ამ ქალმა საზოგადოებრივი ტუალეტი შეიძინა და ოცნების ბინად გადააქცია

1140

ალბათ, ლონდონში, ჰაიდ-პარკის მახლობლად ნახევრად სარდაფის შენობას ტურისტების უმეტესობა ყურადღებას არ აქცევს. მხოლოდ ერთეულებმა იციან, რომ ადრე ამ მიწისქვეშა ბინის ნაცვლად ჩვეულებრივი ტუალეტი იყო.

ჯერ კიდევ 6 წლის წინ აქ ნანგრევები ბატონობდა. ღამე ამ დახურულ საზოგადოებრივ დარბაზებში უსახლკაროები და მაწანწალა ცხოველები ღამეს ათევდნენ, ხოლო გამვლელები სინდისის ქენჯნის გარეშე ნაგავს ყრიდნენ. მოგვიანებით მიტოვებული ტუალეტი საზრიან არქიტექტორს თვალში მოხვდა!

როცა ლორა კლარკმა ეს ადგილი პირველად ნახა, შენობა სავალალო მდგომარეობაში იმყოფებოდა. სპეციალისტმა, რომელმაც უმაღლესი განათლება გლაზგოს ხელოვნების სკოლასა და ლივერპულის უნივერსიტეტში დაამთავრა, იმწამსვე გაიაზრა: ყველასთვის გულისამრევი ტუალეტიდან ნამდვილი კანფეტის გაკეთება შეიძლებოდა! ქვემოთ მოცემულ სურათებზე მიტოვებული შენობა სხვადასხვა დროსაა აღბეჭდილი.

მიწისქვეშა სველი წერტილი ჯერ კიდევ 1929 წელს ააშენეს, მაგრამ 1980 წელს ის დაიხურა. ზოგიერთ ოთახში ადამიანის ფეხი 30 წელზე მეტი ხანია არ დამდგარა! ვინ იცის, ეს რამდენ ხანს გაგრძელდებოდა, ლორა რომ არ გამოჩენილიყო, რომელიც მყუდრო ბარის, კაფის ან პატარა კინოთეატრის მოწყობაზე ოცნებობდა.

ამასთან, გოგონას პირველი გეგმა სწრაფად შეიცვალა. მთავრობასთან რამდენიმე წლიანი მოლაპარაკების შემდეგ არქიტექტორი მიხვდა: ხელისუფლების წარმომადგენლები მის მომავალ ბიზნესს მშვიდად განვითარების საშუალებას არ მისცემდნენ. მაშინ კლარკმა კაფის იდეა მიატოვა და ეს მიტოვებული შენობა ოცნების ბინად აქცია.

მეგობრებმა, რომლებსაც ლორამ თავისი გეგმა გაანდო, თავისი აზრი მკაფიოდ დააფიქსირეს. მათი უმეტესობა თვლიდა, რომ გოგონა ცოტა ჭკუიდან გადავიდა. საღ აზრზე მყოფ რომელ ადამიანს მოუნდება საზოგადოებრივ ტუალეტში ცხოვრება? თუმცა ლორას მტკიცედ სჯეროდა, რომ აქ იდეალური საცხოვრებელი შენობის მოწყობას შეძლებდა.

მთელი პროექტი კლარკს 65 ათასი ფუნტი დაუჯდა. ამ თანხაში შედის თავად შენობის ღირებულება, რემონტის ხარჯები და 3 ათასი ფუნტიც, რომელიც არქიტექტორმა იურისტებთან კონსულტანციაში დახარჯა. ბინა საკმაოდ მომგებიანი გამოდგა, იმის გათვალისწინებით რომ ლონდონში მსგავსი ბინები როგორც მინიმუმ 5-ჯერ უფრო ძვირი ღირს!

შენობის გადაკეთების დეტალური გეგმის შედგენის შემდეგ გოგონა საქმეს შეუდგა. სარემონტო სამუშაოების უმეტესი ნაწილი რამდენიმე მეგობართან ერთად თავად შეასრულა. სპეციალისტები მხოლოდ მაშინ მოიწვია, როცა მათ გარეშე საქმეს უკვე ვეღარ გააგრძელებდა.

ძალიან მალე ძველი ნანგრევები სულ ახლებურად გამოჩნდა. ქვემოთ მოცემულ სურათებში ნახავთ, თუ საზოგადოებრივი ტუალეტი კლარკის წყალობით როგორ შეიცვალა. ახლა კი გოგონასთან სტუმრად მოსული ხალხი ვერც კი იჯერებს, რომ 6 წლის წინ აქ მიტოვებული ტუალეტი იყო!

ფართო სამზარეულო თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი და გემოვნებით მოწყობილია. არადა, ადრე ამ კედლებზე პისუარები ეკიდა.

სასტუმრო ოთახი დივანთან, ჟურნალის მაგიდასთან და უამრავ კარადასთან ერთად საკმაოდ მყუდროდ გამოიყურება. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ბინის ერთ-ერთი კედელი მთლიანად თაროებს უკავია: ძალიან პრაქტიკული გადაწყვეტილება!

როგორც ხედავთ, სახლში კარები არაა. პრინციპში, აქ საჭირო არცაა. ლამაზი თაღები უფრო უკეთ გამოიყურება და საერთო სტილს ორგანულად ერწყმის.

სააბაზანო ოთახის მინიმალისტური სტილი თვალს ახარებს. პრაქტიკული, კომფორტული და არაფერი ზედმეტი.

კლარკი გულწრფელად აღიარებს, რომ რომ მისი მუშაობის შედეგად ასეთ სამეფო შენობას მიიღებდა. ლორას მეგობრები საკუთარი ეჭვების გამო თავზე ნაცარს თავად იყრიან.

აქ, პატარა ბაღის მსგავსი სივრცისთვის ადგილი მოინახა, სადაც არქიტექტორმა საქანელა სავარძელი დაკიდა. ახლა მას ყვავილების გარემოცვაში ნებისმიერ დროს დასვენება და ხმაურიანი ლონდონის დავიწყება შეუძლია!

ლორა რამდენიმე წელი დაუღალავად მუშაობდა და შედეგად საოცნებო ბინა მიიღო. ახლა გოგონას საცხოვრებელი ნაცნობების თეთრი შურის საგანს წარმოადგენს და როგორც არქიტექტორის პორტფოლიოს საუკეთესო ელემენტია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს