ყველა დიასახლისი ოცნებობს ბინაში პატარა ტროპიკული ბაღის მოწყობაზე. ოთახის მცენარეებს კომფორტი მოაქვს და ყვავილებით თვალს ახარებს. ყველა ეგზოტიკური მცენარე უსაფრთხო არ არის. შემთხვევით შეიძლება იყიდოთ ზიანის მომტანი მცენარე. ერთ-ერთი „ბოროტმოქმედი“ შეიძლება უკვე ცხოვრობს თქვენი ფანჯრის რაფაზე. გამოცდილი ფლორისტები გამოვკითხეთ და შევადგინეთ ოთახის ყვავილების სია, რომლებიც ბინაში არ უნდა გქონდეთ.
სახიფათო მცენარეები, რომლებიც ჯობია მოიშოროთ
ბონსაი
მინიატიურული ხე ძალიან პოპულარულია ინტერიერში აღმოსავლური მოტივების მოყვარულთა შორის. ყველა ბონსაი მავნებელი არ არის. საქმე იმაშია, უმეტესობა მათგანი ღვიას იყენებს. ის კი საშიშ მცენარედ ითვლება. ღვია, თუნდაც მინიატიურაში, ძლიერ ალერგენად ითვლება, ამიტომ ამ მცენარის არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს ხშირი რინიტი.
ჩვეულებრივი ოლეანდრე
ეგზოტიკური მცენარე ლამაზი ყვავილებით ბევრს მოსწონს. მისი შემხედველი ნამდვილად ჩნდება სურვილი იქონიოთ კაშკაშა ყვავილების თაიგული ფანჯრის რაფაზე. ძნელი დასაჯერებელია, რომ ის ძალიან შხამიანი შეიძლება იყოს. ბუნებრივ ჰაბიტატში ცხოველებიც თავს არიდებენ. ორგანიზმში ამ მცენარის წვენის მოხვედრა იწვევს მოწამვლას და გულის პრობლემებს.
სუკულენტი
სუკულენტი ძალიან პოპულარული ოთახის მცენარეა. არ მოითხოვს განსაკუთრებულ მოვლას, პატარა და პრაქტიკულია. საფრთხეს შეიცავს არა ადამიანისთვის, არამედ მეზობელი ყვავილებისა და შინაური ცხოველებისთვის. პირველ რიგში, სუკულენტი ძალიან უყვარს ისეთ მავნებლებს, როგორიცაა ფქვილისებრი ცრუფარიანა. საკმარისია ერთი დაინფიცირებული ყვავილის შეძენა, რომ ყველა ოთახის მცენარე საფრთხეში ჩავარდეს. მეორეც, სუკულენტის წვენი შექმნილია ცხოველებისგან დასაცავად და ძალიან შხამიანია. თუ თქვენს კატას ფანჯრის რაფაზე მწვანილის დაღეჭვა უყვარს, სუკულენტი არ გაზარდოთ.
დიფენბახია
სუკულენტების მსგავსად, დიფენბახია შეიძლება იყოს სახიფათო მცენარე შინაური ცხოველებისთვის. ყველაფერი ფოთლებში შემავალი განსაკუთრებით შხამიანი ელემენტის, კალციუმის ოქსალატის გამო. კატები და ძაღლები მას ცუდად იტანენ და ამან შეიძლება გამოიწვიოს ცხოველების ხანგრძლივი მკურნალობა.
კალადიუმი ან „სპილოს ყური“
ეს მცენარე კაშკაშა გარეგნობით გვიზიდავს. დიდი ვარდისფერი ფოთლები ნებისმიერ ინტერიერს დაამშვენებს, მაგრამ ასეთი სილამაზე ძლიერ შხამს მალავს. ადამიანის ლორწოვან გარსში მოხვედრისას იწვევს ძლიერ შეშუპებას, რომლის მოშორებაც დამოუკიდებლად შეუძლებელია. სასწრაფოს გამოძახება მოგიწევთ.
მონსტერა
გასაოცარია, როგორ ხვდება ეს სახიფათო მცენარე მუდმივად დიზაინერების ინტერიერში. მოდური გარეგნობა არ ღირს ჯანმრთელობის იმ პრობლემებად, რომლებიც შეიძლება მიიღოთ, თუ მონსტერას შხამიანი წვენი ლორწოვან გარსზე მოხვდება. დამწვრობა და მძიმე ალერგია გარანტირებულია.
პალმა არეკა
ამ ლერწმისებრ პალმას სახლში ათავსებს ის, ვისაც სურს ტროპიკის ნაწილის სახლში შეტანა. ეს ეგზოტიკა შეიძლება იყოს კარგი ნიადაგი ისეთი მავნებლებისთვის, როგორიცაა ობობას ტკიპა ან ფქვილისებრი ცრუფარიანა. პალმიდან მალე გადავა სხვა მცენარეებზე.
ფიკუსი
გაგიკვირდათ? დიახ, ჩვენთვის ჩვეული ფიკუსი სახიფათო მცენარეთა რიგს მიეკუთვნება. ყველასთვის სახიფათო არ არის, მაგრამ ალერგიული ხალხი მის ნეგატიურ გავლენას იგრძნობს. ფიკუსს შეუძლია გამოიწვიოს რინიტი და კონტაქტური დერმატიტი ხელით შეხებისას.
ტრიქოცერეუსი
ამ კონკრეტული ჯიშის კაქტუსს საკმაოდ ტოქსიკური ნივთიერებები აქვს. მისი წვენი შეიცავს შხამს, რომელიც ორგანიზმში მოხვედრისას იწვევს ჰალუცინაციებს და ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევებს.
რძიანა
ამ მცენარის რძიანი წვენი ტოქსინებს შეიცავს. ბუნებაში ცხოველები მას არასდროს ჭამენ და გვერდს უვლიან. ადამიანისთვისაც სახიფათოა. მისი წვენი კანზე მოხვედრისას ალერგიას იწვევს. მხოლოდ ძალიან გამოცდილმა ფლორისტებმა იციან, როგორ გაზარდონ ეს მცენარე უსაფრთხოდ.
დროა, გადახედოთ თქვენს „მობინადრეებს“ ფანჯრის რაფაზე. შესაძლოა მათ შორის არის სახიფათო მცენარეები, რომლებიც ზიანის მომტანი შეიძლება იყვნენ თქვენთვის, თქვენი ოჯახის წევრებისთვის ან ცხოველებისთვის. ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთხეში. დაე, თქვენს სახლში იზრდებოდეს უსაფრთხო ოთახის მცენარეები.