2003 წელს მოხუცმა ქალმა ძველი სახლი მიატოვა, სადაც 10 წლის შემდეგ უცნობი პირი ფოტოაპარატით შევიდა

2421

თითოეულ დასახლებულ პუნქტში არის რამდენიმე მიტოვებული სახლი, რომელთა შესახებ საშინელი ლეგენდები დადის. ხშირად უბრალოდ ნახევრად აშენებული სახლები გვხვდება, მაგრამ ხალხის დიდ ინტერესს სწორედ რომ უკვე ნაცხოვრები შენობები იწვევს. შენობაში განლაგებული ნივთების მიხედვით ხომ მთელი ისტორიის წაკითხვა შეიძლება.

ბევრ მსგავს სახლებს შორის ერთი უფრო გამოიყოფა – ბრიტანეთში, ჰარტფორდშირის საგრაფოში ე.წ. Crooked Cottage მდებარეობს. 1971 წლამდე აქ ქალი თავის მამასთან ერთად ცხოვრობდა და შესაძლოა, მისი გარდაცვალების შემდეგ 2003 წლამდე აქ მარტო ცხოვრობდა.

2012 წელს ფოტოგრაფმა ტობი ბატჩელორმა ცნობილი სახლის დათვალიერება გადაწყვიტა. იქ ნაპოვნმა კი მამაკაცი ოდნავ შეაშფოთა და გააოგნა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოსდა დრო აქ გაჩერდა, ხოლო სახლი ისტორიით იყო სავსე.

ნივთების უმეტესობა ხელშეუხებელი დარჩა, თუ მტვერს და ობობის ქსელს არ ჩათვლით, მაგრამ ეს მიტოვებული სახლების უცვლელი ატრიბუტია.

ჭურჭელი სამზარეულოში, სავარძელი და სკამები, ველოსიპედი და პიანინოც კი – ამ ნივთებს წლებია ადამიანის ხელი არ შეხებია.

მამაკაცმა საძინებელ ოთახში დიდი ლოგინი და კომოდის უჯრებში ძველი თეთრეული აღმოაჩინა. კედლებზე უამრავი სურათი და უბრალო აქსესუარები არაერთი ადამიანის ცხოვრების ისტორიას გვიყვება.

ზოგიერთი ნივთი კიდევ უფრო ძველი ჩანს. მაგალითად, ორი გოგონას ფოტოსურათი, რომელიც დაახლოებით 50 წლის წინ არის გადაღებული. ფოტოგრაფმა ასევე იპოვა კალენდარი, სადაც 1956 წლის დეკემბერი იყო აღნიშნული.

სახლის საფუძველი თითქმის ბოლომდე დანგრეულია, ამიტომ მას მრუდე კოტეჯს უწოდებენ. მეორე სართულზე მხოლოდ ერთი ოთახი – საძინებელი მდებარეობს.

სახლში ასევე ერთი წიგნი იპოვა, 1962 წელს გამოქვეყნებული დოროთეა ფერბრიჯის წიგნი. ასეთი რომანი მიტოვებულ სახლში კარგად კომბინაციას ქმნის.

ქვემოთ შეგიძლიათ ვიდეო იხილოთ, რომელიც ტობი ბატჩელორმა შენობის შიგნით გადაიღო.

ასეთი ადგილები ადამიანებში საპირისპირო გრძნობებს იწვევს, ზოგს შთაგონებას ანიჭებს, ზოგს აშინებს. ნებისმიერ შემთხვევაში მიტოვებული ნივთების შემხედვარე მათი მფლობელის ბედზე გაფიქრებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს