ბევრ ადამიანს ვერ წარმოუდგენია კვების რაციონი მაკარონის გარეშე. სამწუხაროდ, ასევე ბევრი ადამიანი უბრალოდ არასწორად ამზადებს მას!
ადრე მეც ვუშვებდი გავრცელებულ შეცდომებს, სანამ ნაცნობმა მზარეულმა, რომელიც წლები ცხოვრობდა იტალიაში, არ გამიმხილა მაკარონის მოხარშვის საიდუმლო. ასევე მირჩია რამდენიმე სოუსის რეცეპტი, რომლითაც მაკარონი ყველაზე პოპულარული პროდუქტი გახდება საოჯახო სუფრაზე.
გავრეცხოთ თუ არ გავრეცხოთ?
ჩვენთვის ჩვეული რეცეპტი ამბობს, რომ მაკარონი მოხარშვის შემდეგ წყლით უნდა გავრეცხოთ. ამ ქმედებამ ცომის შეწებებას ხელი უნდა შეუშალოს.
ასეთი მანიპულაციები ნებისმიერ იტალიელს გააოგნებს. საქმე იმაშია, რომ მაკარონის სამშობლოში მას პასტას უწოდებენ და მყარი ჯიშის ხორბლისგან მზადდება. ასეთ მაკარონს გარეცხვა არ სჭირდება.
რა უნდა გააკეთოთ, თუ იყიდეთ სხვა სახის ფქვილისგან დამზადებული მაკარონი? არსებობს მარტივი წესი, რომელიც ხარშვის დროს პრობლემებს თავიდან აგაცილებთ: მოსახარშად აიღეთ წყალი შემდეგი პროპორციით,1 ლიტრი წყალი 100 გრამ მაკარონზე. ბევრ წყალში მოხარშული მაკარონი გემრიელი გამოდის და ფორმას კარგად ინარჩუნებს.
სად წავიღოთ წყალი?
დიასახლისებს კიდევ უფრო გააოცებს მაკარონის ნახარში წყლის ბედი. ის უნდა გადაღვაროთ, ასეა? არა, ასე არ არის!
მაკარონის ხარშვისას გამოიყოფა სახამებელი, რომელიც წყალს მღვრიეს ხდის. დიასახლისებს მისი ეშინიათ, ამიტომ სწრაფად მოშორებას ცდილობენ. აქ კი მთავარი შეცდომა იმალება. მაკარონის ნახარში წყლით ბევრი სხვადასხვა სოუსი შეგიძლიათ მოამზადოთ.
სახამებელი პროდუქტების დამაკავშირებელი რგოლის როლს შეასრულებს, ამიტომ სოუსი გამოვა ნოყიერი და ერთგვაროვანი. პომიდვრის და ნაღების სოუსები განსაკუთრებით გემრიელია.
სოუსის დაპირებული რეცეპტი – მოამზადეთ სწრაფად, სანამ მაკარონი იხარშება
გიზიარებთ ძალიან გემრიელი სოუსის მარტივ რეცეპტს, რომლის გარეშეც რამდენიმე წელია პასტა არ მომიმზადებია. გირჩევთ სოუსის მომზადება დაიწყოთ, სანამ პასტა იხარშება. დროს დაზოგავთ.
ინგრედიენტები:
- ნახევარი ნახარში წყალი
- 200 მლ ნაღები
- 90 გ პარმეზანი
- ზეითუნის ზეთი შესაწვავად
- 3 კბილი ნიორი
- მარილი გემოვნებით
- დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
- 2 ჩ/კ იტალიური სუნელების ნარევი
მომზადების წესი:
1. ტაფაზე ორი კოვზი ზეითუნის ზეთი გააცხელეთ. თხელ ფირფიტებად დაჭრილი ნიორი დაუმატეთ და ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით.
2. შემდეგ მთავარი ინგრედიენტის დროა – მაკარონის ნახარში. ტაფაში ჩაასხით, ნაღები და სანელებლები დაუმატეთ. წიწაკა და მარილი გემოვნებით დაუმატეთ. თავსახური დაახურეთ, ცეცხლს მინიმუმამდე დაუწიეთ და 4 წუთი ხარშეთ.
3. სანამ სოუსი მზადდება, პარმეზანი გახეხეთ და დანარჩენ ინგრედიენტებს ტაფაზე დაუმატეთ. აქვე დაუმატეთ მოხარშული პასტა.
ესეც ასე, კერძი მზადაა. გემრიელად მიირთვით!