებას და აჩქარებენ ორგანიზმიდან სითხის გამოდევნის პროცესს. ამავდროულად, პაციენტები, რომლებიც იღებენ ასეთ მედიკამენტებს, მუდმივად უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან სითხესთან ერთად შეიძლება გამოიყოს ორგანიზმისთვის საჭირო სხვა მიკროელემენტები, მაგალითად, კალციუმი და კალიუმი.

იგივე ეფექტის მქონე მცენარეულ პრეპარატებს უფრო მსუბუქი ეფექტი აქვს. ბალახეულში აქტიური ინგრედიენტების კონცენტრაცია უდავოდ ნაკლებია, ვიდრე წამლებში, ამიტომ ისინი უფრო უსაფრთხოდ ითვლება ორგანიზმისთვის. მაგრამ თქვენ თვითონ არ უნდა დაუნიშნოთ საკუთარ თავს, რადგან ისინი ასევე არის წამლები, თავიანთი გვერდითი ეფექტებით.

ხალხური საშუალებები

ორგანიზმში ჭარბი წყლის წინააღმდეგ ბრძოლაში დაგეხმარებათ ასევე ხალხური საშუალებები, რომელთა ეფექტურობაც მრავალი წლის მანძილზე დასტურდება. რა დაგეხმარებათ:

საზამთრო. ეს პროდუქტი თავისთავად ითვლება ძლიერ დიურეზულ საშუალებად. შესანიშნავი გამოსავალი იქნება განტვირთვის დღე საზამთროთი.

2. კეფირი ასევე დაგეხმარებათ წყლის ბალანსის მოწესრიგებაში.

3. შარდმდენი ეფექტი გააჩნია ნატურალურ ყავას, მაგრამ სიფრთხილე გმართებთ, რადგან ყავის დიდი რაოდენობით მიღება გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის საზიანოა. დღეში 2-3 ჭიქა საკმარისია შეშუპების საწინააღმდეგოდ.

4. არყის ნატურალური წვენი. მისი გამოყენება საუკეთესოა სეზონზე, როდესაც მოსავლის აღება ხდება. ეს წვენი ძალიან სასარგებლოა თირკმელებისთვის.

5.არყის ფოთლები. მათგან შეგიძლიათ მოამზადოთ ნაყენი, რომელიც ორგანიზმიდან ზედმეტ წყალს გამოდევნით. 2 ს.კ. დაქუცმაცებულ ფოთლებს უნდა დაასხათ ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩეროთ 30 წუთის განმავლობაში. გამოყენებამდე გაწურეთ ნაყენი და მიიღეთ თითო ჩაის კოვზი, ყოველ 3-4 საათში, მთელი დღის განმავლობაში.

6. ნატურალური ხილის სასმელები შესანიშნავია შეშუპების თავიდან ასაცილებლად. ისინი არა მხოლოდ ავსებენ სითხის საჭიროებას, არამედ ორგანიზმს საჭირო ვიტამინებსაც მატებენ. ხილის სასმელების დასამზადებლად შესაფერისია კენკრა, როგორიცაა ჟოლო, მარწყვი და სხვა.

7. გოგრის წვენი. შეგიძლიათ გამოიყენოთ მარხვის დღეებშიც, რადგან ეს წვენი ძალიან მკვებავია.

8. ვაშლის კანი. ამ ხალხური საშუალების მოსამზადებლად, 1 ს.კ. გამხმარ ვაშლის კანს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. ნაყენი გაწურეთ და მიიღეთ 100 მლ – 5-ჯერ დღეში.

პროცედურები

ორგანიზმიდან ჭარბი წყლის გამოდევნაში დაგეხმარებათ ასევე სხვადასხვა პროცედურები. ზოგიერთი მათგანი შეგიძლიათ თავად ჩაიტაროთ, მაგალითად, მოამზადოთ სოდა-მარილის აბაზანა. ამისთვის დაგჭირდებათ 2 ჭიქა ზღვის მარილი და 1 ჭიქა სოდა. უბრალოდ გახსენით თბილ წყალში დაახლოებით 38-40 გრადუს ტემპერატურაზე. ეს პროცედურა გააუმჯობესებს კანის მდგომარეობას და სისხლის მიმოქცევას, გააუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, მაგრამ პირველად ხსნარში 5 წუთზე მეტს ხანს გაჩერება არ შეიძლება. მოგვიანებით შეგიძლიათ ასეთი აბაზანის მიღების დრო 20 წუთამდე გაზარდოთ.

მასაჟი ასევე ითვლება შესანიშნავ დახმარებად, თუ ეჭვი გეპარებათ, რომ თქვენს ორგანიზმში ჭარბი წყალია. შეგიძლიათ მიმართოთ პროფესიონალს, მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, უბრალოდ დამოუკიდებლად ჩაიტარეთ მცირე მასაჟი, დაჭიმეთ კიდურები და შვებას იგრძნობთ.

უკუჩვენებების არ არსებობის შემთხვევაში, შეშუპებებთან გასამკლავებლად შეგიძლიათ ეწვიოთ საუნებს და აბანოებს. მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებისას წყალი უფრო სწრაფად ორთქლდება ორგანიზმიდან. მაგრამ გახსოვდეთ უსაფრთხოება!

ვიმედოვნებთ, რომ ამ სტატიამ ბევრი რამ თქვენთვის გასაგები გახადა. ორგანიზმიდან ჭარბი წყლის მოშორების მცდელობისას, არ უნდა დაივიწყოთ უკუჩვენებები და უსაფრთხოება. ყველა მედიკამენტი და პროცედურა უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. მეტი იმოძრავეთ, აკონტროლეთ საკვები რაციონი და წყლის რაოდენობა, რომელსაც მოიხმართ – ეს არის წარმატების გასაღები შეშუპებასთან ბრძოლაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს