ჭარხლის ფოთლები: რეცეპტები და სასარგებლო თვისებები

10

ჩემი მეგობრის დედა მრავალი წელია იტალიაში ცხოვრობს. ქალიშვილი ხშირად ჩადის მასთან სტუმრად და ბრუნდება მთელი ჩემოდანი საჩუქრებით და ახალი კულინარიული რეცეპტებით. ამჯერად სახლში დაბრუნებისას მეგობარმა დამპატიჟა და სუფრაზე სხვა კერძებთან ერთად ახალი კერძიც გამოიტანა. დიდხანს ვერ ვხვდებოდი, რა იყო კერძის მთავარი ინგრედიენტი, სანამ მეგობარმა არ აღიარა, რომ ეს იყო ჭარხლის ფოთლები!

იტალიელები ამ პროდუქტს დელიკატესად მიიჩნევენ და ხშირად ამზადებენ. რამდენიმე მარტივი კერძის მომზადება მეც ვცადე. ოჯახის წევრები აღფრთოვანებულნი დარჩნენ და ახლა ხშირად მთხოვენ ასეთი კერძების მომზადებას.

ჭარხლის ფოთლები: სარგებელი ორგანიზმისთვის

ჭარხლის ფოთლები უძველესი დროიდან იკავებს ადგილს სუფრაზე, რაც გასაკვირი არ არის, რადგან თავისი სასარგებლო თვისებებით ძირნაყოფს არ ჩამოუვარდება.

ჭარხლის ფოთლები დიდი რაოდენობით შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რომელიც აუმჯობესებს ნერვული სისტემის და ტვინის მუშაობას.

ანტიოქსიდანტი ბეტანინი ქოლესტერინს ებრძვის.

ჭარხლის ფოთლებში შემავალი იოდი და კობალტი მეხსიერებას და ყურადღების კონცენტრაციას აუმჯობესებს.

A ვიტამინის წყალობით ჭარხლის ფოთლები ხელს უწყობს მხედველობის სიმახვილის და საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის გაუმჯობესებას.

ჭარხლის ფოთლები მდიდარია ისეთი მინერალებით, როგორიცაა კალციუმი, მაგნიუმი, თუთია და ფოსფორი. ისინი ეხმარებიან ჭარხლის ფოჩებს ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებაში და წნევის დარეგულირებაში.

ფოთლებში შემავალი ასკორბინის მჟავა იმუნიტეტს აძლიერებს, რაც ზრდის სურდოს და სხვა დაავადებების მიმართ გამძლეობას.

როგორ მოვამზადოთ ჭარხლის ფოთლები?

ყველაზე ხშირად, კულინარიულ რეცეპტებში გამოიყენება ფოთლოვანი ჭარხლის განსაკუთრებული ჯიში, მაგნგოლდი. თუ ასეთი ვერ იპოვეთ, ძირნაყოფის ფოთლებით თამამად ჩაანაცვლეთ.

ჭარხლის ფოთლებისგან შეგიძლიათ მოამზადოთ სალათა, წვნიანი, შეგიძლიათ მოხარშოთ, შეწვათ, ჩაშუშოთ და გამოაცხოთ. ბევრი დიასახლისი ჭარხლის ფოთლებს ზამთრისთვის აკონსერვებს. შეგიძლიათ გაყინოთ, გაახმოთ ან დაამარილოთ, ასევე სხვა ბოსტნეულებს ქილაში დაუმატოთ.

გამოყენებამდე ფოჩები კარგად გარეცხეთ, დაჭერით და მდუღარე წყალი გადაავლეთ. ასე პროდუქტი უფრო ნაზი გახდება და სპეციალური გემო გაქრება.

ჭარხლის ფოთლებიდან გამოდის გემრიელი სალათები, განსაკუთრებით ბოლოკის, კიტრის ან ნიახურის დამატებით. საკაზმად გამოიყენეთ მცენარეული ზეთი, ბალზამირებული ძმარი, მაიონეზი ან არაჟანი.

ჭარხლის ფოთლები პირველ კერძში შესანიშნავი დანამატია. ამ ბოსტნეულს ხშირად ამატებენ მწვანე ბორშჩში, რაც უჩვეულო გემოს მატებს.

ჭარხლის ფოთლების სალათა

მარტივი და სწრაფი სალათა დიდი ხნით დაგანაყრებთ და ორგანიზმს ვიტამინებით აავსებს. დიეტური და ჯანსაღი კვების რაციონში იდეალურად ჯდება.

ინგრედიენტები:

  • 1 კონა ჭარხლის ფოთლები
  • 1 კონა მწვანე ნიორი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 1 კიტრი
  • 1 ტკბილი წიწაკა
  • 1 ს/კ ვაშლის ძმარი
  • 3 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 1 ჩ/კ მდოგვის მარცვლები

მომზადების წესი:

  1. ჭარხლის ფოთლები დაჭერით და მდუღარე წყალი გადაავლეთ. დანარჩენი ინგრედიენტები წვრილად დაჭერით.
  2. ინგრედიენტებს აურიეთ. მარილი მოაყარეთ, ვაშლის ძმარი და ზეთი მოასხით. სურვილისამებრ, მდოგვი დაუმატეთ.
  3. სალათას შეგიძლიათ დაუმატოთ ნიგოზი, ჩერი პომიდორი, ბოლოკი ან სელის თესლი.
  4. სალათა მზადაა. გემრიელად მიირთვით!

შემწვარი ჭარხლის ფოთლები

ინგრედიენტები:

  • 1 კონა ჭარხლის ფოთლები
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 ხახვი
  • 0,5 ლიმონი
  • 1 ს/კ კაკალი

მომზადების წესი:

  1. მწვანილი წვრილად დაჭერით. ჭარხლის ფოთლების გარდა სხვა მწვანილიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, ოხრახუში, ისპანახი, პეკინის კომბოსტოც. ხახვი ნახევარ რგოლებად დაჭერით, ნიორი დანით ან ნივრის საჭყლეტით დააქუცმაცეთ.
  2. ცხელ ტაფაზე მცენარეული ზეთი დაასხით, ხახვი და ნიორი დაუმატეთ. შეწვით ხახვის დარბილებამდე.
  3. ამის შემდეგ მწვანილი დაუმატეთ და მომზადება გააგრძელეთ. კერძი მშრალი რომ არ გამოვიდეს, ცოტა წყალი შეგიძლიათ დაუმატოთ.
  4. როგორც კი მწვანილი მზად იქნება, კაკალი დაუმატეთ და ლიმონის წვენი მოასხით. ამ რეცეპტში მარილი არ არის, ამიტომ ცოტა სოიოს სოუსი შეგიძლიათ დაუმატოთ. ის მზა კერძს არომატს შემატებს და ოდნავ დაამარილებს.
  5. კერძი მზადაა. გემრიელად მიირთვით!

გაამრავალფეროვნეთ ტრადიციული რეცეპტები ჭარხლის ფოთლებით და ახალ, უჩვეულო გემოს მიიღებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს