სოდით გათეთრება: 3 ხრიკი, რომელიც ფულს დაგიზოგავთ

41

რაც უფრო ფართოვდება საყოფაცხოვრებო ქიმიკატების მაღაზიების ასორტიმენტი, მით მეტი დრო და ფული იხარჯება საჭირო პროდუქტების არჩევასა და შეძენაზე. ჩემმა ერთმა მეგობარმა მირჩია მეცადა სოდით გათეთრება ძვირადღირებული ქიმიის ნაცვლად.

შედეგმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა: სოდის გამოყენების სამი ხრიკი დამეხმარა უარი მეთქვა სახლში ბევრი ქიმიური საშუალების გამოყენებაზე. დღევანდელ სტატიაში სოდის გამოყენების ამ ხრიკებს გაგიზიარებთ.

გათეთრება სოდით – იაფი და ეფექტური

ყველამ ვიცით, რომ სოდა კულინარიაში შეუცვლელი დანამატია, რომელიც ცომეულს ფაფუკს ხდის, ხორცს – რბილს და ნაზს. ასევე სოდას აქვს უდავო უპირატესობები, როგორც უნივერსალურ საყოფაცხოვრებო საშუალებას.

საწმენდი ფხვნილის ნაცვლად

სოდა შეუცვლელი დამხმარე გახდება კაფელზე კირის ნადებთან ბრძოლაში სააბაზანოში და სამზარეულოში, ასევე უნიტაზში. ამისთვის სოდა და წყალი ფაფის მიღებამდე აურიეთ და ჭუჭყიან ადგილზე წაუსვით. როცა სოდა გაშრება, ზედაპირი სველი ღრუბლით გახეხეთ სოდის მთლიანად მოშორებამდე.

თუ პირველად სუსტი ეფექტი მიიღეთ, პროცედურა კიდევ ერთხელ გაიმეორეთ. განსაკუთრებით რეკომენდებულია ძველი ჭუჭყის შემთხვევაში.

ჭურჭლის სარეცხი საშუალების ნაცვლად

ბოლო კვლევების თანახმად, თანამედროვე ადამიანი წელიწადში დაახლოებით 500 მლ სარეცხ საშუალებას სვამს. თუ ეს ბედი არ გაწყობთ, სოდა აქაც დაგეხმარებათ. სოდა ეკოლოგიურად სუფთა ჭურჭლის სარეცხი საშუალებაა, რომელიც ჭიქებს, კოვზებს, თეფშებს და სხვა ჭურჭელს კარგად აშორებს ყავის და ჩაის ნადებს, ცხიმს და სხვა ჭუჭყს. ამისთვის სველი ღრუბელი სოდაში ჩააწეთ და ჭუჭყიანი ჭურჭელი გახეხეთ.

არ დაგავიწყდეთ, რომ სოდა რბილი, მაგრამ მაინც აბრაზიული საშუალებაა, ანუ ტეფლონის ზედაპირზე დიდი სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ.

მათეთრებლის ნაცვლად

სოდა ისევე კარგად გაუმკლავდება ლაქებს და ჩამჯდარ ჭუჭყს, როგორც მოდური ლაქების მოსაშორებელი საშუალება. გამოყენების რამდენიმე ვარიანტი არსებობს.

პირველი მეთოდი გვთავაზობს სოდის და წყლის შერევას 1:1 პროპორციით ფაფის მიღებამდე. მიღებული ნარევი ლაქებზე წაუსვით, ნაზად შეაზილეთ, რომ ქსოვილი არ დააზიანოთ. 10 წუთის შემდეგ სოდა თბილი წყლით ჩამორეცხეთ. ჩამჯდარი ლაქების შემთხვევაში პროცედურის რამდენჯერმე გამეორება მოგიწევთ.

რეკომენდებულია, ეს მეთოდი გამოიყენოთ მხოლოდ ნატურალურ ქსოვილებზე, რადგან აბრეშუმი და სხვა დელიკატური ქსოვილი შეიძლება დაზიანდეს.

მეორე მეთოდი გირჩევთ 1 სუფრის კოვზი სოდის გაზავებას 1 ლიტრ წყალში, შემდეგ 1 ჩაის კოვზი ნიშადურის სპირტის დამატებას. ამ ხსნარში გასათეთრებელი ტანსაცმელი მოათავსეთ და 4 საათი გააჩერეთ. შემდეგ ტანსაცმელი ჩვეულებისამებრ გარეცხეთ.

მესამე მეთოდი საშუალებას გაძლევთ გაათეთროთ არა მარტო თეთრი, არამედ ფერადი ნივთები. ამისთვის 150 გრამი სოდა და 5 ლიტრი თბილი წყალი აურიეთ. 50 გრამი სარეცხი საპონი გახეხეთ და სოდიან წყალს დაუმატეთ (თბილი უნდა იყოს).

ამ ხსნარში ნივთები რამდენიმე საათით ჩაალბეთ, შემდეგ ჩვეული მეთოდით გარეცხეთ.

გახსოვდეთ, რომ ალტერნატიული ნატურალური სარეცხი და საწმენდი საშუალებები არა მხოლოდ თანხას ზოგავს, არამედ გამორიცხავს კანზე შესაძლო რეაქციებს. გამოდის, რომ იდეალურია ალერგიისადმი მიდრეკილი და მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებისთვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს