ტექნოლოგმა მითხრა, რომელი ვადაგასული პროდუქტების ჭამა შეიძლება

275

სუპერმარკეტში ყველა პროდუქტზე ნახავთ მის ვარგისიანობის ვადას. ეს ნამდვილად ნიშნავს იმას, რომ X დღის შემდეგ პროდუქტი გამოუსადეგარია და უნდა გადავაგდოთ? ერთად გავარკვიოთ.

ზოგიერთი პროდუქტის ჭამა შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ სახიფათოა, რადგან მოწამვლა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს. არსებობს პროდუქტები, რომლებზეც ეს წესი არ მოქმედებს, რადგან პრაქტიკულად არ ფუჭდება, ხოლო მითითებული ვადა უფრო ეხება შეფუთვას, ვიდრე შემცველობას.

პროდუქტები, რომელთათვის ვარგისიანობის ვადას მნიშვნელობა არ აქვს

1. მარილი

სუფრის მარილი, რომელიც ჩვენი კერძების ჩვეულ ინგრედიენტად იქცა, სინამდვილეში მილიონობით წელი მიწისქვეშ მდებარეობდა, სანამ მოიპოვებდნენ. როგორ შეიძლება გაფუჭდეს რამდენიმე წელიწადში მაღაზიის თაროზე ან თქვენს სამზარეულოში?

2. თაფლი

თაფლსაც არ აქვს ვარგისიანობის ვადა. მაქსიმუმ შეიძლება დაშაქრდეს. ამ შემთხვევაშიც საკვებად ვარგისია ასობით წლის განმავლობაში, იმ პირობით, რომ მასში არ ხვდება წყალი და უცხო საგანი. ეს დამტკიცებული და პრაქტიკაშიც გამოცდილია. უძველესი ნაპოვნი თაფლი რამდენიმე ათასი წლისაა. ის არქეოლოგებმა ეგვიპტეში იპოვეს. დაჯერება გაგიჭირდებათ, მაგრამ დღემდე საკვებად ვარგისია.

3. ერბო

გაცხელებისას ზეთში ცილა ნადგურდება და სითხე ორთქლდება. ამის შემდეგ მასში ვერ განვითარდება ბაქტერიები, რომლის გამოც პროდუქტი ფუჭდება. ერბო გრილ ადგილას დიდხანს შეგიძლიათ შეინახოთ.

4. წყალი

უცნაურია, მაგრამ ჩვეულებრივი სასმელი წყალიც ჩვენს სიაში მოხვდა. ბოთლი მინერალური წყლის ვარგისიანობის ვადა პლასტმასს ეხება. წყალი, თუ მასში უცხო საგანი არ მოხვდა, ნებისმიერი ჭურჭლიდან დიდი ხნის შემდეგაც შეგიძლიათ დალიოთ.

5. სიმინდის სახამებელი

როგორც ერბოს შემთხვევაში, დეჰიდრირებული სიმინდის სახამებელი სამუდამოდ შეგიძლიათ შეინახოთ. მთავარია, მშრალ და გრილ ადგილას, დახურულ შეფუთვაში ინახებოდეს. შეფუთვაზე მითითებული თარიღი უბრალოდ არის მწარმოებლისგან საგარანტიო ვადა, რაც არ ნიშნავს იმას, რომ პროდუქტი გაფუჭდება ვადის გასვლის შემდეგ.

6. ატრია

გაოცდებით, მაგრამ ნაგავში მოხვედრის რისკის ქვეშ ხვდება მხოლოდ მთელი მარცვლეულის მაკარონი, რომელიც მდიდარია უჯრედისით, რომელიც სწრაფად იშლება. სხვა სახის ატრია არ გაფუჭდება, თუ ტენისგან მოშორებით შეინახავთ.

7. ბრინჯი

თეთრი გაპრიალებული ბრინჯი, ყავისფერი და გრძელი ჯიშისგან განსხვავებით, ძალიან გამძლეა. შეიცავს ნაკლებ ცხიმს, ამიტომ კარგად ინახება.

8. კონსერვი

კონსერვები გამოიგონეს მზა პროდუქტების შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად და ამ ამოცანას შესანიშნავად უმკლავდება. მთავარია, გახსოვდეთ, რომ უსაფრთხოა მხოლოდ დაუზიანებელი კონსერვი მჭიდროდ დახურული თავსახურით.

9. შაქარი

ბაქტერიები, რომლებიც პროდუქტებს აფუჭებენ, ვერ მრავლდება ტკბილ გარემოში, ამიტომ არ შეგეშინდეთ, რომ შაქრის ჭამას ისურვებენ. სხვა საქმეა ჭიანჭველები თქვენს აგარაკზე. შაქარი დახურულ ადგილას შეინახეთ.

10. თეთრი ღვინის ძმარი

ღვინის ძმარში არსებული მჟავა მისი ვარგისიანობის ვადას ზრდის და მიკროორგანიზმების განვითარებას აფერხებს.

11. სპირტიანი სასმელები

აქ ალკოჰოლი კონსერვანტის როლს ასრულებს. თუ ის არ აორთქლდება, სასმელი ათწლეულები შეინახება, უფრო ელიტური და ძვირადღირებული გახდება. კოლექციონერები სწორედ ასეთ დაძველებულ ალკოჰოლს აფასებენ.

არ იჩქაროთ გადაყაროთ პროდუქტები, რომელთაც ვადა გაუვიდათ. ჯობია ჩვენს სიას კიდევ ერთხელ გადახედოთ. იქნებ, გადაგდების ერთ-ერთ კანდიდატს ვარგისიანობის ვადა არ აქვს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს